If you're seeing this message, it means we're having trouble loading external resources on our website.

თუ ვებფილტრს იყენებთ, დარწმუნდით, რომ *.kastatic.org და *.kasandbox.org დომენები არ არის დაბლოკილი.

ძირითადი მასალა
მიმდინარე დრო:0:00მთლიანი ხანგრძლივობა:2:19

ვიდეოს აღწერა

ლეოს აქვს 4522.08 ლარი ბანკის ანგარიშზე. მან შეიტანა ანაბარი კიდევ 875.50 ლარი და შემდეგ, იღებს 300 ლარს ნაღდი ფულით. რამდენი დარჩა მის ანგარიშზე? მან დაიწყო 4522.08 ლარით. მოდით, დავწეროთ. 4522 ლარი და 08 ცენტი. შემდეგ, შეაქვს ან ამატებს კიდევ 875.50 ლარს. ის აპირებს, დაამტოს 875.50 ლარი. როდესაც შეგაქვთ ანაბარი ანგარიშზე, თქვენ დებთ რაღაცას ანგარიშზე, ანუ, ამატებთ ანგარიშზე. იმის შემდეგ, რაც დაამატებს 875.50 ლარს, რამდენი ექნება? დავბრუნდეთ ცენტის ადგილზე ან შევხედოთ ამას, როგორც მეასედს. ერთი ცენტი არის ლარის ერთი მეასედი. შევცვლი ფერებს. გვაქვს რვას დამატებული 0 არის 8. ნულს დამატებული 5 არის 5. გვაქვს ათწილადის წერტილი, აი, აქ. ორს დამატებული 5 არის 7. ორს დამატებული 7 არის 9. ხუთს დამატებული 8 არის 13. ჩამოვიტანოთ 3 ქვემოთ და დავაჯგუფოთ 1 ან გადავიტანოთ 1. ერთს დამატებული 4 არის 5. 875.50 ლარიანი ანაბრის შემდეგ, მას აქვს 5397.58 ლარი. იღეს 300 ლარის ნაღდ ფულს ანუ გამოაქვს 300 ლარი. ასე რომ, ჩვენ უნდა გამოვაკლოთ ეს. იღებს 300 ლარს, -- დავამატებ ნულებს ბოლოში, ათწილადის წერტილის შემდეგ -- 300 ლარი იგივეა, რაც 300.00 ლარი და ნული ცენტი. და შემდეგ, გამოვაკლებთ. რვას გამოკლებული 0 არის 8. ხუთს გამოკლებული 0 არის 5. ჩვენ აქ გვაქვს ათწილადის წერტილი. შვიდს გამოკლებული 0 არის 7. ცხრას გამოკლებული 0 არის 9. სამს გამოკლებული 3 არის 0 და შემდეგ, ხუთს გამოკლებული არაფერი არის 5. მას დარჩა, მის ანგარიშზე, 5097,58 ლარი.