ვნახოთ, თუ გამოვთვლით რა არის 6-ის 30%. 30%-ზე ასე შეგვიძლია, რომ ვიფიქროთ:
ეს არსებითად ნიშნავს ყოველი 100–დან აღებულ 30–ს. შეგვიძლია განიხილოთ, როგორც 30 შეფარდებული
100-ზე გამრავლებული 6-ზე ან შეგიძლიათ განიხილოთ, როგორც 0,30 გამრავლებული 6-ზე შეგვიძლია ორივე ამოვხსნათ და
ვნახავთ, რომ მივიღებთ ერთნაირ პასუხს. თუ ამ გამრავლებას შეასრულებთ, 30/100 და ეს შეიძლება იყოს გამრავლებული6–ზე,
იგივე 6/1-ზე. ეს ტოლია 180/100-ის. ახლა შეგვიძლია გავამარტივოთ,
გავყოთ მრიცხველი და მნიშვნელი 10-ზე ან შეგვიძლია გავყოთ
მრიცხველი და მნიშვნელი 2-ზე. მივიღებთ 9/5, რაც იგივე 1 მთელი 4/5-ია და თუ გვინდა ეს ათწილადად ჩავწეროთ 4/5 არის 0,8. თუ გინდათ შეამოწმოთ, შეგიძლიათ შეამოწმოთ რომ 5 არ მოთავსდება 4-ში
და გამოვა ათწილადი. ის მოთავსდება 4-ში 0-ჯერ, 40-ში კი 8-ჯერ. 8-ჯერ 5 არის 40, გამოვაკლოთ, არ გაქვთ ნაშთი და უბრალოდ დაგრჩათ აქ 0-ები გამოდის, რომ 4/5 არის 0,8, აქ გაქვთ კიდევ 1
ანუ ეს იგივეა, რაც 1,8 , რასაც ისედაც მიიღებდით
თუ გაყოფდით 9-ს 5-ზე, თქვენ მიიღებდით 1,8-ს. გამოდის, რომ 6-ის 30% არის 1,8-ის ტოლი და ამის დადასტურება შეგვიძლია მეორე გზითაც. თუ 0,30-ს გავამრავლებთ 6-ზე... 0,30 შემიძლია უბრალოდ ჩავწერო როგორც 0,3. მხოლოდ ერთი ციფრი მაქვს
ათწილადის წერტილის მერე, ათწილადის წერტილის მარჯვნივ მაქვს მხოლოდ 3 0 არ ითვლება; პასუხი კი ისევ გამოვა 1,8. ნებისმიერი გზით, რომლითაც გამოიანგარიშებთ, 6-ის 30% არის 1,8.