ძირითადი მასალა
მეექვსე კლასი
კურსი: მეექვსე კლასი > თემა 2
გაკვეთილი 6: ათწილადების გაყოფა- მთელი რიცხვის გაყოფა ათწილადის მისაღებად
- მთელი რიცხვების გაყოფა (მაგალითად, 56÷35) ათწილადების მისაღებად
- ათწილადის მთელ რიცხვზე გაყოფა
- მთელი რიცხვის ათწილადზე გაყოფა
- ათწილადების გაყოფა ასეულებამდე
- ათწილადების ქვეშმიწერით გაყოფა
- ათწილადების ქვეშმიწერით გაყოფა
- ათწილადების გაყოფა: მეასედები
- მრავალნიშნა ათწილადებზე გაყოფა
- ათწილადების გაყოფა: მეათასედები
© 2023 Khan Academyგამოყენების პირობებიკონფიდენციალურობის პოლიტიკაშენიშვნა ქუქი-ჩანაწერებზე
მთელი რიცხვის გაყოფა ათწილადის მისაღებად
სალი ყოფს 63÷35. შემქმნელია სალ ხანი.
გსურთ, შეუერთდეთ დისკუსიას?
პოსტები ჯერ არ არის.
ვიდეოს აღწერა
ავიღოთ 63 და გავყოთ ის ოცდათხუთმეტზე. პირველად რაც შეგვიძლია ვთქვათ არის, რომ 35 არ მოთავსდება ექვსში. ის მოთავსდება სამოცდასამში. მოთავსდება სამოცდასამში ერთხელ, რადგან ორჯერ 35 არის 70. ეს ძალიან ბევრია. მოთავსდება ერთხელ. მოდით, დავწერ ამას. ერთჯერ 35 არის 35. შემდეგ თუ უნდა გამოვაკლოთ შეგვიძლია, გადავაჯგუფოთ აქ, შეგვიძლია, ავიღოთ 10 სამოციდან, გახდება 50 10 დავუმატოთ სამს, ეს გახდება 13. ცამეტს გამოკლებული 5 არის 8. ხუთს გამოკლებული 3 არის 2. შეგიძლიათ, უბრალოდ თქვათ, 63 გაყოფილი 35-ზე მოდით, ჩავწერ ამას. შეგიძლიათ, თქვათ, 63 გაყოფილი ოცდათხუთმეტზე არის ერთის ტოლი და ნაშთია 28. 1 და ნაშთი 28. მაგრამ ეს არ არის დამაკმაყოფილებელი. ვიცით, რომ სწორი პასუხი იქნება 1 მთელი რაღაც, რაღაც, რაღაც. რაც მჭირდება, არის გაყოფის გაგრძელება. მინდა, ეს მთლიანად გავყო და ვნახო, რა ტიპის ათწილადს მივიღებ სინამდვილეში. ამის გასაკეთებლად, არსებითად მჭირდება ათწილადის დამატება აქ და ქვემოთ ჩამოტანა ათწილადის თანრიგის მარჯვნივ. 63 ზუსტად იგივეა, რაც 63,0. შემიძლია, იმდენი 0 დავამატო რამდენის დამატებაც აქ მინდა. რაც შეგვიძლია გავაკეთოთ, უნდა დავრწმუნდეთ რომ ეს ათწილადი აი, აქ, და ახლა შეგვიძლია ეს 0 ქვემოთ ჩამოვიტანოთ ათეულების ადგილიდან აი, აქ. ჩამოვიტანოთ 0 და ვიკითხოთ, რამდეჯერ მოთავსდება 35 ორას ოთხმოცში? და როგორც ყოველთვის, ეს არის ხელოვნება, როცა თქვენ ყოფთ ორნიშნა რიცხვს სამნიშნა რიცხვზე. ვნახოთ, ეს ნამდვილად უნდა იყოს-- როგორ ვთქვა-- ე.ი. ორმოცი მოთავსდება ორას ოთხმოცში შვიდჯერ. 30 მოთავსდება ორას ოთხმოცში ცხრაჯერ. ეს იქნება შვიდსა და ცხრას შორის, ვცადოთ 8. ვნახოთ ოცდათხუთმეტჯერ 8 რა არის. 35 გამრავლებული რვაზე. ხუთჯერ 8 არის 40, სამჯერ 8 არის 24, დამატებული 4 არის 28. სინამდვილეში ეს კარგად გამოვიდა. გამოდის, რომ 35 მოთავსდება ორას ოთხმოცში ზუსტად რვაჯერ. რვაჯერ 5, უკვე გამოვიანგარიშეთ. რვაჯერ 35 არის ზუსტად 280, და არანაირი ნაშთი აღარ გვაქვს. აღარ გვჭირდება მეტი 0 ჩამოვიტანოთ ახლა ზუსტად ვიცით, რომ 63 გაყოფილი 35-ზე არის ტოლი ზუტსად 1,8-ის.