ძირითადი მასალა
მეშვიდე კლასი
კურსი: მეშვიდე კლასი > თემა 1
გაკვეთილი 5: უარყოფითი წილადების შეკრება და გამოკლებაწილადების შეკრება და გამოკლება
სხვადასხვა მნიშვნელიანი უარყოფითი წილადების შეკრება და გამოკლება. შემქმნელია სალ ხანი.
გსურთ, შეუერთდეთ დისკუსიას?
პოსტები ჯერ არ არის.
ვიდეოს აღწერა
გვაქვს მინუს 3/4-ს
გამოკლებული 7/6 და გამოკლებული 3/6. მრავალი გზა არსებობს ამის ამოსახსნელად. პირველი რასაც ვხედავ არის
ბოლო ორი რიცხვის საერთო მნიშვნელი - ექვსი. პირველ რიგში ამას მივხედავ. შევხედავ
როგორც მინუს 7/6-ს გამოკლებული 3/6. გვაქვს მინუს 7/6-ს გამოკლებული 3/6, ეს იგივეა, რაც მინუს შვიდს
გამოკლებული სამი შეფარდებული ექვსთან. და, რა თქმა უნდა, გვაქვს ეს მინუს 3/4,
რომელსაც შევაჯამებთ იმასთან, რაც მივიღებთ. მაშ, ამ ორ გამოსახულებას ვაჯამებთ.
უარყოფით შვიდს გამოკლებული სამი იქნება -10 -10 -ს შეფარდებულს ექვსთან
ვაჯამებთ უარყოფით 3/4-თან. ახლა კი გავაერთმნიშვნელიანოთ ეს წილადები. მოდით ერთნაირად ჩავწერ.
ახლა ვიფიქროთ საერთო მნიშვნლზე. რა არის უმცირესი რიცხვი,
რომელიც იყოფა ოთხზეც და ექვსზეც? ალბათ 12 გაგახსენდათ ეგრევე;
გაიხსენეთ ოთხის ჯერადები ან ორივე რიცხვის მარტივი მამრავლებს გადახედეთ. რომლებია საერთო მარტივი მამრავლები? ესე იგი, ორჯერ ორი და ორი და სამი.
ანუ სამჯერ ორჯერ ორი, ოთხჯერ სამი - 12. გადავწეროთ როგორც რაღაც შეფარდებული
12-თან, პლუს რაღაც შეფარდებული 12-თან. მნიშვნელი ოთხიდან 12-ის
მისაღებად გავამრავლეთ 3-ზე. მრიცხველიც სამზე გავამრავლოთ. უარყოფითი სამის სამზე
გამრავლებით მივიღებთ უარყოფით ცხრას. მნიშვნელში ექვსიდან 12-ის
მისაღებად დაგვჭირდა ორზე გამრავლება. გავამრავლოთ მრიცხველიც ორზე, (იმისთვის
რომ წილადის მნიშვნელობა არ შეიცვალოს.) მივიღებთ უარყოფით 20-ს.
ახლა მზად ვართ შეჯამებისთვის. საერთო მნიშვნელია 12. და უარყოფით ცხრას დამატებული უარყოფითი 20. შეგვიძლია პირდაპირ გამოკლება დავწეროთ. და ეს შეფარდებული 12-თან ტოლი იქნება--
და აქ ვიმსახურებთ დოლზე დაკვრას და ტაშს. ეს იქნება უარყოფითი 29 შეფარდებული 12-თან. 29 მარტივი რიცხვია და ერთის
გარდა საერთო გამყოფები 12-თან არ ექნება. ამიტომ ეს, რაც გვაქვს,
ყველაზე გამარტივებული ფორმაა.