If you're seeing this message, it means we're having trouble loading external resources on our website.

თუ ვებფილტრს იყენებთ, დარწმუნდით, რომ *.kastatic.org და *.kasandbox.org დომენები არ არის დაბლოკილი.

ძირითადი მასალა

ათწილადები და წილადები რიცხვით ღერძზე

ჩვენ შევურევთ წილადების და ათწილადების გადატანას ერთიდაიგივე რიცხვით ღერძზე. ძალიან კარგი ვარჯიშია, რადგან უნდა იმოძრაოთ ძალდაუტანებლად ამ ორს შორის. შემქმნელია სალ ხანი და ტექნოლოგიისა და განათლების მონტერეის ინსტიტუტი.

გსურთ, შეუერთდეთ დისკუსიას?

პოსტები ჯერ არ არის.
გესმით ინგლისური? დააწკაპუნეთ აქ და გაეცანით განხილვას ხანის აკადემიის ინგლისურენოვან გვერდზე.

ვიდეოს აღწერა

ჩასვით რიცხვით ღერძზე შემდეგი რიცხვები. პირველი რიცხვი ხუთია. ის ნულიდან ხუთით არის დაშორებული. ხუთით მარჯვნივაა მისგან. შემდეგ გვაქვს 1/3. 1/3 არის 0–სა და 1–ს შორისაა ჩვენ შეგვიძლია, ეს მანძილი სამ ნაწილად გავყოთ. ეს იქნება ერთი მესამედი, ორი მესამედი და შემდეგ სამი მესამედი, ანუ, ერთი. გამოდის, ერთი მესამედი აქ უნდა იყოს. ის ერთ მესამედის ტოლ მანძილზეა ნულიდან ერთამდე. ეს ერთი მესამედია. ზუსტად აქ. ჩვენ აქ უარყოდითი 1.2-ც გვაქვს. ის -1 ზე მეტად უარყოფითია. აქ მინუს ერთი გვაქვს, შემდეგი წერტილი კი მარცხნივ, -2-ია. ანუ, ეს აქ იქნება. ეს არის უარყოფითი ერთი მთელი ორი. ნულის მოძენა მარტივია, ის ქვემოთაც არის მონიშნული. ხუთიც ასევე პირდაპირ იყო მონიშნული. ახლა კი, მინუს ორი მთელი ერთი მეოთხედი უნდა ვიპოვოთ. მინუს ორი აქ არის, ის კი, რადგან უფრო უარყოფითია, უფრო მარცხნივ უნდა იყოს. ასე რომ, ეს უარყოფითი ორია და შემდეგ ჩვენ მინუს სამამდე ერთ მეოთხედი მანძილით გადავაადგილდებით.. გამოდის, უარყოფითი ორი მთელი ერთი მეოთხედი აქ უნდა იყოს. და ბოლოს, ჩვენ 4.1 გვაქვს. 4 პირდაპირ აქ არის. ხოლო ეს რიცხვი ერთი მეათედით აღემატება ოთხს. ერთი მეათედით წავინაცვლოთ ხუთისკენ. გამოდის, ოთხი და ერთი მეათედი აი, აქ იქნება. 4.1. ამით ჩვენ მოვრჩით.