If you're seeing this message, it means we're having trouble loading external resources on our website.

თუ ვებფილტრს იყენებთ, დარწმუნდით, რომ *.kastatic.org და *.kasandbox.org დომენები არ არის დაბლოკილი.

ძირითადი მასალა

უდიდესი საერთო გამყოფის მიმოხილვა

გაიხსენეთ უდიდესი საერთო გამყოფი (უსგ) და სცადეთ რამდენიმე სავარჯიშო.

რა არის უსგ?

უსგ ნიშნავს უდიდეს საერთო გამყოფს. ორი რიცხვის უდიდესი საერთო გამყოფი არის უდიდესი რიცხვი, რომელიც ორივე მათგანის გამყოფია.

უდიდესი საერთო გამყოფის პოვნა

ორი (ან მეტი!) რიცხვის უსგ–ს პოვნის ერთი გზა არის, ჩამოთვალო თითოეული რიცხვის ყველა მამრავლი და იპოვო უდიდესი, რომელიც საერთო აქვთ.
გინდათ, მეტი ისწავლოთ უდიდესი საერთო გამყოფების შესახებ? ნახეთ ეს ვიდეო.

მაგალითი: 12–ისა და 18–ის უსგ

12-ის გამყოფები: 1,2,3,4,6,12
18-ის გამყოფები: 1,2,3,6,9,18
1,2,3 და 6 12–ისა და 18–ის საერთო გამყოფებია. მათ შორის რომელია უდიდესი?
6 არის 12–ისა და 18–ის უდიდესი საერთო გამყოფი.
უსჯ(12,18)=6

ივარჯიშეთ

ამოცანა 1
რა არის 8–ისა და 14–ის უდიდესი საერთო გამყოფი?
სხვაგვარად ასე შეგვიძლია, ვთქვათ:
gcf(8,14)=?
  • თქვენი პასუხი უნდა იყოს
  • მთელი რიცხვი, როგორიცაა 6
  • გამარტივებული წესიერი წილადი, მაგალითად 3/5
  • გამარტივებული არაწესიერი წილადი, მაგალითად 7/4
  • შერეული რიცხვი, როგორიცაა 1 3/4
  • ზუსტი ათწილადი, მაგალითად 0.75
  • pi-ს ჯერადი, როგორიცაა 12 pi ან 2/3 pi

გინდათ, სცადოთ მეტი მსგავსი ამოცანა? ნახეთ ეს სავარჯიშო.

გსურთ, შეუერთდეთ დისკუსიას?

გესმით ინგლისური? დააწკაპუნეთ აქ და გაეცანით განხილვას ხანის აკადემიის ინგლისურენოვან გვერდზე.