If you're seeing this message, it means we're having trouble loading external resources on our website.

თუ ვებფილტრს იყენებთ, დარწმუნდით, რომ *.kastatic.org და *.kasandbox.org დომენები არ არის დაბლოკილი.

ძირითადი მასალა

მიმატება და გამოკლება 10-ის ფარგლებში

სალი ხსნის შეკრების და გამოკლების მაგალითებს, რომლებიც ეხება 10-ს ან მასზე ნაკლებ რიცხვს.

გსურთ, შეუერთდეთ დისკუსიას?

პოსტები ჯერ არ არის.
გესმით ინგლისური? დააწკაპუნეთ აქ და გაეცანით განხილვას ხანის აკადემიის ინგლისურენოვან გვერდზე.

ვიდეოს აღწერა

მოცემული გვაქვს 4 განტოლება. ერთმანეთისაგან განსხვავებული განტოლებები. და თითოეულში შედის გამოტოვებული ადგილები. და სწორედ ეს არის ჩვენი მისია ასე ვთქვათ, რომ შევავსოთ ეს გამოტოვებული ადგილები. აქ, მარცხენა მხარეს არის 1-ს დამატებული 4 და ეს 1-ს დამატებული 4 რაღაცას უდრის. რა არის 1-ს დამატებული 4? მაგრამ, ჩვენ ვიცით, რომ 1-ს დამატებული 4 არის 5, ამიტომ, ესე იგი, შეგვიძლია პირდაპირ შევავსოთ, რომ ეს არის 5. 1-ს დამატებული 4 ვიცით, რომ არის 5. შემდეგი დავალება არის ასეთი, 4-ს დამატებული რაღაც უდრის 5-ს, უდრის 5-ს. უკვე გავარკვიეთ, რომ 1-ს პლუს 4 ან 4-ს პლუს 1 არის 5. ესე იგი, 4-ს ამ შემთხვევაში 1 რომ დავუმატოთ, ეს ტოლი იქნება ხუთის. 4-ს დამატებული 1 არის 5-ის ტოლი. სადაც ტოლობა ნიშნავს, რომ ორივე მხარეს ერთი და იგივე რაღაც წერია. შემდეგი დავალება არის ასეთი, რაღაცას დამატებული 2 უდრის 5-ს. რას უნდა დავუმატოთ 2, რომ მივიღოთ 5? 3-ს, 3-ს რომ დავუმატოთ 2, მაშინ მივიღებთ 5-ს. ან, 5 უდრის 3-ს დამატებული 2. ახლა გადავიდეთ ბოლოზე. ბოლოში წერია, 3-ს დამატებული რაღაცა რიცხვი უდრის 5-ს. ზევით უკვე გავარკვიეთ, რომ 3-ს დამატებული 2 არის 5, მაშინ აქაც 2 რომ ჩავწეროთ, მივიღებთ 5-ს. ესე იგი, 3-ს პლუს 2 უდრის 5-ს. შევამოწმოთ, რომ სწორია და გადავიდეთ შემდეგზე. ახლა სხვაობებთან გვაქვს საქმე. ესე იგი, გვაქვს 9-ს გამოკლებული 3 და ეს უდრის რაღაცას. თუ მაქვს 9 რაღაც და გამოვაკელი 3, მივიღებთ 6-ს. ესე იგი, 9-ს გამოკლებული 3 არის 6. კარგით, შემდეგ. 10-ს გამოკლებული რაღაც რიცხვი უდრის 6-სს. რამდენი უნდა წავიღოთ 10 ნივთიდან, რომ მივიღოთ 6 ნივთი? 10-ს თუ მოვაშორებთ 4 ნივთს, მაშინ გვექნება 6 ნივთი. ესე იგი, 10-ს მინუს 4 არის 6. შემდეგ. რაღაცას მინუს 1 უდრის 6-სს. რა არის ეს რაღაც? ეს რაღაც არის 7, მარტივია. 7-ს მინუს 1 არის 6. ახლა ბოლოს, 8-ს გამოკლებული რაღაცა რიცხვი არის 6-ის ტილი. რა უნდა გამოვაკლოთ 8-ს? 8-ს რომ გამოვაკლოთ, მაგალითად 1, მაშინ დაგვრჩება 7. მაგრამ, თუ ორს გამოვაკლებ, მაშინ დაგვრჩება 6. ესე იგი, 8-ს მინუს 2 უდრის 6-სს. (სუბტიტრები შექმნილია მარიამ შონიას დახმარებით)