ძირითადი მასალა
მეოთხე კლასი
კურსი: მეოთხე კლასი > თემა 2
გაკვეთილი 9: ამოცანები გამრავლებასა და გაყოფაზე- ამოცანა გაყოფაზე: გოლები მოედანზე
- ამოცანა გამრავლებაზე: პიცა
- ამოცანები გამრავლებასა და გაყოფაზე
- მრავალეტაპიანი ამოცანები ვარაუდზე
- წარმოადგინეთ მრავალნაბიjიანი ამოცანები განტოლებების მეშვეობით
- მრავალსაფეხურიანი ამოცანები მთელი რიცხვებით
© 2023 Khan Academyგამოყენების პირობებიკონფიდენციალურობის პოლიტიკაშენიშვნა ქუქი-ჩანაწერებზე
ამოცანა გაყოფაზე: გოლები მოედანზე
სალი ამოხსნის ამოცანას გაყოფაზე. შემქმნელია სალ ხანი.
გსურთ, შეუერთდეთ დისკუსიას?
პოსტები ჯერ არ არის.
ვიდეოს აღწერა
საფეხბურთო სეზონში
ბლერმა 144 ქულა მოაგროვა. ეს ქულები 50–იარდიანი გოლებით მოაგროვა, რაც ძალიან შთამბეჭდავია,
მან თითქმის რეკორდი დაამყარა. მგონი, ეროვნულ ფეხბურთშიც კი რეკორდია
60 იარდი თუ რაღაც ეგეთი. მოკლედ, როგორც ჩანს, ბლერი
საკმაოდ ძლიერი მოთამაშეა. ეს ქულები მან დააგროვა
50–არდიანი გოლებით, ამას ხაზს ვუსვამ, რადგანაც მართლა ძალიან
აღფრთოვანებული ვარ, და თითო გოლი არის სამქულიანი. ამერიკულ ფეხბურთში – ვაკონკრეტებ, რომ არ
იფიქროთ, რომ ჩვეულებრივ ფეხბურთზეა საუბარი – ყოველი გოლი უდრის 3 ქულას. ამ სეზონში მან 16 თამაში ითამაშა. რამდენი გოლი გაიტანა ბლერმა
თითოეულ თამაშში? ჩავთვალოთ, რომ ყველა თამაშში გოლების
თანაბარი რაოდენობა გაჰქონდა. მოკლედ, ეს ბიჭი სასწაული მოთამაშეა 50–იარდიანი გოლები გააქვს,
ყოველ თამაშში ერთი და იგივე რაოდენობის. აბა, დავფიქრდეთ, რამდენი გოლი გააქვს
თითო თამაშში? ამის ამოხსნის რამდენიმე გზა არსებობს. ჯერ გამოვთვალოთ, რამდენი გოლი გაიტანა
ბლერმა ამ სეზონში? მან დააგროვა 144 ქულა, ჯამში 144. ეს რიცხვი უნდა გავყოთ 3–ზე, რადგანაც თითო გოლი 3 ქულას უდრის. თუ ქულების მთელ რაოდენობას გავყოფთ
ერთი გოლის ქულაზე, მივიღებთ გოლების რაოდენობას. რას უდრის აი, ეს? 144 გაყოფილი 3–ზე... ამოვხსნათ ეს აქ, გვერდზე. 144 გაყოფილი 3–ზე, 1 3–ზე არ იყოფა,
ვყოფთ 14–ს, გამოდის 4 4–ჯერ 3 არის 12, გამოვაკლოთ... 14–12 არის 2, ჩამოვიტანოთ 4 24 ზუსტად იყოფა 3–ზე, გამოდის 8. 8–ჯერ 3 არის 24. ნაშთი არ დარჩა. ანუ, 144 გაყოფილი 3–ზე არის 48. რაც იმას ნიშნავს, რომ მთელი სეზონის
განმავლობაში ბლერმა 48 გოლი გაიტანა. კითხვაზე პასუხი ჯერ არ გვაქვს! რამდენი გოლი გაჰქონდა ბლერს
თითო თამაშში? რადგანაც ჩავთვალეთ, რომ ყოველ თამაშში
გოლების თანაბარი რაოდენობა გაჰქონდა მაშინ მთლიანი გოლების რაოდენობა
უნდა გავყოთ 16–ზე. გოლების მთლიანი რაოდენობა – 48
უნდა გავყოთ 16 თამაშზე. 48 გაყოფილი 16–ზე არის 3. ანუ, ბლერს თითო თამაშში 3 გოლი გაჰქონდა. ამოვხსენით! რამდენი გოლი გაჰქონდა ყოველ თამაშში? პასუხი არის – 3!