If you're seeing this message, it means we're having trouble loading external resources on our website.

თუ ვებფილტრს იყენებთ, დარწმუნდით, რომ *.kastatic.org და *.kasandbox.org დომენები არ არის დაბლოკილი.

ძირითადი მასალა

რაციონალური რიცხვების შეკრება და გამოკლება: 0.79 - 4/3 - 1/2 + 150%

სალი გამოთვლის 0.79 - 4/3 - 1/2 + 150% გამოსახულების მნიშვნელობას. შემქმნელია სალ ხანი.

გსურთ, შეუერთდეთ დისკუსიას?

პოსტები ჯერ არ არის.
გესმით ინგლისური? დააწკაპუნეთ აქ და გაეცანით განხილვას ხანის აკადემიის ინგლისურენოვან გვერდზე.

ვიდეოს აღწერა

მოცემულია 0.79-ს გამოკლებული ოთხი მესამედი, გამოკლებული ერთი მეორედი, მიმატებული 150 პროცენტი. ჩვენ გვაქვს ოთხი სხვადასხვა რიცხვი, დაწერილი სხვადასხვა ფორმატში. ეს არის ათწილადი, შემდგომ მოდის ორი წილადი და ეს არის მოცემული პროცენტებში. ყველაზე მარტივია ყველა ეს რიცხვი დავწეროთ ერთ ფორმატში. ჩემთვის ყველაზე მარტივი ფორმატი გაანგარიშებისათვის არის წილადები. ამის გაკეთება მინდა, რადგან 4/3-ის სამზე გაყოფისას, როდესაც გაყოფთ 1/3, 2/3, 4/3 გამოდის განმეორებადი ათწილადი. ამის თავიდან ასაცილებლად, მინდა ამ ყველაფრის --მინდა ეს ყველა რიცხვი გადავიყვანო წილადებში. მოდით სათითაოდ გადავიყვან 0.79 არის იგივე 79/100, და მასე გადავწერ. ეს იგივეა, რაც 79 შეფარდებული 100-თან. შემდგომ, რასაკვირველია, ვაკლებთ 4/3-ს. შემდეგ მოდის 1/2-ის გამოკლება. და საბოლოოდ გვაქვს -- არ მინდა ფერები გამომელიოს. საბოლოოდ გვაქვს 150 პროცენტი. 150 პროცენტი, რაც პირდაპირი მნიშვნელობით ნიშნავს "რამდენი მოდის ასეულზე" ესეიგი აქ ასზე მოდის 150. 150/100 ყველაფერი წილადების სახით ჩავწერეთ. და იმისათვის რომ შევასრულოთ დაჯამება და გამოკლება უნდა ვიპოვოთ საერთო მნიშვნელი. რა არის უმცირესი საერთო ჯერადი 100-ის, 3-ის, 2-ის და 100-ის? 100 იყოფა ორზე, შესაბამისად 100 არის უმცირესი საერთო ჯერადი 100-ისა და ორისათვის. ახლა უნდა ვიპოვოთ უმცირესი საერთო ჯერადი 100-სა და სამისთვის. ეს იქნება 300. უფრო პატარა ჯერადი არ აქვთ 100-ს და სამს. ყველაფერი თავიდან გადავწეროთ და მნიშვნელში დავწეროთ 300. მოდით მოწითალო ფრად დავწერ ამას. 79 შეფარდებული 100-თან არის იგივე, რაც.... 300-თან რომ შევაფარდო, უნდა მივიღო 100-იდან 300. მნიშვნელს ვამრავლებ სამზე ამიტომ მრიცხველსაც გავამრავლებ სამზე. ვნახოთ, 80-ჯერ სამი იქნება 240. ეს იქნება ამაზე სამით ნაკლები. 240-ს გამოკლებული სამი არის 237. გადავიდეთ 4/3-ზე. მნიშვნელი უნდა გავხადოთ 300, მნიშვნელო უნდა გავამრავლოთ 100-ზე. ამიტომ მრიცხველიც უნდა გავამრავლოთ 100-ზე. 1/2, თუ ჩვენი მნიშვნელი 300-ია, ეს მნიშვნელი უნდა გავამრავლოთ 150-ზე, რომ ორიდან 300-ზე გადავიყვანოთ ამიტომ მრიცხველიც გავამრავლოთ 150-ზე. და საბოლოოდ, 150 შეფარდებული 100-თან, გავამრავლეთ მნიშვნელი სამზე, რომ 300 მივიღოთ გადავიდეთ 100-იდან 300-ზე. იგივე უნდა გავაკეთოთ მრიცხველში. სამჯერ 150 უდრის 450. მივიღეთ საერთო მნიშვნელი, ახლა შეგვიძლია დავაჯამოთ მრიცხველები. ეს უდრის -- სხვათაშორის, შემიძლია აი აქ გავაკეთო, მარჯვნივ. ეს უდრის რაღაცას შეფარდებულს 300-თან. ეს იქნება 237-ს გამოკლებული 400 და გამოკლებული 150 --აი ეს უნდა იყოს მიმატების ნიშანი აქ უნდა იყოს პლუს 450. ვნახოთ, შევძლებთ თუ არა ამის გამარტივებას. ვაკლებთ 400, ვაკლებთ 150-ს. ეს ორივე იქნება იგივე, რაც 550-ის გამოკლება. აქ გვაქვს დადებითი 273 და მას ვუმატებთ დადებით 450-ს. შეიძლება უფრო მარტივი გზა არის რომ მინუს 550-ს მივუმატოთ 450 და მივიღებთ მინუს100-ს. საკმაოდ კარგად გავამარტივეთ. ახლა გვაქვს 237-ს გამოკლებული 100, რაც უდრის 137-ს. ეს უდრის 137 მრიცხველში შეფარდებული 300-თან. ამაზე მეტად ვეღარ გავამარტივებ. ეს არის ჩვენი საბოლოო პასუხი. 137 შეფარდებული 300-თან