დავთვალოთ, რას უდრის
2/5 გაყოფილი 7/3-ზე, მე გირჩევთ დააპაუზოთ
ეს ვიდეო და შეეცადოთ ამის დამოუკიდებლად დათვლა. ჩვენ უნდა გავიხსენოთ, რომ ეს არის იგივე რაც
2/5 გამრავლებული 7/3-ის
შებრუნებულზე, ანუ 3/7-ზე ხოლო შემდგომ, ორი წილადის
გამრავლება საკმაოდ მარტივი საქმეა. ეს იქნება მრიცხველების და მნიშვენელების ცალ-ცალკე გამრავლების ტოლი. ორჯერ სამი შეფარდებული
მნიშვნელების ნამრავლზე, შეფარდებული ხუთჯერ შვიდზე --
ვცდილობ ფერები კარგად დავანაწილო -- რაც რა თქმა უნდა უდრის...
ორჯერ სამი უდრის ექვსს. ხოლო ხუთჯერ შვიდი --
სხვა ფერში გავაკეთებ ამას ლურჯი ჯერ არ გამომიყენებია --
ხუთხერ შვიდი უდრის 35-ს. პასუხია 6/35.