If you're seeing this message, it means we're having trouble loading external resources on our website.

თუ ვებფილტრს იყენებთ, დარწმუნდით, რომ *.kastatic.org და *.kasandbox.org დომენები არ არის დაბლოკილი.

ძირითადი მასალა

რაციონალური რიცხვების შეკრება და გამოკლება: 79% - 79.1 - 58 1/10

სალი გამოთვლის 79% - 79.1 - 58 1/10 გამოსახულების მნიშვნელობას. შემქმნელია სალ ხანი.

გსურთ, შეუერთდეთ დისკუსიას?

პოსტები ჯერ არ არის.
გესმით ინგლისური? დააწკაპუნეთ აქ და გაეცანით განხილვას ხანის აკადემიის ინგლისურენოვან გვერდზე.

ვიდეოს აღწერა

79%-ს გამოკლებუილი 79.1 გამოკლებული 58 მთელი 1/10. გააჩერეთ ვიდეო და თავად სცადეთ გამოთვლა. ხედავთ, რომ ყველა რიცხვი განსხვავებული ფორმით არის დაწერილი. ეს არის პროცენტი. ესენი სხვადასხვა ტიპის გამოსახულებებია. ეს არის პროცენტი. ეს არის ათწილადი. ეს კი შერეული რიცხვი. კარგი იდეა იქნება, თუ ერთ ფორმამდე დავიყვანთ. საკმაოდ მარტივად შეგვიძლია ყველა ათწილადის სახით ჩავწეროთ. ასეც მოვიქცეთ. მაშ, 79% გულისხმობს 79 შეფარდებული 100-თან. წილადად თუ გვინდა ჩაწერა იქნება 79/100. და თუ ათწილადად ჩავწერთ, იქნება 0.79. ჩავწეროთ 0.79 79.1 უკვე ათწილადის სახით გვაქვს. ამიტომ ამას უბრალოდ გადავწერთ. გამოკლებული 79.1 და შემდეგ, 58 მთელი 1/10. 1/10 იგივეა რაც 0.1. ამიტომ შეგიძლიათ აღიქვათ 58 მთელი-- 1/10. ანუ გამოკლებული 58 მთელი 1/10 ან, 58.1 ახლა ყველა ერთ ფორმატშია, ამიტომ გამოვიანგარიშოთ. აქვე ვხედავთ რომ ეს რიცხვი ძალიან პატარაა. დადებითი რიცხვი ერთზე პატარაა და ვაკლებთ დიდ რიცხვებს. ამიტომ საბოლოო პასუხი იქნება უარყოფითი. და რომ გავერკვეთ, ვაპირებ უარყოფითი ნიშნის გამოტანას. და ეს გამოთვლას გაადვილებს. ჩემთვის ნამდვილად გაადვილდება. როცა უარყოფით ნიშანს გამოვიტან, ეს გახდება-- გამოგვაქვს უარყოფითი ნიშანი. ასე გავაკეთებ, უარყოფითი ნიშნის გამოტანისას, ეს გახდება უარყოფით. ეს გახდება დადებითი. ესეც გახდება დადებითი. დასარწმუნებლად, წარმოიდგინეთ, რომ ეს უარყოფითი ნიშანი -1-ია და ყველას მასზე ვამრავლებთ. -1 გამრავლებული ამაზე იქნება დადებითი -1 გამრავლებული ამაზე იქნება უარყოფითი. -1 გამრავლებული ამაზე იქნება უარყოფითი. მაშ, ეს ორი გამოსახულება აბსოლუტურად ერთი და იგივეა. ასე იმიტომ მოვიქეცით, რომ ამ ორი რიცხვის შეკრება უფრო გაგვიადვილდება. მათი ჯამი ერთ დიდ დადებით რიცხვს მოგვცემს. შეგვიძლია გამოვიყენოთ ტრადიციული მეთოდი. თუმცა ამ გატანილი მინუსის დავიწყება არ შეიძლება. მოდით ჯერ ეს გავაკეთოთ. შევაჯამოთ 79.1 და 58.1 79.1-ს დამატებული 58.1 0.1-ს დამატებული 0.1 იქნება 0.2 ცხრას პლუს რვა იქნება 17. ესე იგი, შვიდი, ერთს, ანუ ერთ ათეულს ვიმახსოვრებთ ერთ 10-ს დამატებული შვიდი 10, დამატებული ხუთი 10 და მივიღებთ 13 ცალ 10-ს, ესე იგი, 130-ს. მაშ, გვაქვს 137.2 აი ეს ნაწილი უდრის 137,2-ს. ანუ ასი... მოდით დავწერ. გვაქვს 137.2 და ამას ვუმატებთ უარყოფით 0.79-ს. რაც იგივე გამოკლებული 0.79-ია. გავაკეთოთ. გამოვაკლოთ 0.79 წილადის წერტილები ერთმანეთის ქვეშ დავწეროთ. მთელი რიცხვები ერთმანეთის ქვეშ. და ახლა გამოვაკლოთ. არაფერს ვაკლებთ ცხრას. აქ შეგვიძლია ნულის ჩაწერა, მაგრამ ეს საქმეს არ ამარტივებს. ასევე 0.2-ს 0.7-ს ვაკლებთ. ამიტომ გადაჯგუფება მოგვიწევს საკლებში, იმისთვის რომ შევასრულოთ გამოკლება. ან რომ გამოვაკლოთ ტრადიციული მეთოდით. ვისესხოთ მეათედი ორიდან და გადავიტანოთ მეასედებში. 1/10 იგივე 10/100-ია. შეგვიძლია გამოვაკლოთ 10/100-ს 9/100 და იქნება 1/100. ახლა მეათედებში არ გვყოფნის გამოსაკლებად, ამიტომ ერთეულებიდან ვისესხოთ. ეს გახდება ექვსი. ერთი არის 10/10. ამიტომ ახლა გვაქვს 11/10. 11-ს მინუს შვიდი არის ოთხი. დავუმატოთ წილადის წერტილი. ექვსს გამოკლებული ნული არის ექვსი. და 13 დარჩება ისე როგორც გვაქვს. როცა ამ ყველაფერს, რაც ფრჩხილებშია, შევაჯამებ.. ფრჩხილებს გარეთ ჯერ კიდევ მაქვს უარყოფითი ნიშანი. ფრჩილებში რაც არის იმის შეჯამებით მივიღეთ 136.41 და არ დაგვავიწყდეს უარყოფითი ნიშანი ფრჩხილებს გარეთ. მაშასადამე მთლიანად გამოსახულება უდრის -136.41-ს.