If you're seeing this message, it means we're having trouble loading external resources on our website.

თუ ვებფილტრს იყენებთ, დარწმუნდით, რომ *.kastatic.org და *.kasandbox.org დომენები არ არის დაბლოკილი.

ძირითადი მასალა

გამოტოვებული რიცხვები რიცხვით ღერძზე (მაგალითები)

რიცხვთა მონაკვეთზე მოცემულია რამდენიმე უარყოფითი რიცხვი, მოდით გავარკვიოთ თუ კიდევ სად შეიძლება, იყოს უარყოფითი რიცხვები რიცხვთა მონაკვეთზე. შემქმნელია სალ ხანი.

გსურთ, შეუერთდეთ დისკუსიას?

გესმით ინგლისური? დააწკაპუნეთ აქ და გაეცანით განხილვას ხანის აკადემიის ინგლისურენოვან გვერდზე.

ვიდეოს აღწერა

ჩვენ აქ სამი განსხვავებული რიცხვითი წრფე გვაქვს, და თითოეულზე ნიშნულებია რამდენიმეს აწერია: -2, -10, -5, -11. ჩვენ უნდა მივხვდეთ რა უნდა ეწეროს ლურჯი წერტილების ნაცვლად. მიგანიშნებთ და გეტყვით, რომ ნიშნებს შორის დაშორება არ არის აუცილებელი ერთით იყოს, ის შეიძლება ერთზე მეტით იზრდებოდეს. ახლა, მე გირჩევთ დააპაუზოთ და თქვენით სცადოთ. სცადოთ გამოიცნოთ, რა უნდა ეწეროს ლურჯი წერტილების ნაცვლად ამ სხვადასხვა რიცხვით წრფეებზე. მოდი ჯერ პირველ წრფეს შევხედოთ. ან ნიშანზე უარყოფითი 2 აწერია, ეს უარყოფითი10-ია. და ჩვენ უნდა მივხვდეთ რა წერია ამ ლურჯი, -10-ის მარცხნივ მყოფი ნიშნის ადგილას. ჩვენ უბრალოდ მივდივართ -2-დან -10-მდე. რამდენით უნდა შემცირდეს -2 რომ გახდეს -10? კარგი, ჩვენ მას უნდა გამოვაკლოთ 8. და თუ ჩვენ გადავალთ მარცხნივ 2 ნიშნულით, ეს იგივეა, რაც 8-ის გამოკლება, ასე, თუ ჩვენ გადავალთ კიდევ ორით მარცხნივ, ესეც რვის გამოკლების ტოლფასია, ასე რომ, ეს უნდა იყოს უარყოფითი 18, თუ კიდევ გადავალთ მარცხნივ, კიდევ გამოვაკლებთ 8-ს. -18-ს მინუს 8 მიგვიყვანს უარყოფით 26-მდე.ახლა მეორე გზა ამ ამოცანის ამოხსნის, თუ ჩვენ გადავიდოდით 8-ით მარცხნივ და ეს არის 8-ის გამოკლება, ერთი ნახტომი მარცხნივ იქნებოდა უარყოფითი 4-ს გამოკლების ტოლფასი. ანუ, ეს უაყოფითი 4 მიგვიყვანდა უარყოფით 6-მდე. კიდევ ერთი უარყოფითი 4 კი -10-მდე. ეს იქნებოდა -14, -18, -22, -26. ახლა ამას მივხედოთ. აქ აქ ჩვენ უნდა გამოვიცნოთ რა წერია მარჯვნივ ლურჯ წერტილზე. თუ ჩვენ დავიწყებთ 11-ით, გვჭირდება 2 ნახტომი რომ მივიდეთ -5-მდე, -11-დან -5 მდე მისასვლელად მე უნდა დავამატო 6, ანუ, თუ მე მაქვს ორი ნახტომი, რომლებიც 6-ის დამატების ტოლფასია, მაშინ თითოეული არის პლუს 3 და ეს უნდა იყოს პლუს 3 და ასე თითოეული ნიშნით ჩვენ უბრალოდ ვამატებთ სამს, ასე რომ, -5-ს პლუს სამი, რაც მინუს 2 მდე მიგვიყვანს, -2-ზე სამის დამატებით მივიღებთ დადებით ერთიანს პლუს კიდევ სამი მიგვიყვანს 4-,დე ანუ, აქ ჩვენ -26 მივიღეთ, აქ კი 4. ახლა გადავიდეთ ამაზე. აქ გვაქვს -7, ეს ერთია და ჩვენ უნდა მივხვდეთ ეს ნიშანი რას გამოსახავს. თუ ჩვენ გადავალთ ორი ნიშნით -7 დან 1 მდე,რამდენის დამატება მოგვიწევს? კარგი, ჩვენ -7-დან 1 მდე მისასვლელად მოგვიწევს დავამატოთ 8, თქვენ უნდა დაამატოთ რვა, ასე რომ, თუ ჩვენ კიდევ ორი ნიშნით გადავალთ ამოსაცნობ რიცხვამდე, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ისევ 8-ს ვამატებთ. ერთს პლუს რვა არის 9. მეორე გზა, ამის ამოხსნის კი არის: თუ 8 ემატება ორი ნახტომის შედეგად, ესე იგი ერთ ნახტომზე ჩვენ ვამატებთ 4-ს. ასე რომ, ეს უნდა იყოს უარყოფითი -3, შემდეგ ერთი შემდეგი 4-ის დამატებით ვიღებთ 5-ს, და შემდეგ კი 9-ს.