ძირითადი მასალა
მეოთხე კლასი
კურსი: მეოთხე კლასი > თემა 2
გაკვეთილი 9: ამოცანები გამრავლებასა და გაყოფაზე- ამოცანა გაყოფაზე: გოლები მოედანზე
- ამოცანა გამრავლებაზე: პიცა
- ამოცანები გამრავლებასა და გაყოფაზე
- მრავალეტაპიანი ამოცანები ვარაუდზე
- წარმოადგინეთ მრავალნაბიjიანი ამოცანები განტოლებების მეშვეობით
- მრავალსაფეხურიანი ამოცანები მთელი რიცხვებით
© 2023 Khan Academyგამოყენების პირობებიკონფიდენციალურობის პოლიტიკაშენიშვნა ქუქი-ჩანაწერებზე
ამოცანა გამრავლებაზე: პიცა
სალი ამოხსნის ამოცანას გამრავლებაზე. შემქმნელია სალ ხანი.
გსურთ, შეუერთდეთ დისკუსიას?
პოსტები ჯერ არ არის.
ვიდეოს აღწერა
ბეატრისი წვეულებისთვის
რამდენიმე პიცას უკვეთავს. თითოეულს 12 ნაჭერი აქვს. ბეატრისს სურს, ჰქონდეს იმ რაოდენობის პიცა,
რომ თითოეულ ადამიანს შეხვდეს 4 ნაჭერი, წვეულებაზე 16 ადამიანი იქნება.
ამ ამოცანაში საკმაოდ ბევრი ინფორმაციაა. თუ ბეატრისი იყიდის 7 პიცას, რამდენი ზედმეტი ნაჭერი დარჩება მას შემდეგ,
რაც თითოეული ადამიანი შეჭამს 4 ნაჭერს? ეს რომ გავიგოთ, მოდით დავფიქრდეთ, სულ
რამდენი ნაჭერი ექნება? და შემდეგ მოვიფიქროთ, სულ რამდენ ნაჭერს
შეჭამს 16 ადამიანი ბოლოს, გავარკვევთ, რამდენი
ზედმეტი ნაჭერი დარჩება. ანუ, ჯერ ვთქვათ, სულ
რამდენი ნაჭერი ექნება. მე გირჩევთ, რომ შეაჩეროთ ვიდეო და
სცადოთ, თავად ამოხსნათ. მან შეუკვეთა 7 პიცა,
სულ რამდენი ნაჭერი იქნება? შენ გაქვს 7 პიცა, 7 -
ესაა პიცების რაოდენობა და თუ თითოეული პიცა 12-ნაჭრიანია, გაამრავლებ 12-ზე, რომ მიიღო ნაჭრების
სრული რაოდენობა. ესაა თითოეული პიცის ნაჭრების რაოდენობა.
7-ჯერ 12 ტოლია 84 ნაჭრის - ყველა ნაჭრის. ესაა ნაჭრების სრული რაოდენობა, ახლა მოდით,
ვთქვათ რამდენ ნაჭერს შეჭამს 16 ადამიანი. სულ გვყავს 16 ადამიანი - 16, ესაა ადამიანების რაოდენობა. ეს პარარა სიმბოლო აღნიშნავს რაოდენობას. 16 ადამიანი და თითო ჭამს 4 ნაჭერს. 16 ადამიანი გამრავლებული 4 ნაჭერი კაცზე 16-ჯერ 4 64-ია, ანუ,
16 კაცი შეჭამს 64 ნაჭერს. რამდენი ზედმეტი ნაჩერი დარჩა? თუ გვქონდა 84 ნაჭერი და 64 შეიჭამა,
84-ს გამოკლებული 64 ტოლია 20-ის. ანუ, დაგვრჩა 20 ნაჭერი 20 ნაჭერი, რომელიც დარჩება მას შემდეგ,
რაც ყველა შეჭამს თავის წილს.