If you're seeing this message, it means we're having trouble loading external resources on our website.

თუ ვებფილტრს იყენებთ, დარწმუნდით, რომ *.kastatic.org და *.kasandbox.org დომენები არ არის დაბლოკილი.

ძირითადი მასალა

დამუშავებული მაგალითი: წილადის (7/8) ათწილადში გადაყვანა

ისწავლეთ 7/8 წილადის ათწილადის სახით ჩაწერა. შემქმნელია სალ ხანი და ტექნოლოგიისა და განათლების მონტერეის ინსტიტუტი.

გსურთ, შეუერთდეთ დისკუსიას?

პოსტები ჯერ არ არის.
გესმით ინგლისური? დააწკაპუნეთ აქ და გაეცანით განხილვას ხანის აკადემიის ინგლისურენოვან გვერდზე.

ვიდეოს აღწერა

7/8 ჩაწერეთ ათწილადის სახით. მთავარია, მივხვდეთ, რომ 7/8 იგივეა, რაც 7 გაყოფილი რვაზე. ეს არის განსხვავებული გზები ერთი და იგივე რამის ჩასაწერად. გავყოთ 7 8–ზე, -- ამას გავაკეთებ ქვემოთ.-- 7–ს ვყოფ 8–ზე. დავამატებ ათწილადის წერტილს აქ, რადგან ვიცით, რომ პასუხი ერთზე ნაკლები გამოვა. შვიდი მერვედი ნაკლებია ერთზე. რამდენიმე ციფრი გვექნება ათწილადის წერტილის იქეთ, მარჯვნივ. მოდით, ათწილადის წერტილს დავსვამ აი აქ, შვიდიანის წერტილის მაღლა. და ვიწყებთ გაყოფას. გავყოთ ქვეშმიწერით, ასე უფრო მარტივი იქნება. უნდა დავწრმუნდეთ, რომ ყურადღებას ვაქცევთ ათწილადის ნიშანს. 8 საერთოდ არ მოთავსდება შვიდში, მაგრამ მოთავსდება 70-ში. 8 მოთავსდება 70-ში რვაჯერ. რვაჯერ 8 არის 64 და შემდეგ გამოაკლებთ. 70-ს გამოკლებული 64 არის 6. შემდეგ, ჩამოვიტანოთ კიდევ ერთი ნოლი, რადგან ჯერ კიდევ გვაქვს ნაშთი. უნდა მივიდეთ იქამდე, როცა ნაშთი აღარ გვექნება. ჩავთვალოთ, რომ ეს პროცესი არ მეორდება უსასრულოდ და არსებობს სხვა გზებიც, ამ მგალითის ამოსახსნელად. 8 ჩაეტევა 60-ში, ვნახოთ.. 8–ჯერ ვერ მოთავსდება რვაჯერ, რადგან ეს 64-ია. 8 მოთავსდება 60-ში შვიდჯერ. შვიდჯერ 8 არის 56. ისევ გამოვაკლებთ. 60-ს გამოკლებული 56 არის 4. ახლა, ჩამოვიტანოთ კიდევ ერთი ნოლი, აი აქ. 8 მოთავსდება 40-ში ზუსტად ხუთჯერ. ხუთჯერ 8 არის 40. აღარაფერი დაგვრჩა. ასე რომ, დავასრულეთ. 7 გაყოფილი რვაზე ანუ 7/8 უდრის ,875–ს. წინ დავუწერ ნოლს, თვალსაჩინო რომ იყოს სად არის ათწილადის წერტილი. 0,875 და დავასრულეთ.