If you're seeing this message, it means we're having trouble loading external resources on our website.

თუ ვებფილტრს იყენებთ, დარწმუნდით, რომ *.kastatic.org და *.kasandbox.org დომენები არ არის დაბლოკილი.

ძირითადი მასალა

მეშვიდე კლასი

კურსი: მეშვიდე კლასი > თემა 6

გაკვეთილი 1: წრის ფართობი და წრეწირი

წრის ფართობი (მიმოხილვა)

მიმოვიხილოთ წრის ფართობის საფუძვლები და ვივარჯიშოთ ამოცანების ამოხსნაში.

წრის ფართობი

წრის ფართობი არის სივრცე, რომელსაც ფარავს წრე. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ეს არის სრული სივრცე, რომელიც წრის შიგნითაა.
წრის ფართობის პოვნა შეგვიძლია შემდეგი ფორმულის გამოყენებით:
start text, წ, რ, ი, ს, space, ფ, ა, რ, თ, ო, ბ, ი, end text, equals, pi, times, start text, რ, ა, დ, ი, უ, ს, ი, end text, squared
გინდათ, რომ მიმოიხილოთ წრის სიტყვიერი აღნიშვნები (როგორიცაა პი, რადიუსი და დიამეტრი)? ნახეთ ეს სტატია ან ეს ვიდეო.
გინდათ, მეტი ისწავლოთ წრის ფართობის პოვნის შესახებ? ნახეთ ეს ვიდეო.

მაგალითი 1: ფართობის პოვნა, როცა რადიუსია მოცემული

იპოვეთ იმ წრის ფართობი, რომლის რადიუსია start color #11accd, 5, end color #11accd.
წრის ფართობის გამოსათვლელი განტოლება არის:
A, equals, pi, r, squared
A, equals, pi, dot, start color #11accd, 5, end color #11accd, squared
A, equals, pi, dot, 25
შეგვიძლია, აქ გავჩერდეთ და დავწეროთ პასუხი 25, pi-ის სახით. ან შეგვიძლია, 3, comma, 14 ჩავსვათ pi-ს ნაცვლად და გავამრავლოთ.
A, equals, 3, comma, 14, dot, 25
A, equals, 78, comma, 5 კვადრატული ერთეული
წრის ფართობია 25, pi კვადრატული ერთეული, ანუ, 78, comma, 5 კვადრატული ერთეული.

მაგალითი 2: ფართობის პოვნა, როცა დიამეტრია მოცემული

იპოვეთ იმ წრის ფართობი, რომლის დიამეტრია start color #1fab54, 16, end color #1fab54.
პირველ რიგში, ვიპოვოთ რადიუსი:
r=d2r=162r=8 \begin{aligned} r &= \dfrac d2 \\ \\ r &= \dfrac{\greenD{16}}{2} \\ \\ r &= \blueD{8} \end{aligned}
ახლა შეგვიძლია, ვიპოვოთ ფართობი.
წრის ფართობის გამოსათვლელი განტოლება არის:
A, equals, pi, r, squared
A, equals, pi, dot, start color #11accd, 8, end color #11accd, squared
A, equals, pi, dot, 64
შეგვიძლია, აქ გავჩერდეთ და დავწეროთ პასუხი 64, pi-ის სახით. ან შეგვიძლია, 3, comma, 14 ჩავსვათ pi-ს ნაცვლად და გავამრავლოთ.
A, equals, 3, comma, 14, dot, 64
A, equals, 200, comma, 96 კვადრატული ერთეული
წრის ფართობია 64, pi კვადრატული ერთეული, ანუ, 200, comma, 96 კვადრატული ერთეული.

ივარჯიშეთ

ამოცანა 1
  • მიმდინარე
იპოვეთ წრის ფართობი, რომლის რადიუსი არის start color #11accd, 7, end color #11accd.
ჩაწერეთ ზუსტი პასუხი pi –ს გამოყენებით ან pi–ს ნაცვლად გამოიყენეთ 3, comma, 14 და პასუხი ათწილადის სახით შეიყვანეთ.
ერთეულიsquared

გინდათ, რომ კიდევ ამოხსნათ ამოცანები წრის ფართობზე? ნახეთ ეს სავარჯიშო.

გსურთ, შეუერთდეთ დისკუსიას?

პოსტები ჯერ არ არის.
გესმით ინგლისური? დააწკაპუნეთ აქ და გაეცანით განხილვას ხანის აკადემიის ინგლისურენოვან გვერდზე.