If you're seeing this message, it means we're having trouble loading external resources on our website.

თუ ვებფილტრს იყენებთ, დარწმუნდით, რომ *.kastatic.org და *.kasandbox.org დომენები არ არის დაბლოკილი.

ძირითადი მასალა

ათის ფარგლებში შეკრება

სალი არკვევს, რამდენი ბანანი უნდა დავუმატოთ 3 ბანანს, რომ მივიღოთ 10 ბანანი. შემქმნელია სალ ხანი.

გსურთ, შეუერთდეთ დისკუსიას?

პოსტები ჯერ არ არის.
გესმით ინგლისური? დააწკაპუნეთ აქ და გაეცანით განხილვას ხანის აკადემიის ინგლისურენოვან გვერდზე.

ვიდეოს აღწერა

აქ გვაქვს მოცემული 3 ბანანი. ეს არის 1, 2 და 3. ესე იგი, ვიწყებთ 3 ბანანით. და გვინდა დავუმატოთ რაღაცა რიცხვი, რაღაც რაოდენობა ბანანების, რომ მივიღოთ 10 ცალი ბანანი. ესე იგი, ვიწყებთ ამ რაოდენობა ბანანებით და მივდივართ ამ რაოდენობამდე, რომელიც არის 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9 და 10. ესე იგი, 10 ბანანი. რა არის ის რიცხვი, რამდენი ბანანიც უნდა დავუმატო 3-ს, რომ მივიღოთ 10? გირჩევთ, დააპაუზოთ და თქვენით სცადოთ ამ ამოცანის გაკეთება. ალბათ უკვე სცადეთ თქვენით და ახლა ჩვენ თვითონ გავაკეთოთ. ანუ, პირველ რიგში, ვთქვათ ის, რომ 3 ცალი გვაქვს და დავუმატოთ ბანანები სანამ არ მივალთ ათამდე. მაშინ, დავუმატოთ ეს მეოთხე ბანანი. ეს არის მეოთხე ბანანი. შემდეგ, მეხუთე. მეექვსე ბანანი. მეშვიდე. მერვე იქნება მალე, ესეც მერვე. მეცხრე. და ერთიც დარჩა. ესეც მეათე ბანანი. ძალიან კარგი. მაშინ, რამდენი ბანანი დავამატეთ, ანუ თავიდან რაღაც რაოდენობა გვქონდა, ახლა სულ გვაქვს 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9 და 10 ცალი ბანანი. მაშინ, რამდენის დამატება დაგვჭირდა, რომ მიგვეღო 10? 3-ს რა დავუმატეთ? მთლიანად მივიღეთ, ცხადია, 10 ბანანი. ვნახოთ. ეს იქნება 1, ეს არის 2. ეს არის 3. ეს ოთხია. 5. 6. და 7. ესე იგი, გამოდის, რომ სულ დავამატეთ 7 ბანანი, 7 ბანანი დავამატეთ. თავიდან მოცემული გვქონდა 3 ბანანი და მივედით 10-მდე. ესე იგი, 3-ს დამატებული 7 გვაძლევს 10-ს. თუ დავუკვირდებით, მარცხენა მხარეს ბანანების რაოდენობა უდრის მარჯვენა მხარეს ბანანების რაოდენობის. შეგვიძლია გადავთვალოთ კიდეც. მარცხვნივ არის 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9 და 10 ცალი ბანანი. ხოლო მარჯვენა მხარეს ასევე არის 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9 და 10. ესე იგი, ესენი ნამდვილად ერთმანეთის ტოლია. (სუბტიტრები შექმნილია მარიამ შონიას დახმარებით)