If you're seeing this message, it means we're having trouble loading external resources on our website.

თუ ვებფილტრს იყენებთ, დარწმუნდით, რომ *.kastatic.org და *.kasandbox.org დომენები არ არის დაბლოკილი.

ძირითადი მასალა

ნაშთიანი გაყოფა ქვეშმიწერით: 3771÷8

ისწავლეთ 3771÷8 ქვეშმიწერით გაყოფა. შემქმნელია სალ ხანი.

ვიდეოს აღწერა

3771 გავყოთ რვაზე. ქვეშმიწერით გაყოფას ვაპირებ. პირველად, რაც უნდა გავაკეთო და დავფიქრდე: 3 გაიყოფა რვაზე? არა, 3 რვაზე არ იყოფა, ამიტომ, გავაგრძელოთ. 37 თუ იყოფა 8–ზე? რა თქმა უნდა, 8–ჯერ 4 არის 32 -- რვაჯერ 5 არის 40, ამიტომ 5 ძალიან დიდი რიცხვია -- მოკლედ, 8 მოთავსდება 37-ში ოთხჯერ. ოთხჯერ 8 არის 32, ვაკლებთ და ვიღებთ, 37-ს გამოკლებული 32 არის 5. მცირე წარმოდგენა რომ გქონდეთ იმაზე, აქ რა ხდება: ჩვენ რეალურად ვამბობთ, 8 რამდენჯერ მოთავსდება 3700–ში. ვამბობთ, რომ ის 3700–ში მოთავსდება 400–ჯერ, რადგან 4 არის ასეულების ადგილზე. 400-ჯერ 8 არის 3200, შემდეგ, 3700–ს ვაკლებთ 3200, დაგვრჩება 500. მაგრამ დავუბრუნდეთ ჩვენს ტრადიციულ გაყოფის წესს. ეს არის, რაც სინამდვილეში ხდება აქ: როცა ვამბობთ: "8 ეტევა 37-ში ოთხჯერ," სინამდვილეში ვგულისხმობთ: "8 მოთავსდება 3700–ში 400–ჯერ." მოდით, გავაგრძელოთ. ახლა, გვაქვს ეს 5 -- რაზეც უკვე ვილაპარაკეთ, ეს არის ასეულების ადგილზე ანუ სინამდვილეში არის 500. ჩამოვიტანოთ შემდეგი რიცხვი. ჩამოვიტანოთ 7 და ვიფიქროთ, 8 რამდენჯერ მოთავსდება 57–ში. --სინამდვილეში ვფიქრობთ იმაზე, 8 რამდეჯერ მოთავსდება 570–ში.- 8 მოთავსდება 57–ში... ვნახოთ... რვაჯერ 5 არის 40, რვაჯერ 6 არის 48, რვაჯერ 7 არის 54. ვცადოთ, შვიდჯერ. შვიდჯერ 8, უკვე გავაკეთეთ -- უი, შეცდომით გავაკეთე -- რვაჯერ 7 -- გამრავლების ტაბულაში სუსტი ვარ -- მოკლედ, მოთავსდება შვიდჯერ, მაგრამ შვიდჯერ 8 არ არის 54, 56–ია. ახლა ისევ უნდა გამოვაკლოთ. 57-ს გამოკლებული 56 არის 1 და ისევ უნდა ჩამოვიტანოთ შემდეგი რიცხვი -- ისეთ ფერს ავირჩევ, ჯერ რომ არ გამომიყენებია... გავაკეთებ ლურჯით -- ჩამოვიტან ერთს. პირდაპირ ვამბობთ: "8 რამდენჯერ მოთავსდება 11–ში?" 8 მოთავსდება 11–ში ერთხელ, ერთჯერ 8 არის 8 და გვრჩება -- მეტი რიცხვი არ გვაქვს, რომ ჩამოვიტანოთ -- 11-ს გამოკლებული 8 არის 3. მოკლედ, 3771 გაყოფილი 8–ზე არის 471 და ნაშთი 3.