If you're seeing this message, it means we're having trouble loading external resources on our website.

თუ ვებფილტრს იყენებთ, დარწმუნდით, რომ *.kastatic.org და *.kasandbox.org დომენები არ არის დაბლოკილი.

ძირითადი მასალა

მოქმედებების თანმიმდევრობის მიმოხილვა

მოქმედებების თანმიმდევრობები გამოსახულებების შეფასებისთვის საჭირო წესებია. მათი დახმარებით ყველა ერთსა და იმავე პასუხს იღებს. ზოგი მოქმედებების თანმიმდევრობას ასე იმახსოვრებს: ფხგგმგ: ფრჩხილები, ხარისხები, გამრავლება/გაყოფა, მიმატება/გამოკლება.
მოქმედებათა თანმიმდევრობა გამოსახულების შეფასების წესებია. მათი წყალობით ყველა ერთსა და იმავე პასუხს იღებს.
რჩხილები: პირველ რიგში ვითვლით იმას, რაც ფრჩხილებშია, შემდეგ კი - ყველაფერ დანარჩენს. მაგალითად, 2×(3+1)=2×4=8.
Exponents: გამრავლებამდე, გაყოფამდე, მიმატებამდე ან გამოკლებამდე ვითვლით ხარისხებს. მაგალითად, 2×32=2×9=18.
Multiplication and Division: ჯერ ვამრავლებთ და ვყოფთ, შემდეგ ვუმატებთ და ვაკლებთ. მაგალითად, 1+4÷2=1+2=3.
Addition და Subtraction: დაბოლოს, ვუმატებთ და ვაკლებთ.
ბევრი ადამიანი მოქმედებათა თანმიმდევრობას ასე იმახსოვრებს გგმგ (ითქმის ისე, როგორც იწერება), ფ ფრჩხილებს ნიშნავს, ხ - ხარისხებს და ა. შ.
მნიშვნელოვანი შენიშვნა: როცა ერთზე მეტი მსგავსი ტიპის მოქმედება გვაქვს, მარცხნიდან მარჯვნივ მივდივართ. ეს მნიშვნელოვანია, როცა გამოკლება ან გაყოფა გამოსახულების მარცხენა მხარესაა, მაგალითად, 42+3 ან 4÷23 (ნახეთ მე-3 მაგალითი, რომ გაიგოთ, რატომაა ეს მნიშვნელოვანი).

მაგალითი 1

გამოთვალოთ 6×4+2×3.
ფრჩხილები და ხარისხები არ გვაქვს, ამიტომ, გამრავლებასა და გაყოფას ვიწყებთ.
=6×4+2×3
=6×4+2×3გაამრავლეთ 6 და 4.
=24+2×3გაამრავლეთ 2 და 3.
=24+6დაუმატეთ 24 და 6.
=30... ესეც ასე!
დააკვირდით: ჯერ გავამრავლეთ, შემდეგ კი მიმატებაზე გადავედით. ჯერ რომ 24+2 გამოგვეანგარიშებინა, შემდეგ კი 2×3, არასწორ პასუხს მივიღებდით.

მაგალითი 2

გამოთვალეთ 622(5+1+3).
=622(5+1+3)
=622(5+1+3)ფრჩხილებში ჯერ 5+1+3 დაუმატეთ.
=622(9)იპოვეთ 62, რომელიც არის 66=36.
=362(9)გაამრავლეთ 2 და 9.
=3618გამოაკელით 18 36-ს.
=18... ესეც ასე!

მაგალითი 3

გამოთვალეთ 72+3.
უნდა მივყვეთ მარცხნიდან მარჯვნივ.
სწორიარასწორი
72+3=5+3=872+3=75=2
დაიმახსოვრეთ: მიუხედავად იმისა, რომ ფხგგმგ-ში მ გ-მდეა, ეს არ ნიშნავს, რომ ჯერ უნდა მივუმატოთ და მხოლოდ შემდეგ - გამოვაკლოთ. მიმატება-გამოკლება ერთსა და იმავე „დონეზეა" მოქმედებათა თანმიმდევრობაში. იგივე ეხება გამრავლება-გაყოფას.
გინდათ, მეტი გაიგოთ მოქმედებათა თანმიმდევრობაზე? ნახეთ ეს ვიდეო.

ივარჯიშეთ

ამოცანა 1
2+12÷2×3=
  • თქვენი პასუხი უნდა იყოს
  • მთელი რიცხვი, როგორიცაა 6
  • გამარტივებული წესიერი წილადი, მაგალითად 3/5
  • გამარტივებული არაწესიერი წილადი, მაგალითად 7/4
  • შერეული რიცხვი, როგორიცაა 1 3/4
  • ზუსტი ათწილადი, მაგალითად 0.75
  • pi-ს ჯერადი, როგორიცაა 12 pi ან 2/3 pi

გინდათ, მეტი ასეთი ამოცანა გააკეთოთ? ნახეთ ეს გაცნობითი სავარჯიშო და უფრო რთული ამოცანები: სავარჯიშო 1 და სავარჯიშო 2.

გსურთ, შეუერთდეთ დისკუსიას?

პოსტები ჯერ არ არის.
გესმით ინგლისური? დააწკაპუნეთ აქ და გაეცანით განხილვას ხანის აკადემიის ინგლისურენოვან გვერდზე.