If you're seeing this message, it means we're having trouble loading external resources on our website.

თუ ვებფილტრს იყენებთ, დარწმუნდით, რომ *.kastatic.org და *.kasandbox.org დომენები არ არის დაბლოკილი.

ძირითადი მასალა

მეექვსე კლასი

კურსი: მეექვსე კლასი > თემა 2

გაკვეთილი 6: ათწილადების გაყოფა

მთელი რიცხვის ათწილადზე გაყოფა

მთელი რიცხვის ათწილადზე გაყოფისას, ათწილადი უნდა გადააქციოთ მთელ რიცხვად. როგორ? ახლავე გაჩვენებთ. შემქმნელია სალ ხანი.

გსურთ, შეუერთდეთ დისკუსიას?

პოსტები ჯერ არ არის.
გესმით ინგლისური? დააწკაპუნეთ აქ და გაეცანით განხილვას ხანის აკადემიის ინგლისურენოვან გვერდზე.

ვიდეოს აღწერა

518 გავყოთ 0,7-ზე. ჩვენ მთელ რიცხვს ვყოფთ ათწილადზე. ამის ჩაწერა ასეთი სახითაც შეგვიძლია, 518 გაყოფილი 0,7-ზე. რადგან ათწილადზე ვყოფთ, გადავაქციოთ ის მთელ რიცხვად. მთელ რიცხვად გადაქცევის საუკეთესო გზა არის მისი გამრავლება ათზე. ეს ნიშნავს ათწილადის წერტილის გადატანას მარჯვნივ. ეს გახდება 7. მხოლოდ გასაყოფს ვერ მოვექცევით ასე. იგივე უნდა გავაკეთოთ 518-თანაც. მნიშვნელობა რომ არ შეიცვალოს. ორივე რიცხვი უნდა გავამრავლოთ ათზე. 0,7-ის ათწილადის წერტილს თუ გადავიტანთ მარჯვნივ ის რომ გადაიქცეს შვიდად, 518-ის ათწილადის წერტილიც უნდა გადავიტანოთ მარჯვნივ. ალბათ, ამბობთ, "ვერ ვხედავ ათწილადის წერტილს 518-თან" მაგრამ არის, უბრალოდ მისი დაწერა არ არის საჭირო, რადგან 518 არის მთელი და მას შეგიძლიათ, იმდენი 0 დაუწეროთ, რამდენიც მოგინდებათ. ასე რომ, თუ გადავანაცვლებთ ათწილადის წერტილს მარჯვნივ ეს გახდება 5180. რეალურად ვამბობთ, რომ 518 გაყოფილი 0,7 არის იგივე, რაც 5180 გაყოფილი შვიდზე. ყურადღება მიაქცით, ათწილადის წერტილი გადავიტანეთ მარჯვნივ, რადგან ორივე რიცხვი გავამრავლეთ ათზე, რაც არ შეცვლის ათწილადის საერთო მნიშვნელობას. შეგიძლიათ, მეორენაირადაც იფიქროთ, თუ ამის წილადის სახით ჩაწერა გინდათ, ეს არის იგივე, რაც 518 შეფარდებული 0,7-თან. მრიცხველსა და მნიშვნელს ამრავლებთ ათზე და მიიღებთ 5180 შეფარდებული შვიდთან. -- გავასუფთავოთ, რომ გავიხენოთ, რა გავაკეთეთ -- ათწილადის წერტილი გადავიტანეთ მარჯვნივ. ახლა გვაქვს უბრალოდ 7, ათწილადის წერტილი არის აქ. -- ათწილადის წერტილის დაწერა აღარც გვინდა, რადგან მაშინ 7,0 უნდა წარმოვიდგინოთ, ამიტომ, დავწეროთ მხოლოდ 7. 518-ის ათწილადის წერტილი არის აქ და გვაქვს 5180. -- გავზარდოთ ეს ნიშანი. -- ეს არის ქვეშმიწერით გაყოფის მაგალითი. რამდენჯერ მოთავსდება 7 ხუთში? მოთავსდება ნულჯერ. დავიწყოთ იმით, რომ 7 არ მოთავსდება ხუთში, ის მოთავსდება 51-ში. შვიდჯერ 7 არის 49, ასე რომ, მოთავსდება შვიდჯერ. შვიდჯერ 7 არის 49, გამოვაკლოთ, 51-ს გამოკლებული 49 არის 2. ახლა შეგვიძლია, ჩამოვიტანოთ 8. 7 მოთავსდება 28-ში ოთხჯერ. ოთხჯერ 7 არის 28. გამოაკელით და მიიღეთ 0. ჩამოგვაქვს შემდეგი 0. ათწილადის წერტილამდე უნდა მივიდეთ. ათწილადის წერტილი შეგვიძლია ზემოთაც დასვათ, რომ არ აგერიოთ თანრიგი. 7 მოთავსდება ორმოცდათერთმეტში, 7 დავწერე 51-ის ერთიანის თავზე. 7 მოთავსება ოცდარვაში -- -- 4 დავსვი რვიანის თავზე, ერთეულის ადგილზე. ახლა ვიკითხოთ, რამდენჯერ მოთავსდება ნულში? ნულში 7 მოთავსდება ნულჯერ, ნულჯერ 7 არის 0. გამოაკელით და აღარ გაქვთ ნაშთი. შეგიძლიათ, ასე განაგრძოთ და მივიღებთ ისევ ნულებს. ვხედავთ, რომ ეს 740-ს უდრის.