If you're seeing this message, it means we're having trouble loading external resources on our website.

თუ ვებფილტრს იყენებთ, დარწმუნდით, რომ *.kastatic.org და *.kasandbox.org დომენები არ არის დაბლოკილი.

ძირითადი მასალა
მიმდინარე დრო:0:00მთლიანი ხანგრძლივობა:4:27

ვიდეოს აღწერა

უნდა გავამარტივოთ: რვას პლუს ხუთჯერ ოთხს მინუს, ფრჩხილებში ექვსს პლუს ათი გაყოფილი ორზე და პლუს 44. ასეთ 'გიჟურ' გამოსახულებებს რომ ხედავთ, სადაც გვაქვს ფრჩხილები მიმატება, გამოკლება და გაყოფა, ყოველთვის უნდა გახსოვდეთ მოქმედებების თანმიმდევრობა. მოდით, აქ ჩამოვწერ. როდესაც მოქმედებების მიმდევრობას აწყობთ, ან აფასებთ გამოსახულებას, უნდა გახსოვდეთ, რომ პირველ რიგში ფრჩხილებს უნდა მივხედოთ. ფრჩხილები ეს ნიშნები აღნიშნავს ფრჩხილებს. ესენია ფრჩხილები. ფრჩხილები ყველაზე პრიორიტეტულია. შემდეგ გადავდივართ ხარისხებზე. ამ გამოსახულებაში ხარისხები არ გვაქვს. მომავლისთვის ჩაიწერეთ: ხარისხები. ფრჩხილები ყოველთვის პრიორიტეტულია, მაგრამ შემდეგ იწყება ოპერაციების სიჩქარის კლება, ოპერაციების სიჩქარის კლება. როდესაც სიჩქარეს ვახსენებ, ვგულისხმობ, რამდენად სწრაფად იზრდება ის. როცა რაღაც ხარისხში ამყავს, ის ძალიან სწრაფად იზრდება. გამრავლება-გაყოფის დროს უფრო ნელა იზრდება, ანუ შემდეგი გამრავლება ან გაყოფაა. ბოლოს კი მოდის მიმატება და გამოკლება - ისინი ყველაზე ნელი ოპერაციებია. ეს შედარებით სწრაფია, ეს კი ყველაზე სწრაფი მოქმედებაა. შემდეგ გვაქვს ფრჩხილები, ისინი მიუხედავად ყველაფრისა ყველაზე პრიორიტეტულია. გამოვიყენოთ აქ ეს ცოდნა. მოდით, გადმოვწერ გამოსახულებას. რვას პლუს ხუთჯერ ოთხს მინუს ფრჩხილებში ექვსს პლუს ათი გაყოფილი ორზე პლუს 44. პირველ რიგში ფრჩხილებში მოქმედებები შევასრულოთ. აქ და აქ გვაქვს ფრჩხილები. ეს ძალიან მარტივია. ფრჩხილებში რეალურად მოქმედებები არ გვაქვს, ამიტომ ეს შეგვიძლია აღვიქვათ, როგორც ხუთჯერ ოთხი, აქვე ამოვხსნათ ეს. რვას პლუს, თუ ამ ფრჩხილს ამოვხსნით, ხუთს მივიღებთ, აქ კიდევ ოთხს. გვერდიგვერდ გვაქვს ხუთი და ოთხი, ვამრავლებთ და ვიღებთ 20-ს. შესაბამისი ფერები უნდა გამოვიყენო. შემდეგი ფრჩხილი გავხსნათ. ამ ფრჩხილებში, პირველ რიგში ეს ამოვხსნათ. მოდით, აქ ფრჩხილს დავხურავ. შემდეგ პლუს 44 გვაქვს. რას უდრის ეს რაღაც? შეიძლება შეცდეთ და მარცხნიდან დაიწყოთ ამოხსნა. ექვს პლუს ათი 16-ია, ორზე გავყოფთ და რვას მივიღებთ. მაგრამ არ დაგავიწყდეთ მოქმედებების თანმიმდევრობა. ჯერ უნდა გავყოთ და შემდეგ შევკრიბოთ. მოდით, ასე ჩავწეროთ: კიდევ ერთი ფრჩხილი წარმოიდგინეთ, ამას იისფრად დავწერ. კიდევ ფრჩხილებს ვამატებთ აქ, რათა ხაზი გავუსვათ იმას, რომ ჯერ გაყოფას ვასრულებთ. ათი გაყოფილი ორზე ხუთია. მივიღებთ ექვსს პლუს ხუთს. ექვსს პლუს ხუთი, ეს გვაქვს ჯერ კიდევ ამოსახსნელი. რას უდრის ექვსს პლუს ხუთი? გამოდის 11. დაგვრჩა 20, მოდით, კიდევ დავწეროთ. რვას პლუს ოცს მინუს ექვსს პლუს ხუთი, ანუ 11, პლუს 44. ახლა უკვე შეგვიძლია, რომ მარცხნიდან მარჯვნივ მოვუყვეთ. რვას პლუს 20 არის 28. 28-ს მინუს 11-ს პლუს 44, 28-ს მინუს 11, 28-ს მინუს ათი იქნება 18, ანუ ეს იქნება 17. ეს იქნება 17-ს პლუს 44. 17-ს პლუს 44, ცოტა ჩამოვწევ დაფას. შვიდს პლუს 44 იქნება 51, ანუ ეს იქნება 61. ესეც ასე, მოვრჩით!