ძირითადი მასალა
მეშვიდე კლასი
კურსი: მეშვიდე კლასი > თემა 5
გაკვეთილი 2: განრიგებადობის კანონი და ტოლფასი გამოსახულებები- განრიგებადობის კანონი ცვლადებთან ერთად
- მამრავლებად დაშლა განრიგებადობის კანონით
- განრიგებადობის კანონი ცვლადებით (უარყოფითი რიცხვები)
- ტოლფასი გამოსახულებები: უარყოფითი რიცხვები და ფრჩხილების გახსნა
- ტოლფასი გამოსახულებები: უარყოფითი რიცხვები და ფრჩხილების გახსნა
© 2023 Khan Academyგამოყენების პირობებიკონფიდენციალურობის პოლიტიკაშენიშვნა ქუქი-ჩანაწერებზე
განრიგებადობის კანონი ცვლადებთან ერთად
ისწავლეთ, როგორ გამოვიყენოთ განრიგებადობის კანონი, რომ გავიტანოთ ფრჩხილებს გარეთ უდიდესი საერთო გამყოფი ისეთი ალგებრული გამოსახულებიდან, როგორიცაა 2+4x.
გსურთ, შეუერთდეთ დისკუსიას?
პოსტები ჯერ არ არის.
ვიდეოს აღწერა
ალბათ, უკვე იცი, თუ რა არის
მამრავლი მაგალითად, ავიღოთ რიცხვი 12 12 არის ორისა და ექვსის ნამრავლი
ორჯერ ექვსი უდრის 12-ს ამიტომ, შეგვიძლია, ვთქვათ, რომ ორი არის
12-ის მამრავლი ასევე, ექვსიც არის 12-ის მამრავლი
ორისა და ექვსის ნამრავლი უდრის 12-ს ასევე, შეგვიძლია, ვთქვათ, რომ ორჯერ ექვსი
არის 12-ის დაშლილი ფორმა 12 დავშალეთ რიცხვებად, რომელთა ნამრავლიც
12-ის ტოლია ალბათ, ასევე, გახსოვს მარტივ მამრავლებად
დაშლა ამ დროს რიცხვს შლი ისეთ მამრავლებად,
რომელთაგან ყველა მარტივი რიცხვია მაგალითად, აქ ექვსს დაშლიდი ორად და სამად
და მიიღებდი: ორჯერ ორჯერ სამი უდრის ექვსს ეს გამოსახულება იქნება 12-ის მარტივად
დაშლილი ფორმა ეს ციფრები არის 12-ის მარტივი მამრავლები მამრავლები არიან რიცხვები, რომელთა
ნამრავლიც თავდაპირველ რიცხვს უდრის დაშლილი ფორმა კი არის გამოსახულება,
რომელიც ტოლია თავდაპირველი რიცხვის ამ ვიდეოში ვეცდებით, ეს აზრი ალგებრაშიც
ჩავრთოთ ავიღოთ ასეთი გამოსახულება:
ორს პლუს ოთხი x შეგვიძლია თუ არა,
რომ ეს გამოსახულება გამოვსახოთ როგორც ორი რიცხვის ან ორი გამოსახულების,
ან რიცხვისა და გამოსახულების ნამრავლი? ამ გამოსახულების ჩაწერა შეგვიძლია ასეც:
ორი გამრავლებული ერთს პლუს ორ x-ზე შეგიძლია, შეამოწმო, რომ ეს მართლაც უდრის
ორს პლუს ოთხ x-ს ორჯერ ერთი უდრის ორს, ორჯერ ოთხი x
კი უდრის ოთხ x-ს ეს გამოსახულება არის ორს პლუს ოთხი x
დაშლილი მამრავლებად ასევე, ამბობენ ხოლმე, რომ ორი ამ
