If you're seeing this message, it means we're having trouble loading external resources on our website.

თუ ვებფილტრს იყენებთ, დარწმუნდით, რომ *.kastatic.org და *.kasandbox.org დომენები არ არის დაბლოკილი.

ძირითადი მასალა

მეოთხე კლასი

კურსი: მეოთხე კლასი > თემა 8

გაკვეთილი 3: მთელი რიცხვების ჩაწერის გზები (გაფართოებული და სიტყვიერი ფორმები)

არაუარყოფით მთელი რიცხვები გაშლილი ფორმით: მიმოხილვა

გაიმეორეთ არაუარყოფითი მთელი რიცხვების გაშლილი ფორმით ჩაწერა. შემდეგ სცადეთ ამოცანების ამოხსნა.

გაშლილი ფორმა

გაშლილი ფორმა არის ციფრების მნიშვნელობების შეკრებით რიცხვის ჩაწერის გზა.
რიცხვის ციფრების მნიშვნელობაზე ფიქრისას ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ თანრიგის გრაფიკი.

მაგალითი

მოდით, 7229 ჩავწეროთ გაშლილი ფორმით.
ათასეულებიასეულებიათეულებიერთეულები
7229
7229=7 ათასეულს +2 ასეული+ 2 ათეული+9 ერთეული
7229=7000+200+20+9
7229 გაშლილი ფორმით არის 7000+200+20+9.
გსურთ, მეტი ისწავლოთ გაშლილ ფორმაზე? ნახეთ ეს ვიდეო.

ივარჯიშეთ

ამოცანა 1
რა არის 5,000+300+8 სტანდარტულ ფორმაში?
  • თქვენი პასუხი უნდა იყოს
  • მთელი რიცხვი, როგორიცაა 6
  • გამარტივებული წესიერი წილადი, მაგალითად 3/5
  • გამარტივებული არაწესიერი წილადი, მაგალითად 7/4
  • შერეული რიცხვი, როგორიცაა 1 3/4
  • ზუსტი ათწილადი, მაგალითად 0.75
  • pi-ს ჯერადი, როგორიცაა 12 pi ან 2/3 pi

გსურთ, მეტი ასეთი ამოცანა სცადოთ? ნახეთ ეს ვიდეო.

გსურთ, შეუერთდეთ დისკუსიას?

პოსტები ჯერ არ არის.
გესმით ინგლისური? დააწკაპუნეთ აქ და გაეცანით განხილვას ხანის აკადემიის ინგლისურენოვან გვერდზე.