If you're seeing this message, it means we're having trouble loading external resources on our website.

თუ ვებფილტრს იყენებთ, დარწმუნდით, რომ *.kastatic.org და *.kasandbox.org დომენები არ არის დაბლოკილი.

ძირითადი მასალა

მთელი რიცხვების თანრიგები (მიმოხილვა)

მიმოიხილეთ მთელი რიცხვების თანრიგები და ივარჯიშეთ ამოცანების ამოხსნაში.

თანრიგების ცხრილი

რიცხვი 7,654,321 თანრიგების ცხრილზე ასე ჩაიწერება:
მილიონიასი ათასეულიათი ათასეულიათასეულიასეულიათეულიერთეული
7654321

მთელი რიცხვების თანრიგები

მთელ რიცხვებში ყველაზე მარჯვენა ციფრი ყოველთვის ერთეულების თანრიგშია. მის შემდეგ (მარცხნივ) ათეულის თანრიგია. დანარჩენი ციფრებიც დანარჩენ თანრიგებს ავსებენ.
მაგალითი: 459
რიცხვი 459 შედგება 4 ასეულისგან, 5 ათეულისგან და 9 ერთეულისგან.
ეს, ასევე, შეგვიძლია, ჩავწეროთ, როგორც 459=400+50+9.
ან შეგვიძლია, გამოვიყენოთ თანრიგების ცხრილი:
ათასეულიასეულიათეულიერთეული
459
შენიშვნა: რაც უფრო მარცხნივაა ციფრი, მით უფრო დიდია მისი თანრიგი. მაგალითად, 6 ასეული მეტია, ვიდრე 6 ერთეული, რადგან ასეული უფრო მარცხნივ დგას.
გინდათ, მეტი ისწავლოთ თანრიგებზე? ნახეთ ეს ვიდეო.

ივარჯიშეთ

ამოცანა 1
რა არის 8-ის თანრიგი 2,894-ში?
აირჩიეთ 1 პასუხი:

გინდათ, მეტი ასეთი ამოცანა ამოხსნათ? ნახეთ ეს სავარჯიშოები:
შესავალი თანრიგებში
უმცირესი ან უდიდესი რიცხვის შედგენა
თანრიგის ბლოკები

გსურთ, შეუერთდეთ დისკუსიას?

პოსტები ჯერ არ არის.
გესმით ინგლისური? დააწკაპუნეთ აქ და გაეცანით განხილვას ხანის აკადემიის ინგლისურენოვან გვერდზე.