If you're seeing this message, it means we're having trouble loading external resources on our website.

თუ ვებფილტრს იყენებთ, დარწმუნდით, რომ *.kastatic.org და *.kasandbox.org დომენები არ არის დაბლოკილი.

ძირითადი მასალა

ამოცანები უარყოფით რიცხვებზე: ალასკა

ამ ვიდეოში ჩვენ გავარკვევთ ტემპერატურას ფერინკსში, ალასკაზე, უარყოფითი რიცხვების შეკრებით და გამოკლებით.

გსურთ, შეუერთდეთ დისკუსიას?

პოსტები ჯერ არ არის.
გესმით ინგლისური? დააწკაპუნეთ აქ და გაეცანით განხილვას ხანის აკადემიის ინგლისურენოვან გვერდზე.

ვიდეოს აღწერა

ამანდა ცხოვრობს Fairbanks-ში, ალასკაში. ცხრილი გვიჩვენებს ტემპერატურის ცვლილებას Fairbanks-ში ორი საათის განმავლობაში. ესეიგი, სამი საათიდან ოთხ საათამდე ტემპერატურა გაიზარდა ორი გრადუსი ცელსიუსით ოთხიდან ხუთ საათამდე კი ტემპერატურამ დაიკლო ხუთი გრადუსი ცელსიუსით. ამანდამ შენიშნა, რომ ხუთ საათზე ტემპერატურაა მინუს ცხრა გრადუსი ცელსიუსით. რა იყო ტემპერატურა Fairbanks-ში სამ საათზე? ესეიგი ვიცით ტემპერატურა ცვლილებების შემდეგ და უნდა გავიგოთ ტემპერატურა ცვლილებებამდე. რადგან თერმომეტრებს ვერტიკლურად ვართ მიჩვეული, ვერტიკალურ რიცხვით ღერძს დავხაზავ. ესეიგი ხუთ საათზე იყო მინუს ცხრა გრადუსი ცელსიუსით. ეს იყოს 0, -1. -2, -3, -4, -5, -6, -7, -8, -9. ესეიგი გაჩერდა მინუს ცხრა გრადუს ცელსიუსზე. ეს ნული გრადუსი ცელსიუსითაა. ოთხიდან ხუთ საათამდე ტემპერატურა დაეცა 5 გრადუსი ცელსიუსით, და მივიდა მინუს ცხრამდე. თუ ხუთით დაკლების შედეგად მინუს ცხრაზე მივედით, უნდა დაგვეწყო მინუს ცხრაზე ხუთით ზემოდან. 1, 2, 3, 4, 5 - დავიწყეთ აქედან. ესეიგი აქედან ჩავედით მინუს ცხრა გრადუს ცელსიუსზე. ეს არის მინუს ხუთი გრადუსი ცელსიუსით. ოთხ საათზე ტემპერატურა იქნებოდა -- მინუს ცხრაზე ხუთით ზემოთ იქნება მინუს ოთხი. ესეიგი მინუს ოთხი გრადუსი ცელსიუსით. ეს ტემპერატურა იყო ოთხ საათზე. სამი საათიდან ოთხ საათამდე ტემპერატურამ ორი გრადისი ცელსიუსით მოიმატა, და მივიდა მინუს ოთხ გრადუს ცელსიუსამდე. თუ ორი გრადუსის მომატებით მინუს ოთხამდე მივედით, მაშინ სამ საათზე ორით ქვემოთ უნდა ვყოფილიყავით. ანუ სამიდან ოთხ საათამდე მოვიმატეთ ორით რომ მივსულიყავით მინუს ოთხამდე. ესეიგი ეს იქნება პლუს ორი გრადუსი ცელსიუსით. გამოდის, რომ სამ საათზე აქედან უნდა დაგვეწყო. თუ ვიცით რომ ვამთავრებთ მინუს ცხრით, ოთხიდან ხუთამდე კი ამისთვის ხუთი გრადუსით დაწევაა საჭირო, მაშინ ოთხ საათზე მინუს ცხრაზე ხუთი გრადუსით მეტი იქნებოდა ტემპერატურა, ანუ მინუს ოთხი გრადუსი, სამიდან ოთხ საათამდე კი ორი გრადუსით მოიმატა ტემპერატურამ, ანუ სამ საათზე მინუს ოთხ გრადუსზე ორით ქვემოთ იქნებოდა. ესეიგი, ეს იქნება მინუს ექვსი გრადუსი ცელსიუსით. რა იყო ტემპერატურა Fairbanks-ში სამ საათზე? ეს იყო მინუს ექვსი გრადუსი ცელსიუსით. შეგიძლიათ შეამოწმოთ: მინუს ექვსს დამატებული ორი მოგცემთ მინუს ოთხს, ამას გამოკლებული მინუს ხუთი კი მინუს ცხრის ტოლია, რა ზუსტად აქაა მოცემული.