ძირითადი მასალა
მეექვსე კლასი
კურსი: მეექვსე კლასი > თემა 3
გაკვეთილი 6: მოდული- მოდულის მაგალითები
- შესავალი მოდულებში
- იპოვეთ მოდულები
- მოდულების შედარება
- შეადარეთ და დაალაგეთ მოდულები
- რიცხვით ღერძზე მოდულების განლაგება
- შეადარეთ მოდულები რიცხვით ღერძზე
- მოდულების უტოლობების ამოხსნების შემოწმება
- მოდულების შედარება: გამოწვევა
- აბსოლუტური მნიშვნელობის ინტერპრეტირება
- აბსოლუტური მნიშვნელობის ინტერპრეტირება
- მოდულის მიმოხილვა
© 2023 Khan Academyგამოყენების პირობებიკონფიდენციალურობის პოლიტიკაშენიშვნა ქუქი-ჩანაწერებზე
მოდულის მაგალითები
ისწავლეთ 5-ის, -10-ისა და 12-ის მოდულების პოვნა. შემქმნელია სალ ხანი და ტექნოლოგიისა და განათლების მონტერეის ინსტიტუტი.
გსურთ, შეუერთდეთ დისკუსიას?
პოსტები ჯერ არ არის.
ვიდეოს აღწერა
ვიპოვოთ x-ის მოდული, როდესაც x არის ხუთი,
მინუს ათი და მინუს თორმეტი. მოდულის დაწერის გზა უფრო რთულია ვიდრეს იმის, რაც ის სინამდვილეშია. მოდული რეალურად
არის მანძილი ნულიდან x-მდე ანუ, მანძილი ნულიდან. მოდი, აქ დავხატავ რიცხვით წრფეს. ნული აქ დავწეროთ. რადგან მანძილს ნულიდან ვიღებთ. მოდი, მოვიფიქროთ x-ის მოდული,
როდესაც x ხუთის ტოლია. მისი მოდული ხუთია. უბრალოდ x ხუთით ჩავანაცვლოთ. ხუთის მოდული არის
მანძილი ნულიდან ხუთამდე, ამგვარად, დაწერ: 1, 2, 3, 4, 5, ხუთი არის ხუთიდან ნულამდე. ამგვარად ხუთის მოდული არის ხუთი. ვფიქრობ, უკვე გესმის, რომ
ეს საკმაოდ ზუსტი კონცეფციაა. ახლა მოდით უფრო
საინტერესო რამ გავაკეთოთ. მინუს 10-ის მოდული ან x-ის მოდული, როდესაც
x მინუს 10-ის ტოლია. მოდით, უბრალოდ მინუს 10
ჩავსვათ x-ის ნაცვლად. ეს არის მანძილი ნულიდან მინუს 10-მდე. უბრალოდ დავთვალოთ:
-1, -2, -3, -4, -5, -6, -7, -8,- 9, -10. რიცხვითი ღერძი უნდა გავზარდო. ამგვარად, აქ არის მინუს 10. რამდენად შორს არის ის ნულიდან? მაშ, ეს არის 10 ნულიდან მარცხნივ. ამიტომ, აქ 10-ს დასვამ. ზოგადად, მოდული ყოველთვის
დადებითი რაოდენობის იქნება. თუ უბრალოდ
რიცხვების მოდულზე ფიქრობ, ეს რეალურად ამ რიცხვების
დადებითი ვერსია იქნება. მოდი, კიდევ ერთი გავაკეთოთ. კიდევ ერთი მაგალითის
განხილვას გვთხოვენ. x-ის მოდული, როდესაც
x მინუს 12-ის ტოლია. ამგვარად, მინუს 12-ის მოდული გვაქვს რიცხვითი წრფისთვის
შეხედვა არც არის აუცილებელი, უბრალოდ მინუს 12-ის
დადებითი ვერსია იქნება. ის უბრალოდ 12-ის ტოლია. და ეს გვიჩვენებს, რომ
მინუს 12 არის ნულიდან 12. შეგვიძლია, აქ დავხატოთ. ეს არის მინუს 11, მინუს 12 აი, აქ, ეს 0-დან 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9, 10, 11, 12-ის
მოშორებით იქნება.