If you're seeing this message, it means we're having trouble loading external resources on our website.

თუ ვებფილტრს იყენებთ, დარწმუნდით, რომ *.kastatic.org და *.kasandbox.org დომენები არ არის დაბლოკილი.

ძირითადი მასალა
მიმდინარე დრო:0:00მთლიანი ხანგრძლივობა:6:40

შეკრება და გამოკლება: იპოვეთ გამოტოვებული მნიშვნელობა (ნაწილი 2 2-დან)

ვიდეოს აღწერა

მოდით ვივარჯიშოთ დადებითი და უარყოფითი რიცხვების დაჯამებასა და გამოკლებაში. ვთქვათ მოცემულია, ოთხი უდრის უაროფით რვას გამოკლებული რაღაცა. როგორც ყოველთვის გირჩევთ დააპაუზოთ ვიდეო და შეეცადოთ დამოუკიდებლად ამოხსნათ ამ რაღცის მნიშვნელობა. უარყოფით რვას გამოკლებული რაღც უნდა უდრიდეს ოთხს რადგან ოთხი უდრის უარყოფით რვას გამოკლებული რაღაცა. მოდით ახლა ერთად შევეცადოთ. დასახმარებლად მე რიცხვით ღერძს ავიღებ აქ არის რიცხვითი ღერძი მინდა დავიწყო უარყოფითი რვით. ეს არის უარყოფითი ხუთი, უარყოფითი ექვსი, უარყოფითი შვიდი უარყოფითი რვა მინდა უარყოფით რვაზე დავიწყო და მე მინდა რაღაცა გავუკეთო უარყოფით რვას, რომ საბოლოოდ გავჩერდე ოთზე. რომ გავჩერდე ოთხზე. ოთხი არის დადებითი, 1, 2, 3, 4 აი აქ არის ოთხიანი. რა უნდა გავაკეთო, რომ უარყოფითი რვიდან მივიდე ოთხამდე? ვნახოთ, მე უნდა გადავაადგილდე მარჯვნივ 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8 9, 10, 11, 12 მე უნდა მარჯვნივ გადავიდე 12 ადგილით. სხვანაირად რომ შევხედოთ, უარყოფითი რვიდან რომ მივიდეთ ოთხამდე მე უნდა -- მოდით დავრწმუნდები, რომ საკმარისი ადგილი მაქვს. მე უნდა დავუმატო 12. სხვანაირად რომ შევხედოთ, იმისათვის, რომ უარყოფითი რვიდან მივიდეთ ნულამდე, უნდა დავამატოთ რვა, და შემდგომ. რომ ნულიდან ოთხამდე მივიდეთ უნდა კიდევ ოთხი დავუმატოთ. ანუ უნდა მივუმატოთ რვას მიმატებული ოთხი. ანუ 12. როგორ უნდა გავაკეთოთ ეს? რადგან მოცემულია, რომ უარყოფით რვას უნდაგამოვაკლოთ რაღცა, რომ მივიღოთ ოთხი. აქ რაც არ უნდა იყოს, უნდა ვეცადოთ 12-ს გავუტოლოთ. რისი გაკეთება შეგვიძლია? შეგვიძლია გამოვაკლოთ უარყოფითი. რომ გამოგვეკლო უარყოფითი 12 ეს იქნებოდა იგივე რაც 12-ის მიმატება. მოდით ამას გადავწერ. ოთხი უდრის -- მოდით გადავწერ ამას ოთხკუთხედების გარეშე. უდრის უარყოფით რვას გამოკლებული უარყოფითი 12. რა ხდება, როდესაც უარყოფითს ვაკლებთ? ეს იგივეა, რაც დადებითის დაჯამება. ეს იქნება იგივე, რაც უარყოფით რვას მიმატებული დადებითი 12. ანუ ოთხი უდრის უარყოფით რვას მიმატებული თორმეტი. რაც ვიცით რომ ჭეშმარიტებაა. რვას ვუმატებთ და ნოლამდე მივდივართ, უარყოფით რვას მპიუს რვა არის ნული. და შემდგომ კიდე ოთხს ვამატებთ და მივდივართ დადებით ოთხამდე. საკმაოდ საინტერესო იყო, კიდევ ერთი გავაკეთოთ. ვარჯიში არასდროს არი საკმარისი. ძალიან სახალისოა. ვთქვათ მოცემულია რაღას გამოკლებული უარყოფითი ორი და ეს უდრის უარყოფით შვიდს. საიდან დავიწყოთ მსჯელობა? ჩემ ტვინს პირველ რიგში უნდა გაამარტივოს უარყოფითი რიცხვის გამოკლება. თუ თქვენ გამოაკლებთ უარყოფთ ორს, ეს არის იგივე, რაც დადებითი ორის მიმატება. ეს არის იგივე რაც, რაღაცას გამოკლებული უარყოფითი ორი არის იგივე რაც დადებითი ორის მიმატება. რაღცას მიმატებული ორი უდრის უარყოფით შვიდს. ახლა შეგვიძლია ავიღოთ რიცხვითი ღერძი. ვიღებ ჩემ რიცხვით ღერძს. ჩემი მიზანია, მინდა რომ მივიღო უარყოფითი შვიდი. ეს არის უარყოფითი ხუთი, უარყოფითი ექვსი აი აქ უარყოფითი შვიდია. და მე მინდა რომ რამეს მივუმატო ორი, რომ მივიღო უარყოფითი შვიდი. თუ მე რამეს ვუმატებ ორს, ესეიგი გადავხტები მარჯვნივ ორით. ასე გამოიყურება ორის მიმატება. რა რიცხვით უნდა დავიწყო, რომ ორით მარჯვნივ გადასვლისას გავჩერდე უარყოფით შვიდზე. მე უნდა დავიწყო უაროფითი შვიდიდან ორი დანაყოფით მარცხნივ. თუ ორით მარცხნივ დავიწყე, ერთი, ორი, --მოდით სხვა ფერში გავაკეთებ თუ დავიწყებდი აი ამ რიცხვიდან და მივუმატებდი ორს. მივუმატოთ ერთი, მივუმატოთ ორი, გავჩერდებოდი უარყოფით შვიდზე. რა რიცხვია ეს? რიცხვი, რომელიც უარყოფითი სვიდიდან ორით მარცხნივაა. ეს არის უარყოფითი ცხრა. აი ეს არის უარყოფითი ცხრა. უარყოფით ხრას მიმატებული ორი თუ დავიწყეთ უარყოფით ცხრაზე და ორით გადავედით მარჯვნივ გავჩერდებით უარყოფ შვიდზე. ან შეიძლება ვთვათ, რომ უარყოფით შვიდს გამოკლებული უარყოფითი ორი თუ გამოვაკლებთ უარყოფით ორს ჩვენ გადავაადგილდებით მარჯვნივ. თუ გამოვაკლებთ დადებით ორს დაგავალთ მარცხნივ. მაგრამ უარყოფითი ორის გამოკლებისას, გადავდივართ მარჯვნივ უარყოფით შვიდამდე. ესეც საინტერესო იყო. კიდევ ერთი გვაკეთოთ, მგონი ზედმეტად ვერთობი. ვთქვათ მოცემულია უარყოფითი ოთხი უდრის რაღაცას გამოკლებული ცხრა. ავიღოთ რიცხვითი ღერძი. ყოველთვის დააპაუზეთ ვიდეო და შეამოწმეთ შეგიძლიათ თუ არა დამოუკიდებლად ამოხსნა. ავიღოთ ჩემი რიცხვითი ღერძი. დავფიქრდეთ ჩვენი მიზანია რაღაც რიცვის აღება გამოვაკლოთ მას ცხრა და მივითოთ უარყოფითი ოთხი. გვინდა მივიღოთ უარყოფითი ოთხი. და არის რაღაცა რიცხვი, თუ მას გამოვაკლებთ ცხრას ცხრით დაგადავდივართ მარცხნივ. ცხრის გამოკლებას შეგვიძლია სხვანაირად შევხედოთ. -- სხვა ფერში გავაკეთბ. გამოვაკლოთ ცხრა, ეს არის ცხრით გადაადგილება მარცხნივ. 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9 არის რაღაცა რიცხვი, რომლითაც ვიწყებთ. გამოვაკლებთ ცხრას. და მივალთ უარყოფით ოთხზე. რაღაც რიცხვი --აი აქ გამოტოვებული ადგილი -- გამოვაკლებთ ცხრას ცხრით გადავალთ მარცხნივ და ეს უდრის უარყოფით ოთხს. სხვაგვარად რომ შევხედოთ ეს რიცხვი იქნება უარყოფითი ოთხიდან ცხრით მარჯვნივ. დავფიქრეთ, თუ რას შეიძლება ეს რიცხვი უდრიდეს. ეს რიცხვი იქნება უარყოფითი ოთხიდან ცხრით მარჯვნივ. 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9 როგორც ჩანს ეს დადებითი ხუთია. შევამოწმოთ სწორები თუ ვართ. თუ დავიწყეთ დადებითი ხუთით და გამოვაკელით ცხრა. მოდით გავაკეთოთ 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9. დიახ, გამოვაკელით ცხრა და მივიღეთ უარყოფითი ოთხი უარყოფითი ოთხი უდრის ხუთს გამოკლებული ცხრა