If you're seeing this message, it means we're having trouble loading external resources on our website.

თუ ვებფილტრს იყენებთ, დარწმუნდით, რომ *.kastatic.org და *.kasandbox.org დომენები არ არის დაბლოკილი.

ძირითადი მასალა

ათწილადი გამარტივებული წილადის სახით

ეს არის მაგალითი, როგორ გადავაქციოთ ათწილადი გამარტივებულ წილადად. დროთა განმავლობაში ეს პროცესი თქვენს ძვალსა და რბილში გაჯდება. შემქმნელია სალ ხანი და ტექნოლოგიისა და განათლების მონტერეის ინსტიტუტი.

გსურთ, შეუერთდეთ დისკუსიას?

პოსტები ჯერ არ არის.
გესმით ინგლისური? დააწკაპუნეთ აქ და გაეცანით განხილვას ხანის აკადემიის ინგლისურენოვან გვერდზე.

ვიდეოს აღწერა

ჩავწეროთ ათწილადი 2.75 მარტივი წილადის სახით. თქვენ ერთხელ უკვე გააკეთეთ მსგავსი რამ. თქვენ აღმოაჩინეთ, რომ ეს საკმაოდ მარტივია. მაგრამ ჩვენ გვინდა, ეს გააზრებულად გავაკეთოთ და ინტუიტიურად არ მივიღოთ პასუხი. ჩვენ ქვემოთ ვწერდით 2-ს, რაც რაც ორ ერთეულს (მთელს) გამოხატავდა. შემდეგი ციფრი შვიდია, ის მძიმის შემდეგ წერია. ეს მეათედების ადგილია, ეს იგივეა, რაც შვიდი მეათედი. და ბოლოს, ასეულების ადგილას 5 გვიწერია, ანუ, ეს იგივეა, რაც 5/100 ახლა კი ჩვენ ეს წილადის სახით გვინდა ჩავწეროთ. ან, შერეული რიცხვის სახით, მე უნდა გავზარდო აქ წილადის ხაზი, და დავამატო ეს ორი წილადი, ამისთვის კი მათი გაერთმნიშვნელიანებაა საჭირო. ხოლო მათ გასაერთმნიშვნელიანებლად, თქვენ უბრალოდ უნდა იფიქროთ 10-ისა და 100–ის უმცირეს საერთო ჯერადზე. ეს ასია. ასი ორივეზე იყოფა, ათზეც და ასზეც. მოდით, ეს ათი ასით შევცვალოთ. ჩვენ ამას მისი ათზე გამრავლებით გავაკეთებთ. როცა რამეს ათზე ვამრავლებთ, ვიცით, რომ უნდა დავამატოთ ერთი ნული ბოლოში. მაგრამ მნიშვნელის გადამრავლება არაა საკმარისი. ათზე მრიცხველიც უნდა გადავამრავლოთ. რადგან ჩვენ მნიშვნელი 10ზე გადავამრავლეთ, ამიტომ, მრიცხველიც უნდა გავამრავლოთ ათზე. 7*10=70 ან 70/100 ეს იგივეა, რაც 7/10 ახლა შეგვიძლია, ეს ორი შევკრიბოთ რამდენია 70+5? 70 +5=75 ჩვენი მნიშვნელი 100-ის ტოლია, ასე რომ, შეიძლება, ჩავწეროთ, როგორც 2 და 75/100. და, როგორც ბოლო ვიდეოში ვნახეთ, თქვენ ამას წაიკითხავთ, როგორც ორ მთელ სამოცდათხუთმეტ მეასედს. თუმცა, ჩვენ ბოლომდე არ გაგვიმარტივებია წილადი, რადგან, 75 სა და 100-ს საერთო გამყოფი აქვთ. და უდიდესი რიცხვი, რომელზეც ორივე იყოფა, თუ თქვენ მეოთხედებში ერკვევით, 25-ია. სამი მეოთხედი იგივეა რაც 0.75$, ოთხი მეოთხედი იგივეა, რაც 100 ცენტი, ასე რომ, თქვენ ორივეს 25-ზე ყოფთ. 75-ის 25-ზე გაყოფით 3-ს ვიღებთ, ხოლო 100-ის ოთხზე გაყოფით 25-ს, გამოდის, რომ გამარტივებული შერეული წილადის სახით ის იქნება 2 მთელი 3/4. და, როცა უკვე გაივარჯიშეთ, ხედავთ ბევრ მსგავს რიცხვს, ადვილად წარმოიდგენთ მას მეორე სახით, და იტყვით, ოჰ, 2.75 ხომ იგივეა, რაც 2 მთელი 75/100, და იგივეა, რაც 2 მთელი 3/4