ძირითადი მასალა
მეექვსე კლასი
კურსი: მეექვსე კლასი > თემა 6
გაკვეთილი 3: შეკრებისა და გამოკლების ერთსაფეხურიანი განტოლებები- შეკრებისა და გამოკლების ერთსაფეხურიანი განტოლებები
- ერთ ნაბიჯში ამოხსნადი გამოკლების მაგალითები
- შეკრებისა და გამოკლების ერთსაფეხურიანი განტოლებები
- შეკრებისა და გამოკლების ერთსაფეხურიანი განტოლებები
- ერთ ნაბიჯში ამოხსნადი მიმატებისა და გამოკლების მაგალითები: წილადები და ათწილადები
- ერთ ნაბიჯში ამოხსნადი მიმატებისა და გამოკლების მაგალითები: წილადები და ათწილადები
© 2023 Khan Academyგამოყენების პირობებიკონფიდენციალურობის პოლიტიკაშენიშვნა ქუქი-ჩანაწერებზე
ერთ ნაბიჯში ამოხსნადი გამოკლების მაგალითები
ისწავლეთ, როგორ ამოვხსნათ ეს განტოლება: a + 5 = 54 . შემქმნელია სალ ხანი.
გსურთ, შეუერთდეთ დისკუსიას?
პოსტები ჯერ არ არის.
ვიდეოს აღწერა
იპოვეთ a და შეამოწმეთ თქვენი პასუხი. მოცემული გვაქვს, რომ a პლუს
ხუთი უდრის 54-ს ეს გვეუბნება, რომ გვაქვს რაღაც რიცხვი,
რაღაც ცვლადი a, და თუ ამ ცვლადს ხუთს დავუმატებ
მივიღებ 54-ს. შეიძლება ამის ამოხსნა გონებაშიც შეგიძლიათ მაგრამ, ჩვენ მაინც უფრო
სისტემატურად გავაკეთებთ რადგან ეს დაგეხმარებათ, როცა უფრო
რთულ ამოცანებთან გექნებათ შეხება. ზოგადად, როცა გვაქვს ასეთი ტიპის განტოლება
გვჭირდება ცვლადი, გვჭირდება ეს a
განტოლების ერთ მხარეს გვსურს მისი იზოლირება. ის უვკე არის მარცხენა მხარეს, ამიტომ
სხვა ყველაფერი მოვაშოროთ მარცხენა მხარეს მის გარდა, მარცხნივ არის დადებითი ხუთიანი. პლუს ხუთის, ან დადებითი ხუთის მოსაშორებლად
ყველაზე კარგი ხერხი ხუთის გამოკლებაა ამიტომ გამოვაკლოთ ხუთი, მაგრამ გახსოვდეთ,
აქ მოცემული გვაქვს, "a პლუს 5 ტოლია 54" თუ გვსურს განტოლებამ კვლავ
შეინარჩუნოს ყველაფერი, რასაც განტოლების მარცხენა მხარეს ვასრულებთ, მარჯვენა
მხარეს მოქმედებები უნდა შევასრულოთ ამიტომ 54 მარჯვენა მხარესაც
უნდა გამოვაკლოთ ამრიგად გვაქვს, პლუს ხუთს მინუს ხუთი ეს უბრალოდ a-ს პლუს ნული იქნება, რადგან ვუმატეთ ხუთს და ვაკლებთ ხუთს
ისინი ერთმანეთ აბათილებენ ამრიგად, a პლუს ნული არის a შემდეგ კი, 54 მინუს ხუთი არის 49
და მოვრჩით ვიპოვეთ a-ს მნიშვნელობა
a უდრის 49-ს ახლა კი შევამოწმოთ. შემოწმება შეგვიძლია
განტოლებაში a-ს ადგილას 49-ის ჩასმით ამიტომ a პლუს ხუთი უდრის 54 ნაცვლად
ვნახოთ 49 პლუს ხუთი თუ უდრის 54-ს ამრიგად, უბრალოდ ვსვამთ მას განტოლებაში 49-ს პლუს, მოდი ამას ისეთივე
მწვანე ელფერს მივცემ, 49 პლუს ხუთი უდრის 54-ს, ვცდილობთ ეს შევამოწმოთ, 49 პლუს ხუთი უდრის 54-ს,
დიახ, მართლაც ასეა. ყველაფერი შემოწმებულია.