ძირითადი მასალა
მიმდინარე დრო:0:00მთლიანი ხანგრძლივობა:4:30

ვიდეოს აღწერა

ვნახოთ თუ გამოვიყენებთ -- რაც ვიცით უარყოფით რიცხვებზე, და რაც ვიცით ხარისხებზე -- მივანიჭოთ ხარისხი უარყოფით რიცხვებს. მოდით, ჯერ დავფიქრდეთ -- ვთქვათ, გვაქვს -3. ვიფიქროთ, რას ნიშნავს მისი პირველ ხარისხში აყვანა. ეს სინამდვილეში ნიშნავს უბრალოდ -3-ის აღებას და არაფერზე გამრავლებას. ანუ, ეს იქნება ტოლი -3-ის. რა მოხდება, თუ ავიღებთ -3-ს, და ავიყვანთ მას მეორე ხარისხში? ეს ტოლია ორი -3-ის აღების, ანუ -3 და -3, და ვამრავლებთ ერთმანეთზე. რა იქნება ეს? უარყოფითი გამრავლებული უარყოფითზე არის დადებითი. ანუ, ეს იქნება დადებითი 9. გავაგრძელოთ. ვნახოთ, თუ არსებობს რაიმე წესი. ავიღოთ -3 და ავიყვანოთ მესამე ხარისხში. რისი ტოლი იქნება ეს? ვიღებთ სამ -3-ს, 1, 2 და 3. და გავამრავლებთ მათ ერთმანეთზე. -3 გამრავლებული -3-ზე, გავარკვიეთ, რომ არის დადებითი 9. მაგრამ დადებითი 9 გამრავლებული -3-ზე, ეს არის -27. ამჩნევთ წესს აქ. როდესაც აგყავთ უარყოფითი ფუძე... აგვყავს უარყოფითი ფუძე ხარისხში, თუ ავიყვანთ კენტ ხარისხში, მივიღებთ უარყოფით მნიშვნელობას. ეს იმიტომ, რომ როცა ვამრავლებთ ლუწი რაოდენობით უარყოფითებს უარყოფითჯერ უარყოფითი არის დადებითი. გაქვთ კიდევ ერთი უარყოფითი, რაზეც უნდა გაამრავლოთ პასუხი - რაც მას გადააქცევს უარყოფითად. თუ აიღებთ უარყოფით ფუძეს, და აიყვანთ ლუწ ხარისხში, რადგან უარყოფითს უარყოფითზე ამრავლებთ, მიიღებთ დადებითს. როცა ამას აკეთებთ ლუწი რაოდენობით, ასრულებთ გამრავლებას ორჯერ. ანუ, უარყოფითები აბათილებენ ერთმანეთს. როცა ორ უარყოფითს იღებ, მიიღებ დადებითს. ანუ, ეს იქნება დადებითი მნიშვნელობის. აქ ახალი არაფერია. როცა უარყოფითი რიცხვი აგყავს ხარისხში. იგივე იდეაა. უბრალოდ უნდა გახსოვდეთ, რომ უარყოფითჯერ უარყოფითი არის დადებითი. და უარყოფითჯერ დადებითი არის უარყოფითი. რაც უკვე ვისწავლეთ უარყოფითი რიცხვების გამრავლებით. არის კიდევ ერთი რამ, რაც მინდა, გავარკვიო რადგან შეიძლება, ზოგჯერ გაუგებარი იყოს თუ ვინმე დაწერს ამას. ვთქვათ, ვინმე დაწერს ამას. გირჩევთ, შეაჩეროთ ვიდეო და იფიქროთ ამის მნიშვნელობაზე. თუ გაარკვიეთ, დაფიქრდით, თუ შეიძლება ეს ნიშნავდეს რამეს ამისგან განსხვავებულს. ეს ცოტათი დამაბნეველი შეიძლება იყოს და თუ ხალხი მკაცრად დაიცავს მოქმედებების თანმიმდევრობას, ნამდვილად უნდა იფიქროთ ხარისხებზე სანამ გაამრავლებთ -1-ზე. ეს არაპირდაპირ გვეუბნება, რომ ეს არის -1 გამრავლებული 2-ის მესამე ხარისხზე, ასევე, ეს შეგვიძლია, გავიგოთ, როგორც -2 მესამე ხარისხში. რაც ტოლია -8-ის. ასევე, ეს შეიძლება გავიგოთ, როგორც -2 მესამე ხარისხში. რაც, ასევე, ტოლია -8-ის. შეიძლება, იკითხოთ, რა არის აქ მნიშვნელოვანი? რა იქნებოდა, აქ რომ ყოფილიყო ლუწი ხარისხი? რა იქნებოდა თუ ვინმე გამოსახავდა -4-ს ან -4-ს კვადრატში? ან -4-ს გარედან კვადრატში? ეს უდავოდ ტოლია 16-ის - დადებითი 16-ის. ეს არის -4 გამრავლებული -4-ზე. შეგიძლიათ, ეს გაიგოთ, როგორც -- აქ მნიშვნელოვანია, დაიცვათ მოქმედებების თანმიმდევრობა და პირველად გააკეთოთ ხარისხი -- ეს შეგიძლიათ, გაიგოთ, როგორც - 4 გამრავლებული 4-ზე, რაც იქნება -16. ამიტომ, მართლა მნიშვნელოვანია, ამაზე სწორი წარმოდგენა გვქონდეს. და თუ გინდათ ჩაწეროთ უარყოფითი რიცხვი თუ გინდათ, ფუძე იყოს უარყოფითი 4, დასვით ფრჩხილები ამის ირგვლივ და შემდეგ დაწერეთ ხარისხის მაჩვენებელი.