შემთხვევაში ფრჩხილებს გარეთ გავიტანეთ ისიც მართალია, რომ ერთს პლუს ორი x
გავიტანეთ ფრხილებს გარეთ ეს გამოსახულება დავშალეთ ორ მამრავლად გავაკეთოთ კიდევ რამდენიმე მაგალითი ავიღოთ ასეთი გამოსახულება:
ექვს x-ს პლუს 30 ჯერ ასე შევხედოთ: შეგვიძლია თუ არა
ორივე ელემენტის ისე დაშლა, რომ საერთო მამრავლი ჰქონდეთ? მაგალითად, ექვსი x პირდაპირ აღნიშნავს
ექვსს გამრავლებულს x-ზე 30-იც იყოფა ექვსზე, შეგვიძლია, ჩავწეროთ
ექვსი გამრავლებული ხუთზე 30 იგივეა, რაც ექვსჯერ ხუთი როგორც ვხედავთ, შეგვიძლია ექვსის ფრჩხილებს
გარეთ გატანა ეს არის გადამრავლების საპირისპირო,
ექვსის ფრჩხილებს გარეთ გატანით მივიღებთ: ექვსი გამრავლებული--
ექვსს თუ გავიტანთ აქედან, დაგვრჩება x ხოლო თუ აქედანაც გავიტანთ ექვსს, დაგვრჩება
პლუს ხუთი ექვს x-ს პლუს 30 რომ დავშალოთ მამრავლებად იქნება ექვსი გამრავლებული x-ს პლუს ხუთზე ექვსი რომ გადაამრავლო ამ გამოსახულებაზე,
ისევ მიიღებ ექვს x-ს პლუს 30-ს გავაკეთოთ სხვა, უფრო საინტერესო მაგალითიც
სადაც წილადის დაშლა მოგვიწევს დავუშვათ, გვაქვს:
1/2-ს მინუს 3/2 x როგორ დავშალოთ ეს გამოსახულება
მამრავლებად? ჯერ დააპაუზე ვიდეო და შენით სცადე
ამის გაკეთება დაგეხმარები კიდევაც: სცადე
1/2-ის ფრჩხილებს გარეთ გატანა თუ გვინდა 1/2-ის ფრჩხილებს გარეთ გატანა,
მაშინ ეს ელემენტი ჩავწეროთ, როგორც 1/2 გამრავლებული ერთზე მეორე ელემენტი კი ჩავწეროთ, როგორც
1/2 გამრავლებული სამ x-ზე 3/2 x იგივეა, რაც სამი x გაყოფილი ორზე, ან
სამი x გამრავლებული 1/2-ზე აქედან შეგვიძლია 1/2-ის ფრჩხილებს გარეთ
გატანა მივიღებთ:
1/2 გამრავლებული ერთს მინუს სამ x-ზე ასევე, შეგიძლია, ამ ორივე ელემენტს შეხედო
როგორც ნამრავლებს, რომლებიც 1/2-ს შეიცავენ ამიტომ, შემიძლია, რომ თითოეული ეს ელემენტი
1/2-ზე გავყო 1/2 გაყოფილი 1/2-ზე იქნება ერთი
3/2 გაყოფილი 1/2-ზე კი იქნება სამი თითქოს ამ ელემენტებს მოვაშორე
1/2 იმედია, მიხვდით, თუ რას ნიშნავს
გამოსახულების მამრავლებად დაშლა შეგვიძლია, უფრო აბსტრაქტული მაგალითი
განვიხილოთ, მაგალითად ax-ს მინუს ay როგორ დავშალო ეს მამრავლებად?
ორივე ელემენტი არის ნამრავლი, რომელიც a-ს შეიცავს ამიტომ, ამის გადაწერა შეგვიძლია, როგორც
a გამრავლებული x-ს მინუს y-ზე ამას ქვია a-ს ფრჩხილებიდან გატანა a რომ გადაგემრავლებინა ამ გამოსახულებაზე,
ისევ ax-ს მინუს ay-ს მიიღებდი