If you're seeing this message, it means we're having trouble loading external resources on our website.

თუ ვებფილტრს იყენებთ, დარწმუნდით, რომ *.kastatic.org და *.kasandbox.org დომენები არ არის დაბლოკილი.

ძირითადი მასალა

შეკრება და გამოკლება: ხილი

სალი შეკრებს და გამოაკლებს ხილს. ის იყენებს მაგალითებს: 5+3 და 5-3. შემქმნელია სალ ხანი.

გსურთ, შეუერთდეთ დისკუსიას?

პოსტები ჯერ არ არის.
გესმით ინგლისური? დააწკაპუნეთ აქ და გაეცანით განხილვას ხანის აკადემიის ინგლისურენოვან გვერდზე.

ვიდეოს აღწერა

ჩვენ აქ გვაქვს 1, 2, 3, 4 და 5, 5 ცალი მოცვი. ესე იგი, სულ გვაქვს 5 ცალი მოცვი. ასევე, ჩვენ გვაქვს 1, 2 და 3 ცალი ალუბალი. ესე იგი, სულ გვაქვს 5 მოცვი და 3 ალუბალი. ვთქვათ, გვაინტერესებს მთლიანი რაოდენობა, მთელი რაოდენობა იმ ხილისა რაც აქ გვაქვს. სულ რამდენი ცალი ხილი გვაქვს? როგორ შეგვიძლია, რომ დავთვალოთ ეს? კითხვა ასეთია, უნდა შევკრიბო 5 და 3, ანუ 5-ს პლუს 3 დავწერო, თუ 5 და 3 გამოვაკლო ერთმანეთს? ანუ, 5-ს მინუს 3 დავწერო. რომელი დამეხმარება იმაში, რომ ვიპოვო მთელი რაოდენობა იმ ხილისა რაც მაქვს? მე გირჩევთ, რომ დააპაუზოთ ვიდეო და თქვენ თვითონ მოიფიქროთ რომელი არის უფრო სწორი? რეალურად რომელია სწორი პასუხი. მოდით, ამას შევხედოთ ასე. თუ, მინდა, რომ გავიგო მთელი რაოდენობა, მაქვს 5 ცალი მოცვი და ამას უდნა დავამატო კიდევ 3. მართალია, სხვა ხილი, მაგრამ მაინც. უნდა დავამატო კიდევ 3 რაღაც. ანუ მეტი ხილი მექნება. რადგან ვუმატებთ, ამიტომ უნდა დავუმატოთ 3. ანუ, დავწეროთ პლუს 3. თუ დავწერეთ პლუს 3, რას მივიღებთ? რას უდრის 5-ს პლუს 3? 1, 2, 3, 4, 5, 6, 7 და 8. ესე იგი, სულ გვქონია 8 ცალი ხილი. 8 ცალი ხილი. ეს ყველაფერი ძალიან კარგი, მაგრამ 5-ს მინუს სამიც ხომ არსებობს? ეს რას ნიშნავს? რა იქნებოდა 5-ს მინუს 3 რომ დამეწერა? 5-ს მინუს 3. ეს რა იქნებოდა? თქვენ შეგიძლიათ ასე წარმოიდგინოთ, ვთქვათ, ისევ ვიწყებთ 3 მოცვით, არა უკაცრავად, 5 მოცვით, დავაკოპიროთ. 5 მოცვით. და ამ 5 მოცვს, რომ გამოვაკლოთ 3, ესე იგი, ჩვენ 3 მოცვი, ანუ, ზოგადად 3 ხილი, მიგვაქვს, ვაშორებთ 1, 2 და 3. რამდენი დაგვრჩებოდა მაშინ? დაგვრჩებოდა 2, 2 ცალი ხილი. 1 და 2. ესე იგი, 5-ს მინუს 3 უდრის 2-ს. ესე იგი, თუ ვიღაც გვეუბნება, რომ გვაქვს 5 მოცვი და კიდევ რაღაც ალუბალი, და სულ რამდენი ხილი გვაქვს? მაშინ, შევკრებთ. მაგრამ, თუ ამბობს ვინმე, რომ მე მაქვს 5 მოცვი და აქედან შევჭამე 3, მაშინ უნდა დავწეროთ 5-ს მინუს 3 და დარჩება 2. (სუბტიტრები შექმნილია მარიამ შონიას დახმარებით)