If you're seeing this message, it means we're having trouble loading external resources on our website.

თუ ვებფილტრს იყენებთ, დარწმუნდით, რომ *.kastatic.org და *.kasandbox.org დომენები არ არის დაბლოკილი.

ძირითადი მასალა

მეექვსე კლასი

კურსი: მეექვსე კლასი > თემა 2

გაკვეთილი 6: ათწილადების გაყოფა

ათწილადის მთელ რიცხვზე გაყოფა

სალი გვიჩვენებს, როგორ განვსაზღვროთ მძიმის ადგილმდებარეობა, როცა ათწილადს მთელ რიცხვზე ვყოფთ. შემქმნელია სალ ხანი.

გსურთ, შეუერთდეთ დისკუსიას?

პოსტები ჯერ არ არის.
გესმით ინგლისური? დააწკაპუნეთ აქ და გაეცანით განხილვას ხანის აკადემიის ინგლისურენოვან გვერდზე.

ვიდეოს აღწერა

მოდით, ვნახოთ, თუ შევძლებთ 5.005-ის გაყოფას -- მოდით გავყოთ 7-ზე და ვნახოთ, რას მივიღებთ. დავწეროთ, როგორც 5.005 გაყოფილი 7-ზე. მთავარია, ყურადღება მივაქციოთ ათწილადს. სხვამხრივ, ამას ვეპყრობით, როგორც ჩვეულებრივ ამოცანას გაყოფაზე. ათწილადი უნდა მოვათავსოთ ერთეულების ადგილიდან მარჯვნივ. აი, აქ, მარჯვნივ. აქ დავწერე ათწილადი ათწილადის თავზე. და შემდგომ მივეპყობით ისევე, როგორც ჩვეულებრივ ამოცანას გაყოფაზე. რამდენჯერ ჩაეტევა 7 5-ში? 5-ში ეტევა 0-ჯერ. შეგვიძლია, დავწეროთ 0-ჯერ 7 არის 0. მოდით, გავაკთოთ, იმისათვის რომ თვალსაჩინო იყოს, როგორ მუშაობს. 0-ჯერ 7 არის 0. გამოვაკლოთ და მივიღებთ 5-ს. მიიღებთ 5-ს. გადავდივართ 5-ზე და ქვევით ჩამოგვაქვს 0. ჩამოვიტანეთ 0. ახლა ვიკითხოთ, რამდენჯერ 7 50-ში? 7-ჯერ 7 არის 49, ეს იგი, ჩაეტევა შვიდჯერ. 7-ჯერ 7 არის 49. გამოვაკლოთ, ვიღებთ 1-ს. ახლა შეგვიძლია, ჩამოვიტანოთ კიდევ ერთი 0. მოდით, გავაგრძელოთ. ჩამოვიტანეთ 0. 7 ეტევა 10-ში ერთხელ. 1 გამრავლებული 7-ზე არის 7. გამოვაკლოთ, ვიღებთ 3-ს. და საბოლოოდ ჩამოგვაქვს კიდევ 5. ჩამოვიტანოთ 5. რამდენჯერ ეტევა 7 35 ში? 5-ჯერ 7 არის 35. ეტევა 5-ჯერ. 5-ჯერ 7 არის 35. გამოვაკლოთ და მოვრჩით. მთლიანად გავყავით. ესე იგი, 5.005 გაყოფილი 7-ზე არის 0.715.