If you're seeing this message, it means we're having trouble loading external resources on our website.

თუ ვებფილტრს იყენებთ, დარწმუნდით, რომ *.kastatic.org და *.kasandbox.org დომენები არ არის დაბლოკილი.

ძირითადი მასალა
მიმდინარე დრო:0:00მთლიანი ხანგრძლივობა:6:22

ვიდეოს აღწერა

ვიპოვოთ სამი მთელი 1/8-ის, 3/4-ისა და მინუს ორი მთელი 1/6-ის ჯამი. ჯერ პირველი ნაწილი შევასრულოთ. საკმაოდ მარტივია. ორი დადებითი რიცხვი გვაქვს. მოდით, რიცხვით ღერძს დავხაზავ: სამი მთელი 1/8-ით ვიწყებთ. ეს ნულია, აქ გვაქვს ერთი, ორი, სამი და ოთხი. სამი მთელი 1/8 სადღაც აქ იქნება. მოდით, მისი აბსოლუტური მნიშვნელობა დავხაზოთ. სამი მთელი 1/8 სამი მთელი 1/8-ით მარჯვნივ ნულისგან. ზუსტად ამ მანძილზე იქნება ნულიდან დაშორებული. ამ ისრის სიგრძეა სამი მთელი 1/8. წილადებთან ურთიერთობისას ყოველთვის უფრო კომფორტულია არაწესიერი წილადები. განსაკუთრებით, როცა განსხვავებული მნიშვნელები გვაქვს. ასე უფრო მარტივია შეკრება, გამოკლება და განსაკუთრებით გაყოფა-გამრავლება. სამი მთელი 1/8 იგივეა, რაც რვაჯერ სამს, ანუ 24-ს პლუს 25/8 - ეს იგივეა, რაც სამი მთელი 1/8. სხვანაირად რომ დავფიქრდეთ, ეს აროს 3/24 გაყოფილი რვაზე, ამას დავუმატოთ 1/8 და მივიღებთ 25/8-ს. ესაა ჩვენი საწყისი წერტილი. ამას უნდა მივუმატოთ 3/4. კიდევ 3/4-ით უნდა გადავიდეთ მარჯვნივ. ეს სიგრძე 3/4-ია. პლუს 3/4. ანუ სად აღმოვჩნდებით? ორივე დადებითია, ამიტომ პირდაპირ შევკრიბოთ. საერთო მნიშვნელი უნდა ვიპოვოთ. 25/8-ს პლუს 3/4 ეს იგივეა, რაც... საერთო მნიშვნელი უნდა ვიპოვოთ, ოთხისა და რვის უმცირესი საერთო ჯერადია რვა. ოთხიდან რვამდე მისასვლელად, ის ორზე გავამრავლოთ. ანუ სამიც უნდა გავამრავლოთ ორზე და მივიღებთ ექვსს. 3/4 იგივეა, რაც 6/8. 25/8 გვაქვს და ვამატებთ 6/8-ს, რაც გვაძლევს 25-ს პლუს ექვსი, ანუ 31/8-ს. ანუ ეს რიცხვი 31/8-ია, რაც ლოგიკურია, რადგან 32/8 ოთხი იქნებოდა, ანუ ოთხზე ცოტათი ნაკლები უნდა იყოს. ანუ ეს რიცხვი, ამ ისრის სიგრძე 31/8-ია. ამ რიცხვის აბსოლუტური მნიშვნელობაა 31/8. თუ შერეული წილადის სახით გვინდა ჩაწერა, სამი მთელი 7/8. ამას გვინდა რომ მივუმატოთ მინუს ორი მთელი 1/6. უარყოფით რიცხვს ვამატებთ. როგორი იქნება მინუს ორი მთელი 1/6? ახალი ფერით, ვარდისფერით, დავწეროთ. მინუს ორი მთელი 1/6. უნდა გამოვაკლოთ, ანუ მივუმატოთ მინუს ერთი, მერე მინუს ორი და ბოლოს მინუს 1/6. მინუს ორი მთელი 1/6 შეგვიძლია ასე დავხატოთ. რაღაც ასეთი ისარი იქნება. ეს მინუს ორი მთელი 1/6-ია. რამდენიმენაირად შეგვიძლია დაფიქრება. ვთქვათ, როცა ამ ისარს ვუმატებთ, ეს რაღაც მარცხნივ მოძრაობს. შეგვიძლია, აქ ჩავსვათ და ზუსტად მინუს ორ მთელ 1/6-თან მოვხვდებით. მაგრამ ჩვენ ვიმატებთ მინუს ორ მთელ 1/6-ს. ეს იგივეა, რაც ორი მთელი 1/6-ის გამოკლება. ორი მთელი 1/6-ით მარცხნივ უნდა გადავიწიოთ. მივიღებთ რიცხვს, რომლის აბსოლუტური მნიშვნელობაც რაღაც ასეთი იქნება. აბსოლუტური მნიშვნელობა რიცხვი იქნება. ის დადებითი რიცხვი იქნება. დავფიქრდეთ, რა არის ის. ეს მნიშვნელობა, რომელიც ჩვენი ამოცანის პასუხია, უდრის 31/8-ს მინუს ორ მთელ 1/6-ს. სხვაობა დადებითია. 31/8-ს უნდა გამოვაკლოთ ორი მთელი 1/6. ეს ნარინჯისფერი სიდიდე იქნება 31/8-ს მინუს ორი მთელი 1/6. ორი მთელი 1/6 იგივეა, რაც, ექვსჯერ ორი არის12, პლუს ერთი 13, ანუ მინუს 13/6. ეს კი უდრის, საერთო მნიშვნელი გვჭირდება. 24 იქნება საერთო მნიშვნელი. ესაა 31/8, ეს კი ორი მთელი 1/6. რვა სამზე უნდა გავამრავლოთ, რათა 24 მივიღოთ, ამიტომ 31-საც სამზე ვამრავლებთ, მივიღებთ 93-ს. ექვსი კი ოთხზე უნდა გავამრავლოთ 24-ის მისაღებად. სხვა ფრად დავწერ. ესეც ოთხზე უნდა გავამრავლოთ. ოთხჯერ 13, ოთხჯერ ათი 40-ია, ოთხჯერ სამი 12, ანუ მივიღეთ 52-ია. ეს იქნება 93-ს მინუს 52 შეფარდებული 24, რაც უდრის, სამს მინუს ორი ერთია, ცხრას მინუს ხუთი ოთხია, ანუ 41/24. ვიღებთ დადებით მნიშვნელობას. რიცხვით წრფეზეც შეგვიძლია ამის დანახვა. ესაა 41/24, რომელიც ორზე ცოტათი ნაკლები უნდა იყოს, რადგან ორი იქნებოდა 48/24. ეს იქნება 48/24, რაც ლოგიკურია, რადგან ამაზე ოდნავ ნაკლებია.