ძირითადი მასალა
მეექვსე კლასი
კურსი: მეექვსე კლასი > თემა 6
გაკვეთილი 7: ცვლადიანი უტოლობები: შესავალი- უტოლობის ამონახსნების შემოწმება
- უტოლობების ამონახსნების პასუხების შემოწმება (საბაზისო)
- უტოლობის ამონახსნების შემოწმება
- უტოლობების რიცხვით ღერძზე გადატანა
- უტოლობების რიცხვით ღერძზე გადატანის მაგალითი
- უტოლობა გრაფიკიდან
- უტოლობების რიცხვით ღერძზე გადატანა
- ამოცანები უტოლობებზე
- ამოცანები უტოლობებზე
- უტოლობების გრაფიკულად გამოსახვის მიმოხილვა
© 2023 Khan Academyგამოყენების პირობებიკონფიდენციალურობის პოლიტიკაშენიშვნა ქუქი-ჩანაწერებზე
უტოლობების რიცხვით ღერძზე გადატანის მაგალითი
ისწავლეთ, როგორ გამოსახოთ მარტივი უტოლობა რიცხვით ღერძზე. ამ ვიდეოში გამოყენებული მაგალითია x < 4. შემქმნელია სალ ხანი და ტექნოლოგიისა და განათლების მონტერეის ინსტიტუტი.
გსურთ, შეუერთდეთ დისკუსიას?
პოსტები ჯერ არ არის.
ვიდეოს აღწერა
გამოსახეთ გრაფიკულად x ნაკლებია ოთხზე. მოდით, დავხაზოთ რიცხვითი ღერძი. დავიწყებ ნულით, 1, 2, 3, 4, 5 და ახლა შეგვიძლია, ნულს ქვემოთ ჩამოვიდეთ -1, -2, -3, -4, შემიძლია, გავაგრძელო ახლა უნდა მოვნიშნოთ ყველა x,
რომელიც ნაკლებია ოთხზე. მაგრამ ოთხი არ უნდა ჩავთვალოთ. არ ვეუბნებიან, ნაკლებია ან ტოლი
ოთხზეო, აქ წერია: ნაკლებია ოთხზე და იმის საჩვენებლად,
რომ ოთხი არ შეგვყავს პასუხში, დახვატოთ წრეწირი ოთხის ირგვლივ. ეს გვიჩვენებს, რომ ოთხი არ შედის პასუხში. ოთხსაც რომ მივათვლიდეთ პასუხს, მაშინ აქ სავსე წერტილს დავხატავდით. იმის საჩვენებლად, რა რიცხვები შედის
პასუხში, გავაფერადოთ რიცხვითი ღერძი ოთხიდან ქვემოთ, აი, ასე. და ისარსაც გავაფერადებ. აი, ასე. ეს არის ყველა მნიშვნელობა,
რომელიც ნაკლებია ოთხზე შეგვიძლია, შევამოწმოთ. ავიღოთ ნებისმიერი რიცხვი ლურჯი ნაწილიდან მინუს ორი ნამდვილად ნაკლებია ოთხზე. თუ ავიღებთ მნიშვნელობას აი, აქედან,
მაგალითად, ორს, ორი ნაკლებია ოთხზე. ოთხი არ შედის პასუხში,
რადგან ოთხი არ არის ოთხზე ნაკლები. ის ოთხის ტოლია. ხუთიც არ შედის პასუხში,
რადგან ხუთი არ არის ოთხზე ნაკლები.