ძირითადი მასალა
მეექვსე კლასი
კურსი: მეექვსე კლასი > თემა 3
გაკვეთილი 1: რა არის უარყოფითი რიცხვირა არის უარყოფითი რიცხვი
ვისწავლოთ, რა არის უარყოფითი რიცხვები და როგორ ავსახოთ ისინი რიცხვით ღერძზე.
აი, რიცხვითი ღერძი, რომელიც უკვე საკმაოდ ნაცნობი უნდა იყოს. ის იწყება 0-ით და შემდეგ აითვლება 1-ის ტოლი მონაკვეთებით:
ვიცით, რომ თუ ამ ღერძს მარჯვნივ გავუყვებით, შეგვხვდება 11, შემდეგ 12 და ასე შემდეგ.
მაგრამ რა მოხდება, თუ კი 0-იდან მარცხნივ გავუყვებით მას? მივიღებთ უარყოფით რიცხვებს! 0-ის მარცხნივ არის minus, 1, შემდეგ minus, 2, შემდეგ minus, 3 და ასე გრძელდება:
მოდით, ვივარჯიშოთ!
რისთვის გვჭირდება უარყოფითი რიცხვები?
უარყოფითი რიცხვები გვეხმარება ნულზე ნაკლები მნიშვნელობების გამოსახვაში.
მაგალითი:
როდესაც ტემპერატურა 0, degrees-ზე 8, degrees-ით ნაკლებია, იგი 0-ზე ნაკლებია. შეგვიძლია, ვთქვათ, რომ ტემპერატურა არის minus, 8, degrees.
უარყოფითის კიდევ რამდენიმე მაგალითი
გსურთ, შეუერთდეთ დისკუსიას?
- რა არის უარყოფითი რიცხვი?(1 მოწონება)
- უარყოფითი რიცხვი არის რიცხვით ღერძზე 0 მარცხენა მხარეს მდებარე წევრები.(2 მოწონება)