If you're seeing this message, it means we're having trouble loading external resources on our website.

თუ ვებფილტრს იყენებთ, დარწმუნდით, რომ *.kastatic.org და *.kasandbox.org დომენები არ არის დაბლოკილი.

ძირითადი მასალა

პროცენტის პოვნა

პროცენტი ნიშნავს მეასედს.  გამოიყენეთ ეს ცოდნა ისეთი ამოცანების ამოსახსნელად, როგორიცაა, 16-ის რამდენი პროცენტია 4? შემქმნელია სალ ხანი.

გსურთ, შეუერთდეთ დისკუსიას?

პოსტები ჯერ არ არის.
გესმით ინგლისური? დააწკაპუნეთ აქ და გაეცანით განხილვას ხანის აკადემიის ინგლისურენოვან გვერდზე.

ვიდეოს აღწერა

მოდით, ცოტა ვივარჯიშოთ პროცენტების გამოთვლაზე. ვივარჯიშოთ პროცენტების გამოთვლაზე. ვთქვათ, ვნახოთ რამდენი პროცენტი არის... ვთქვათ, ვნახოთ. ვთქვათ, რომ 16-ის რამდენი პროცენტია ოთხი. მოდით, ასეთი ამოცანა იყოს. 16-ის რამდენი პროცენტი არის ოთხი? დავწეროთ: „16-ის რამდენი პროცენტია ოთხი?“ გირჩევთ დააპაუზოთ და ჯერ თქვენით სცადოთ. ესე იგი, როცა ვამბობთ 16-ის რამდენი პროცენტია ოთხი. ნუ, პროცენტი არის სხვა გზა იმის სათქმელად, თუ რა ნაწილია ოთხი 16-ის. ანუ, ჩვენ უბრალოდ უნდა ჩავწეროთ პროცენტის სახით. მეტი არაფერი არ არის განსხვავება ამაში. კარგი, როგორ გამოვსახოთ მაშინ ახლა ეს კითხვა? თუ რა ნაწილს შეადგენს... 16-ის რა ნაწილს შეადგენს ოთხი? ნუ, ცხადია, ეს იგივეა, რაც ოთხი მეთექვსმეტედი, არა? ოთხი მეთექვსმეტედი. რაც, თავის მხრივ, არის ერთი მეოთხედის ტოლი. ერთი მეოთხედის ტოლი. ესე იგი, 16-ის რამდენი ნაწილი არის ოთხი? ეს არის ერთი მეოთხედი. ოთხი არის 16-ის ერთი მეოთხედი ნაწილი. მაგრამ, ეს მაინც არ პასუხებს ჩვენს შეკითხვას. ჩვენ გვაინტერესებს 16-ის რამდენი პროცენტია ოთხი. ნუ, ეს რომ ჩავწეროთ პროცენტის სახით. სინამდვილეში, ჯერ ეს უნდა ჩავწეროთ, როგორც ათწილადი. ანუ, რაღაც მეასედი. და, შემდეგ, უნდა დავწეროთ, მივუწეროთ პროცენტის ნიშანი. ანუ, სიტყვა „cent“ თვითონ ნიშნავს „ასს“. და პროცენტი გულისხმობს, აი, „ასიდან რამდენი“. გვიჩვენებს, ესე იგი, „cent“ — „ასს“. და პროცენტი გვეუბნება ასიდან რამდენიო. რამდენიო. ასიდან რამდენი. კარგი, ესე იგი, კითხვის ნიშანი გაყოფილი ასზე იგივეა, რაც ერთი გაყოფილი ოთხზე. ანუ, თუ ოთხიდან ასზე გადავდივართ, როგორ უნდა გადავიდეთ ოთხიდან ასზე? უნდა გავამრავლოთ 25-ზე. ესე იგი, ერთიდან რომ გადავიდეთ, აი, ამ კითხვის ნიშანზე, ესეც მაშინ უნდა გამრავლდეს 25-ზე, ენა დამება. ერთი გამრავლებული 25-ზე გვექნება მრიცხველში. გამოდის, რომ 25 მეასედი იგივეა, რაც ერთი მეოთხედი. ანუ, სხვაგვარად რომ ვთქვათ, 25 მეასედი. ოცდახუთი მეასედი არის იგივე, რაც 25 პროცენტი. იმიტომ რომ შინაარსი პროცენტის სწორედ ესა, ასიდან რამდენი. ანუ, ესე იგი, 25 პროცენტი არის, ამ შემთხვევაში, პასუხი. მოდით, კიდევ რამდენიმე გზაც ვნახოთ. შეგვეძლო გვეთქვა, რომ ოთხი გაყოფილი 16-ზე. ოთხი გაყოფილი 16-ზე. მოდით გაყოფა შევასრულოთ საერთოდ. გადავიყვანოთ ეს ათწილადში. ადვილი არის საკმაოდ მერე ათწილადი პროცენტში რომ გადავიყვანოთ. მოდით, ვცადოთ ახლა ეს გაყოფის მეთოდით ამოვხსნათ. და, რა ათწილადსაც მივიღებთ, გადავიყვანოთ პროცენტებში. გავყოთ ოთხი 16-ზე. ნულჯერ მოთავსდება ოთხში. ამიტომ მივუწეროთ კიდევ ნულები ამ ოთხს. გამოვაკლოთ ჯერ, ცხადია. მივყვეთ წესებს. ისევ ოთხი დაგვრჩა. ნუ, ვაგრძელებთ გაყოფას. უბრალოდ, მივუწეროთ კიდევ ნულები ათწილადს ვიღებთ, ცხადია, ცალსახა. იმიტომ რომ პატარას ვყოფთ დიდზე. იმიტომ აქ დავსვათ ათწილადის წერტილი. და განვაგრძოთ საქმე. მოდი, ნულებსაც აქ მივუწერ. ესეც ნულები. ახლა, წერტილით ვხვდებით, რომ უკვე ვითვლით მეათედებს. შემდეგ მეასედები მოდის და ა.შ. კარგი. ნუ, იმედია, შორს არ მოგვიწევს წასვლა. ჩამოვიტანოთ შემდეგი ნული. 16 მოთავსდება 40-ში ორჯერ. ეს იქნება 32. 32 უნდა გამოვაკლოთ 40-ს მივიღებთ რვას. ჩამოგვაქვს კიდევ ნული. ჩამოგვაქვს ნული. და გვაქვს კითხვა: „რამდენჯერ მოთავსდება 16 80-ში?“ 16 80-ში მოთავსდება ხუთ ჯერ. თან ზუსტად მოთავსდება. ხუთჯერ 16 არის ზუსტად 80-ის ტოლი. და, თუ გამოვაკლებთ 80-ს 80-ს დაგვრჩება. ნუ, ნაშთი რა, მეტი აღარ დაგვრჩება გასაკეთებელი არაფერი. და, ესე იგი, მართლაც, ოთხი მეთექვსმეტედი იგივე ყოფილა, რაც 0,25, რაც იგივეა, რაც ოცდახუთი მეასედი. ეს უკვე ვთქვით, რომ 25 გაყოფილი 100 თუ გვაქვს, ეს არის ზუსტად იგივე, რაც 25 პროცენტი. ესეც ასე, საბოლოოდ, ნებისმიერი ვარიანტით ვიღებთ, რომ სწორი პასუხია 25 პროცენტი. (სუბტიტრები შექმნილია ამინ ალაზოვის დახმარებით)