აღვნიშნოთ წერტილი
(6, -8) საკოორდინატო სიბრტყეზე. ეს არის საკოორდინატო სიბრტყე: ეს არის ჰორიზონტალური ღერძი ანუ x-ღერძი. ვერტიკალური ღერძი ანუ y-ღერძი არის აქ. და როცა გვაქვს
ამის მსგავსი კოორდინატთა წყვილი პირველი კოორდინატი არის x და მეორე კოორდინატია y. გვეუბნებიან, რომ x კოორდინატი ექვსია. ეს ნიშნავს, რომ
უნდა გადავთვალოთ ექვსი x-ღერძზე. მოდით გადავთვალოთ
ერთი, შემიძლია კიდეც დავწერო ერთი. შემდეგ გვექნება ორი აი აქ. შემდეგ 3, 4, 5 და შემდეგ მივედით ექვსთან x ღერძზე. დავიწყეთ საწყისი წერტილიდან (0,0)-დან, ეს არის დასაწყისი. შემდეგ გადავედით ექვსით მარჯვნივ, ეს არის ნაწილი, რომელიც შედის (6,8)-ში. ახლა კი y-ის კოორდინატია მინუს რვა. ეს ნიშნავს, რომ უნდა ჩავიდეთ
რვით ქვემოთ ვერტიკალური მიმართულებით. შეგვიძლია ვნახოთ აი აქ, ყოველ მეორე ერთეულს მოვნიშნავ. ეს არის ერთით ქვემოთ, ეს არის მინუს ორი ეს -3, ანუ -4 აქ არის. -5, -6, -7, -8. ანუ გადავედით
მარჯვნივ ექვსით და რვით ქვემოთ. გადავედით მარჯვნივ ექვსით და ქვემოთ 1, 2, 3, 4, 5, 6, 7 და 8-ით. და მოვედით აქ. ეს არის წერტილი (6, -8). ასეც შეგიძლიათ იმოძრაოთ. გადადიხართ ექვსით აქ. ვიქნებით ამ ხაზის გასწვრივ და შემდეგ შეგიძლიათ გაყვეთ
და y-კოორდინატია მინუს რვა ვიქნებით ამ ხაზის გასწვრივ. ადგილი, სადაც ისინი
იკვეთებიან ეს კოორდინატია. სხვანაირად რომ
გავაკეთოთ, გადავიდეთ ექვსით მარჯვნივ, ვიმოძრაოთ ამ x-ღერძის გასწვრივ და შემდეგ y-ღერძის
გასწვრივ ჩადით რვით ქვემოთ.