If you're seeing this message, it means we're having trouble loading external resources on our website.

თუ ვებფილტრს იყენებთ, დარწმუნდით, რომ *.kastatic.org და *.kasandbox.org დომენები არ არის დაბლოკილი.

ძირითადი მასალა

მეექვსე კლასი

კურსი: მეექვსე კლასი > თემა 2

გაკვეთილი 7: წილადების წილადებზე გაყოფა

მთელი რიცხვებისა და წილადების გაყოფა: მაისურები

მთელი რიცხვების გაყოფა წილადზე? შეცვალეთ პოზიცია და გაამრავლეთ წილადის შებრუნებულზე! ბუმ! შემქმნელია სალ ხანი და ტექნოლოგიისა და განათლების მონტერეის ინსტიტუტი.

ვიდეოს აღწერა

ბავშვის მაისურს სჭირდება 4/5 მეტრი ქსოვილი რამდენი მაისური შეიკერება 48 მეტრის სიგრძის ქსოვილით? გამოდის, უნდა გავიგოთ 48 მთელი მეტრიდან რამდენი 4/5 მეტრი გამოვა. 48 მეტრი 4/5 მეტრიან ჯგუფებად უნდა გავყოთ და ვნახოთ, რამდენი ჯგუფი გამოვა. (თითო ჯგუფში ერთი ბავშვის მაისურის სამყოფი მასალა იქნება) თუ 4/5 მეტრი ქსოვილი ჰყოფნის ერთ მაისურს, მაშინ მიღებული ჯგუფების და მაისურების რაოდენობა ტოლი იქნება. ვიცით, რომ წილადზე გაყოფა იგივე მის შებრუნებულზე გამრავლებაა. 4/5-ის შებრუნებული არის 5/4. თუ მთელი რიცხვის წილადზე გაყოფა გაბნევთ, გაიხსენეთ, რომ ნებისმიერ მთელი რიცხვი შეიძლება წილადის სახით ჩაიწეროს 48/1 გამრავლებული 5/4-ზე. დავიწყოთ გამრავლება. რამდენია 48-ჯერ 5 გაყოფილი 4-ზე? დიდი რიცხვი გამოვა და მისი გაყოფა გაგვიჭირდება, ამიტომ, სჯობს, ახლავე შევკვეცოთ. შეგვიძლია მრიცხველი და მნიშვნელი ოთხზე შევკვეცოთ. ან შეგვიძლია 48-ჯერ ხუთი გავყოთ ოთხზე. მაგრამ პირველი ვარიანტი უფრო მარტივი ჩანს. 48 გავყოთ ოთხზე, მივიღებთ 12-ს. და იგივე უნდა გავაკეთოთ მნიშვნელშიც. ოთხი გაყოფილი ოთხზე არის ერთი. დარჩება 12-ჯერ ხუთი, რაც 60-ის ტოლია. 12-ჯერ 5 გაყოფილი 1-ზე არის 60/1, ანუ 60. ესე იგი, 48 მეტრიდან 60 ბავშვის მაისური გამოვა, თუ თითოზე 4/5 მეტრს გამოვიყენებთ.