If you're seeing this message, it means we're having trouble loading external resources on our website.

თუ ვებფილტრს იყენებთ, დარწმუნდით, რომ *.kastatic.org და *.kasandbox.org დომენები არ არის დაბლოკილი.

ძირითადი მასალა

კურსი: მეშვიდე კლასი > თემა 4

გაკვეთილი 4: პროპორციული კავშირების განსაზღვრა

პროპორციული დამოკიდებულებები: შესავალი

სალი გვაცნობს პროპორციული დამოკიდებულებების იდეას მნიშვნელობების ცხრილის დახმარებით.

გსურთ, შეუერთდეთ დისკუსიას?

პოსტები ჯერ არ არის.
გესმით ინგლისური? დააწკაპუნეთ აქ და გაეცანით განხილვას ხანის აკადემიის ინგლისურენოვან გვერდზე.

ვიდეოს აღწერა

ამ ვიდეოში მინდა, გავეცნოთ ცნებას "პროპორციული დამოკიდებულება". პროპორციული დამოკიდებულება ორ ცვლადს შორის არის უბრალოდ დამოკიდებულება, როცა თანაფარდობა ორ ცვლადს შორის ყოველთვის ერთი და იგივე იქნება. მოდით, ამ დამოკიდებულების მაგალითს შევხედოთ. ვთქვთ, გვინდა, ვნახოთ დამოკიდებულება x-სა და y-ს შორის. ვთქვათ, როცა x არის ერთი, y არის სამი; როცა x არის ორი, y არის ექვსი; და როცა x არის ცხრა, y არის 27; ეს არის პროპორციული დამოკიდებულება. რატომ? იმიტომ, რომ თანაფარდობა y-სა და x-ს შორის ყოველთვის ერთნაირია, ანუ, თანაფარდობა y-სა და x-ს შორის ან თანაფარდობა x-სა და y-ს შორის ყოველთვის ერთი და იგივეა. მაგალითად, y-ის x-თან თანაფარდობა ყოველთვის იქნება, ვთქვათ, სამი ერთთან, ანუ სამი, ან ექვსი შეფარდებული ორთან, რაც ასევე სამია, ან 27 შეფარდებული ცხრასთან, რაც ასევე სამია, ანუ ხედავთ, რომ y შეფარდებული x-თან ყოველთვის სამის ტოლია, ყოველი შემთხვევისთვის, ამ ცხრილის მიხედვით. ანუ იმ მონაცემების მიხედვით, რაც ვნახეთ. აქ ჩანს, რომ y-სა და x-ს შორის პროპორციული დამოკიდებულება გვაქვს. ესე იგი, ეს არის პროცპორიული. რა არის არაპროპორციული დამოკიდებულებების მაგალითი? მათი აწყობა საკმაოდ მარტივია. ვთქვათ, გვაქვს a... ორი სხვადასხვა ცვლადით უნდა გავაკეთოთ, ვთქვათ, გვაქვს a და b ...a და b და ვთქვათ, რომ როცა a არის ერთი, b არის სამი, როცა a არის ორი, b არის ექვსი და როცა a არის 10, b არის 35. აქ შეიძლება თქვათ: "შეხედეთ, როცა a არის 1, b არის სამი, ანუ b-ს a-სთან შეფარდება არის... როცა b სამია, a არის ერთი, როცა a არის ერთი, b არის სამი, ანუ სამი ერთთან და იგივეა, როცა b არის ექვსი და a არის ორი, ან როცა a არის ორი, b არის ექვსი, ანუ ექვსი ორთან ანუ ეს თანაფარდობები თითქოს ერთნაირია, ორივე სამია, მაგრამ, უეცრად, აქ თანაფარდობა სხვაა! ეს არ უდროს 35 მეათედს! ეს არ უდროს 35 მეათედს. ესე იგი, ეს არ არის პროპორციული დამოკიდებულება. იმისთვის, რომ დამოკიდებულება პროპორციული იყოს, ორ ცვლადს შორის თანაფარდობა ყოველთვის ერთი და იგივე უნდა იყოს! ესე იგი, ეს არ არის... არ არის პორპორციული არ არის პორპორციული პროპორციული დამოკიდებულების ამოცნობის გზაა, შევხედოთ სხვადასხვა მნიშვნელობებს, რაც ცვლადებს აქვთ როცა ერთი ცვლადი არის რაღაც, რა არის მეორე ცვლადი ამ დროს, და მათი თანაფარდობა გავიგოთ. აქ ავიღეთ y-ის x-თან შეფარდება, y შეფარდებული x-თან, ანუ ეს თანაფარდობა, ყოველთვის ერთი და იგივე იქნება, ესე იგი ეს დამოკიდებულება პროპორციულია. შეგეძლოთ, სხვანაირადაც გაგეკეთებინათ. რა არის x-ის y-თან თანაფარდობა? აქ არის ერთი სამთან. ერთი სამთან... ეს იგივეა, რაც ორი ექვსთან და იგივეა, რაც ცხრა 27-თან. ცხრა 27-თან... როცა ამ თანაფარდობას აიღებთ, ანუ x-ის y-თან და არა y-ის x-თან, ხედავთ, რომ თანაფარდობა ყოველთვის ერთი მესამედია. მაგრამ სადაც არ უნდა შეამოწმოთ, ეს თანაფარდობა, y x-თან ყოველთვის სამი იქნება, ან x y-თან ტოველთვის ერთი მესამედი იქნება, ანუ ეს არის პროპორციული, მაშინ, როცა ეს მეორე არ არის.