If you're seeing this message, it means we're having trouble loading external resources on our website.

თუ ვებფილტრს იყენებთ, დარწმუნდით, რომ *.kastatic.org და *.kasandbox.org დომენები არ არის დაბლოკილი.

ძირითადი მასალა

გამოსახულებების დალაგება

მოდით, ცოტა ვივარჯიშოთ, ისეთი ცვლადების შეკრებასა და გამოკლებაზე ფიქრში, რომლებიც რიცხვით ღერძზე გამოისახებიან დადებით და უარყოფით რიცხვებად.

გსურთ, შეუერთდეთ დისკუსიას?

პოსტები ჯერ არ არის.
გესმით ინგლისური? დააწკაპუნეთ აქ და გაეცანით განხილვას ხანის აკადემიის ინგლისურენოვან გვერდზე.

ვიდეოს აღწერა

მოდით სავარჯიშოები გავაკეთოთ, რომ უკეთ გავიაზდოთ ცვლადები და უარყოფითი რიცხვები, რომლებსაც იგი განასახიერებენ ხოლმე ან დადებითი რიცხვები გვთხოვენ გავანაწილოთ მოცემული გამოსახულებები, უმცირესიდან უდიდესამდე, მოცემულია ეს სამი გამოსახულება. q-ს გამოკლებული n, n და n-ს გამოკლებული q-ზე. q და n დატანილია რიცხვით ღერძზე. სამი დანაკვეთი მარცხნივ არის უარყოფთი სამი. თითოეული დანაყოფი უნდა იყოს ერთი. ეს უნდა იყოს უარყოფითი ერთი, უარყოფითი ორი, ეს არის უარყოფითი სამი. მარჯვნივ წასვლისას თითოეული დანაყოფი ერთით იზრდება. 0, 1, 2, 3. ეს გვეხმარება უკეთ გააზრებაში. დავფიქრდეთ თითოეულ გამოსახულებაზე. პირველია q-ს გამოკლებული n. q არის n ზე უფრო მარჯვნივ რიცხვით ღერძზე. ჩვენ ვიცით, რომ q არის უფრო დიდი ვიდრე n. თუ q უდრო დიდია ვიდრე n და q-ს ვაკლებთ n-ს, არ აქვს მნიშვნელობა ორივე უარყოფითია თუ დადებითი. თვითონ ის ფაქტი, რომ q არის n-ზე დიდი ნიშნავს იმას, q-ს გამოკლებული n იქნება დადებითი რიცხვი. თუ გინდათ შეხედოთ ამ კონკრეტულ მაგალითს, q არის დადებითი n არის უარყოფითი. თუ აკლებთ უარყოფით რიცხვს თქვენ ფაქტობრივად უმატებთ დადებითს. ეს მნიშვნელობა იქნება არა მხოლოდ დადებითი, ეს იქნება დადებითი რიცხვი, რომელიც q-ს აღემატება. თუ ჩვენ მოგვთხოვდენე მის შედარებას q-სთან, ჩვენ გვცოდინებოდა რომ იგი მეტია. თუმცა ამას არ გვეკითხებიან. ახლა მოდის n, n არის უარყოფითი რიცხვი ეს არის უარყოფითი რიცხვი, უარყოფით ერთსა და ორს შორის. როგორც ჩანს ის მიახლოებით უარყოფითი 1.8 არის. დანამდვილებით არ ვიცით. უბრალოდ რომ შევხედოთ, ეს რიცხვი უარყოფითია და მიახლოებით უარყოფით 1.8-ს უდრის. რას უდრის n-ს გამოკლბული q. n-ს გამოკლებული q. ეს იქნება q-ს გამოკლებული n-ის საპირისპირო. n-ს გამოკლებული q-ში ჩვენ მცირე რიცხვს ვაკლებთ უფრო დიდს. აი ეს გამოსახულება იქნება უარყოფითი. აქედან ყველაზე დიდი რიცხვი ნამდვილად q-ს გამოკლებული n არის, რომელიც დადებითი რიცხვია, ახლა უნდა გავარკვიოთ რომელია აქედან უფრო უარყოფითი. ეს n მნიშვნელობა, თუ ეს n-ს გამოკლებული q მნიშვნელობა. მოდით დავფიქრდეთ ამაზე. ჩვენ შეგვიძლია ვცადოთ და მიახლოებით დავწეროთ q-ს მნიშვნელობა. როდესაც შევხედავთ, q მიახლოებით უდრის 0.8-ს. ეს კი, როგორც ვთქვით მიახლოებით გავს უარყოფით 1.8-ს. თუ ჩვენ ამ დასკვნებს გამოვიტანთ, მაშინ აი ეს იქნება მიახლოებით უარყოფით 1.8-ს გამოკლებული 0.8, რაც უდრის უარყოფით 2.6-ს. თუ ასე შეხედავთ, აშკარად დაინახავთ, რომ ეს ამაზე მეტად უარყოფითია. ეს არის უმცირესი, ეს კი ყველაზე დიდია უდიდესია. ამას მივუწერ უმცირესს. რადგან როდესაც ადამიანიები ამბობენ დიდს და პატარას ისინი სრულ მნიშვნელობას გულისხმობენ. ეს არის უმცირესი ეს კი უდიდესი. თუ გვინდამათი დალაგება, უნდა დავიწყოთ n-ს გამოკლებული q-თი. თუ ამას ხანაკადემიის სავარჯიშოებში აკეთებთ, მათი გადაადგილება შეგიძლიათ. მაგრამ ახლა ჩვენ ამას ვერ გავაკეთებთ, n-ს გამოკლებული q, რომელიც ყველაზე უარყოფითია, შემდგომ მოდის n, რომელიც ასევე უარყოფითია, თუმცა ასეთი უარყოფითი არა. ეს მიახლოებით უარყოფითი 1.8 არის, ეს უარყოფითი 2.6. შემდგომ მოდის q-ს გამოკლებული n. რაც მიახლოებით უდრის დადებით 2.6-ს. ეს არის უდიდესი. გადავიდეთ შემდეგ კითხვაზე. დაალაგეთ შემდეგი გამოსახულებები, უმცირესიდან უდიდესამდე. კიდევ ერთხელ, მსგავსი ამოცანაა. აქ დანაყოფები, როგორც ჩანს ნახევარს აღნიშნავენ, რადგან ორია საჭირო, რომ ერთამდე ავიდეთ. ეს არის ნახევარი ეს კი უარყოფითი ნახევარია. ჩვენ უნდა შევადაროთ a-ს გამოკლებული b, a-ს თან და a-ს გამოკლებული 0.5-თან. ამას შეგიძლიათ შეხედოთ, როგორც a-ს გამოკლებული ნული. ეს იგივეა რაც a. ვნახოთ, აქ ყველგან გვაქვს a და მას ვაკლებთ რამეს. აქ არ ვაკლებთ, ნულს ვაკლებთ ანუ არაფერს ვაკლებთ. აქ ვაკლებთ b-ს, აქ კი ვაკლებთ 0.5-ს. ზოგადად, რაც უფრო მეტს ვაკლებთ მით ნაკლები ხდება რიცხვი. ვნახოთ, ამ შემთხვევებიდან ყველაზე მეტს სად ვაკლებ? აქ ვაკლებ დადებით რიცხვს, აქ ვაკლებ ნულს აქ ვაკლებ b-ს, რომელიც უარყოფითი რიცხვია. აქ ვაკლებ უარყოფით რიცხვს. b არის უარყოფითი. ეს აშკარად დადებითია. თუ აკლებთ დადებით რიცხვს a-ს, აშკარად მიიღებთ უფრო პატარა რიცხვს, ვიდრე როდესაც გამოაკლებთ უარყოფით რიცხვს. თუ გამოაკლებთ უარყოფით რიცხვს, სინამდვილეში მიუმატებთ a-ს. მიიღებთ a-ზე უდრო დიდ რიცხვს. რაც უდრო დიდ რიცხვს გამოაკლბთ მით უდრო ნაკლებს მიიღებთ. a-ს გამოკლბული 0.5 ვაკლებთ დადებით რიცხვს ვაკლებთ 0,5-ს ამას მოყვება a, რომელსაც არაფერს ვაკლებთ. და შემდგომ მოდის a-ს გამოკლებული b. ეს იქნება ყველაზე დიდი რიცხვი. რატომ? ჩვენ ვიცოთ, რომ b არის უარყოფითი რიცხვი. დააკვირდით, იგი ნულზე ქვევითაა. თუ b არის უარყოფითი რიცხვი, ჩვენ ვაკლებთ უარყოფით რიცხვს ანუ მივიღებთ მნიშვნელობას, რომელიც აღემატება a-ს. მოდით გასაგებად ვიტყვი, აი ეს მნიშვნელობა იქნება a-ზე ნაკლები, ეს აშკარად უდრის a-ს ხოლო ეს მნიშვნელობა აი აქ იქნება a-ზე დიდი. ახლა ჩვენ ეს გადავანაწილეთ უმცირესიდან უდიდესამდე. როდესაც ხანაკადემიის სავარჯიშოებში გავაკეთებთ, შევძლებს ამათ გადაადგილებას თუმცა ეს არის უმცირესი, მას მოსდევს ეს და შემგომ არის ეს. ამის გაკეთების სხვა გზაა, როგორც წინაზე გავაკეთეთ. შეგიძლიათ უხეშად დაადგინოთ ეს მნიშვნელობები b იქნება, მიახლობით, უარყოფითი 0.2 მიახლოებით უარყოფითი 0.2. დაიმახსოვრეთ, ეს არის უარყოფითი ნახევარი. ეს არის უარყოფითი 0.5 a იქნება მიახლოებით უარყოფითი 0.7 შეგიძლიათ ამ მნიშვნელობებით გააკეთოთ, თუმცა იგივე შედეგს მიიღებთ