ძირითადი მასალა
მეექვსე კლასი
კურსი: მეექვსე კლასი > თემა 2
გაკვეთილი 9: მოქმედებათა თანმიმდევრობა- მოქმედებების თანმიმდევრობა: შესავალი
- მოქმედებათა თანმიმდევრობა (ხარისხების გარდა)
- მოქმედებების თანმიმდევრობის მაგალითები: ხარისხები
- მოქმედებათა თანმიმდევრობა
- მოქმედებების თანმიმდევრობის მაგალითი
- დამუშავებული მაგალითი: მოქმედებების მიმდევრობა (ფხგგმგ)
- მოქმედებების თანმიმდევრობის მაგალითი
- გამოწვევა მოქმედებათა თანმიმდევრობაზე
- მოქმედებების თანმიმდევრობის მიმოხილვა
© 2023 Khan Academyგამოყენების პირობებიკონფიდენციალურობის პოლიტიკაშენიშვნა ქუქი-ჩანაწერებზე
მოქმედებების თანმიმდევრობის მაგალითები: ხარისხები
როცა საქმე მოქმედებების თანმიმდევრობას ეხება, ხარისხები თითქმის ყველაზე ზემოთ არის მოქცეული. მოდი, ერთად გავაკეთოთ რამდენიმე მაგალითი. შემქმნელია სალ ხანი.
გსურთ, შეუერთდეთ დისკუსიას?
პოსტები ჯერ არ არის.
ვიდეოს აღწერა
მაქვს ექვსი განსხვავებული ამოცანა მინდა, შეაჩეროთ ვიდეო და სცადოთ გამოიანგარიშოთ თითოეული მათგანის მნიშვნელობა. როცა ვხედავთ ამის მსგავს რამეს უნდა გავიხსენოთ მოქმედებათა თანმიმდევრობა. გვაქვს 2-ჯერ 3 კვადრატში, და ჩვენ უნდა გავიხსენოთ, რომ პირველ რიგში
უნდა ვიფიქროთ ფრჩხილებზე. შემდეგ დავფიქრდეთ ხარისხებზე. შემდეგ გადავალთ გამრავლებასა და გაყოფაზე, შემდეგ ვიფიქრებთ გამრავლებასა და გაყოფაზე. და შემდეგ შეკრება და გამოკლებაზე. ამ მაგალითში არ არის ფრჩხილები, ამიტომ პირველად ვაკეთებთ ხარისხებს. გამოვიანგარიშებთ, რა არის 3 კვადრატში. 3-ჯერ 3 არის 9, ეს გახდება 2-ჯერ 9, რაც ტოლია 18-ის. ამას შევხედოთ და ეს ძალიან საინტერესოა, რადგან მათ აქვთ -- იგივე მაგალითს გავს, მაგრამ ახლა აქ არის ფრჩხილები. ფრჩხილების გამო, უნდა შევასრულოთ გამრავლება სანამ ავიყვანთ ხარისხში. 2-ჯერ 3 იქნება 6 და ამას ავიყვანთ მეორე ხარისხში. ეს არის 6-ჯერ 6, რაც ტოლია 36-ის. ახლა ამაზე ვიფიქროთ. გვინდა შევასრულოთ გამრავლება და გაყოფა პირველ რიგში. გვაქვს გაყოფა აქ. 81/9 იგივეა, რაც 81 გაყოფილი 9-ზე. და ეს იქნება 9. შემდეგ გვაქვს -- ეს გახდება 1-ს დამატებული 5-ჯერ 9. ახლა უნდა შევასრულოთ გამრავლება, სანამ შევასრულებთ შეკრებას, ჩვენ 5-ს გავამრავლებთ 9-ზე, რაც არის 45. ეს გახდება 1-ს დამატებული 45, რაც, რა თქმა უნდა, ტოლია 46-ის. ახლა ამოვხსნათ ეს. პირველად გავაკეთებთ ხარისხის მაჩვენებელს. 1 კვადრატში, ეს იქნება -- სხვა ფერით გავაკეთებ -- 1 კვადრატში იქნება 1-ის ტოლი. ეს იქნება ტოლი 1-ის. გაქვთ 2-ჯერ 4-ს დამატებული 1. რა უნდა გავაკეთოთ? პირველად უნდა შეკრიბოთ თუ უნდა გაამრავლოთ? გამრავლებას პრიორიტეტი აქვს შეკრებაზე, ანუ გააკეთებთ 2-ჯერ 4-ს პირველად, 2-ჯერ 4 არის 8, ანუ, გექნებათ 8-ს დამატებული 1, რაც ტოლია 9-ის. ახლა გაქვთ მსავსი მაგალითი, მაგრამ გაქვთ ფრჩხილები. ეს გაიძულებთ, შეასრულოთ ის,
რაც ფრჩხილებშია, სანამ აიყვანთ ხარისხში. მაგრამ ფრჩხილებში გვაქვს გამრავლება და შეკრება, და უნდა გავიხსენოთ, რომ პირველად ვასრულებთ გამრავლებას. უნდა შევასრულოთ 2-ჯერ 4 პირველად, ეს იქნება 8-ს დამატებული 1. მეორე ხარისხში. 8-ს დამატებული 1 არის 9, ეს არის 9 კვადრატში. 9 კვადრატში იგივეა, რაც 9-ჯერ 9, რაც ტოლია 81-ის. კიდევ ერთი გვაქვს აქ, რომელიც ამას გავს, მხოლოდ, აქ გვაქვს ფრჩხილები, რომელიც გვაიძულებს, ჯერ შევასრულოთ შეკრება. ფრჩხილების გარეშე, ჩვენ შევასრულებდით გამრავლებას და გაყოფას პირველად. მაგრამ აქ, ვხედავთ, რომ 1-ს დამატებული 5 არის 6, და შემდეგ გვაქვს ეს 81/9, რაც არის 9. ეს მარტივდება 6-ჯერ 9-მდე, რაც, რა თქმა უნდა, ტოლია 54-ის.