ძირითადი მასალა
მეშვიდე კლასი
კურსი: მეშვიდე კლასი > თემა 3
გაკვეთილი 1: წილადების გარდაქმნა ათწილადებად- ათწილადი გამარტივებული წილადის სახით
- ჩაწერეთ ათწილადები წილადების სახით
- ათწილადის წილადად ჩაწერის გამოწვევა
- დამუშავებული მაგალითი: წილადის (7/8) ათწილადში გადაყვანა
- წილადის ათწილადად გადაწცევა: 11/25
- წილადიდან ათწილადში დამრგვალებით
- წილადების გარდაქმნა ათწილადებად
© 2023 Khan Academyგამოყენების პირობებიკონფიდენციალურობის პოლიტიკაშენიშვნა ქუქი-ჩანაწერებზე
წილადის ათწილადად გადაწცევა: 11/25
სალი 11/25-ს წერს ათწილადის სახით. შემქმნელია სალ ხანი.
გსურთ, შეუერთდეთ დისკუსიას?
პოსტები ჯერ არ არის.
ვიდეოს აღწერა
ვნახოთ,
თუ შევძლებთ, ჩავწეროთ წილადი 11/25 -- შეგვიძლია ვუწოდოთ "თერთმეტი
ოცდამეხუთედი"-- ათწილადის სახით. და უნდა
დავამრგვალოთ ის მეათასედამდე. სხვა მხრივ
რომ შევხედოთ, 11 შეფარდებული 25-ზე ეს არის იგივე, რაც 11 გაყოფილი 25–ზე. ასე რომ, შეგვიძლია, ვთქვათ,
25 გავყოთ 11-ზე და რასაც მივიღებთ ის იქნება
11/25-ის გამოსახვა ათწილადის სახით. რადგანაც ჩვენ ერთეულების
ადგილზე ნაკლები გვექნება გადავალთ მეათედებში,
მეასედებში და მეათასედებში, დავამატოთ რამდენიმე ნული 11-თან,
აი, აქ, ათწილადის წერტილის შემდეგ და ახლა, დავიწყოთ გაყოფა. 25 არ მოთავსდება ერთში. 25 არ მოთავსდება 11-ში. 25 მოთავსდება 110–ში. როცა 25 მოთავსდება 110–ში
ოთხჯერ -- ოთხჯერ 25 არის 100 -- მასში მოთავსდება ოთხჯერ. დავსვათ ათწილადის
წერტილი აქ და დავწერ 0,4. ოთხჯერ
25 არის 100 და ახლა გამოვკლოთ: 110-ს გამოკლებული 100 არის 10. შეგვიძლია,
ჩამოვიტანოთ კიდევ ერთი ნული. 25 მოთავსდება ასში ზუსტად ოთხჯერ. ოთხჯერ 25 არის 100 და
შემდეგ, აკლებთ და მიიღებთ ნულს. ფაქტობრივად,
მისი დამრგვალებაც კი არ გვჭირდება. ეს წილადი არის ზუსტად 0,44.