If you're seeing this message, it means we're having trouble loading external resources on our website.

თუ ვებფილტრს იყენებთ, დარწმუნდით, რომ *.kastatic.org და *.kasandbox.org დომენები არ არის დაბლოკილი.

ძირითადი მასალა
მიმდინარე დრო:0:00მთლიანი ხანგრძლივობა:2:41

ვიდეოს აღწერა

გაყავით, გაამარტივეთ პასუხი და დაწერეთ შერეული რიცხვის სახით. გვაქვს 2 1/4 გაყოფილი 1 3/4-ზე. რადგანაც ორივე მათგანი შერეული რიცხვებია, პირველი რამ, რაც უნდა გავაკეთოთ, უნდა გადავაქციოთ ისინი არაწესიერ წილადად. მოდი, დავიწყოთ 2 1/4 -ით. ანუ, ისევ გვაქვს ოთხი მნიშვნელში, 2 1/4-ის ნაცვლად. ორი იგივეა, რაც 8/4. ანუ, გვაქვს 8/4 და სხვა 1/4. რომელიც გამოდის 9/4. სხვა გზით რომ მივიდეთ ცხრამდე, ოთხი უნდა გავამრავლოთ ორზე და მივუმატოთ ერთი. და მივიღებთ ცხრას. 1 3/4 შემთხვევაშიც ხდება იგივე პროცესი. მნიშვნელში გაქვთ ოთხი, ხოლო მრიცხველი იქნება ოთხჯერ ერთი. რომელიც არის ოთხი. მივუმატოთ სამი, გამოდის შვიდი. ანუ, აქაც ზუსტად იგივე პრობლემაა. 2 1/4 გაყოფილი 1 3/4-ზე, იგივეა, რაც 9/4 გაყოფილი 7/4-ზე. ჩვენ მრავალ ვიდეოში გვინახავს, რომ წილადის გაყოფა იგივეა, რაც გამრავლება მის ეკვივალენტზე. ასე რომ, ეს ეკვივალენტი ---- ანუ, ეს ყველა არის ეკვივალენტი. ეს ეკვივალენტია 9/4 ჯერ მისი ეკვივალენტის. ჩვენ ვცვლით გაყოფის ოპერაციას გამრავლებით, და ვიღებთ 7/4-ის ეკვივალენტს. 7/4-ის ეკვივალენტისთვის, იცვლება მრიცხველი და მნიშვნელი. ანუ, მაღლა რიცხვი და დაბლა რიცხვი. და იღებთ 4/7-ს. ახლა ჩვენ უბრალოდ გავამრავლოთ ესენი. უბრალოდ შეგვიძლია, ვთქვათ, რომ ეს არის ცხრა ჯერ ოთხი, რომელიც არის ოცდათექვსმეტი. ქვემოთ, ოთხჯერ შვიდი, რომელიც არის ოცდარვა. შევეცადოთ, მოვათავსოთ მასში უმცირესი წევრები, ან ახლავე გავაკეთოთ, რადგანაც უფრო მარტივი იქნება. გვაქვს ოთხი მრიცხველში და გვაქვს ოთხი მნიშვნელში. საბოლოოდ, ეს იქნება მნიშვნელში. და მოდით, ორივე, ჩვენი საბოლოო მრიცხველები და მნიშვნელები გავყოთ ოთხზე. ამგვარად, ოთხი გავყოთ ოთხზე, მივიღებთ ერთს. ეს, ოთხი გავყოთ ოთხზე, ვიღებთ ერთს. ანუ, როცა ვამრავლებთ, ვიღებთ ცხრაჯერ ერთს, რაც არის ცხრა. დაბლა, ერთჯერ შვიდი არის შვიდი. ასე რომ, მივიღეთ პასუხიც, მაგრამ სწორედ ახლა ის არის არაწესიერი წილადი. გვთხოვენ, რომ დავწეროთ, როგორც შერეული რიცხვი. ეს რომ გავარკვიოთ, ეს თავში უნდა გავაკეთოთ. ვფიქრობ, ეს საკმარისად ბევრჯერ გვინახავს. რამდენჯერ მოთავსდება ცხრაში შვიდი? ის ზუსტად ერთჯერ მოთავსდება, მაგრამ შვიდს რომ ცხრაში მოათავსებ, რა დაგრჩება? გრჩებათ ორი. ხო მართალია? შვიდჯერ ერთი არის შვიდი, და გრჩებათ ორი. გჭირდებათ კიდევ ორი, რომ მიხვიდეთ ცხრამდე. ანუ, გრჩებათ ორი, ეს გამოდის 1 2/7 და დავასრულეთ!