ძირითადი მასალა
მეოთხე კლასი
კურსი: მეოთხე კლასი > თემა 2
გაკვეთილი 3: მრავალნიშნა გამრავლება: სტანდარტული ალგორითმი- ორნიშნა რიცხვის ერთნიშნაზე გამრავლება
- სამნიშნა რიცხვის ერთნიშნაზე გამრავლება
- გამრავლება: ორნიშნა რიცხვის ერთნიშნაზე (დაჯგუფება)
- სამნიშნა რიცხვების ერთნიშნაზე გამრავლება (დაჯგუფება)
- ოთხნიშნა რიცხვების ერთნიშნაზე გამრავლება (დაჯგუფება)
- ორნიშნა რიცხვების გამრავლება
© 2023 Khan Academyგამოყენების პირობებიკონფიდენციალურობის პოლიტიკაშენიშვნა ქუქი-ჩანაწერებზე
გამრავლება: ორნიშნა რიცხვის ერთნიშნაზე (დაჯგუფება)
სალი ამოხსნის 6x37-ს. შემქმნელია სალ ხანი.
გსურთ, შეუერთდეთ დისკუსიას?
პოსტები ჯერ არ არის.
ვიდეოს აღწერა
მოდით, გამოვითვალოთ ექვსჯერ 37. ამის გაკეთების
ერთ გზას გაჩვენებთ. შემდეგ ვიდეოებში კი სხვა გზებს განვიხილავთ
და დავფიქრდებით, რატომ მუშაობს ეს გზები. ამ რიცხვებს შორის უდიდესი რიცხვი
ავიღოთ (ამ მეთოდს სტანდარტულსაც უწოდებენ). სულ ერთია, ექვსს ვამრავლებთ
37-ზე, თუ პირიქით - ტოლი გამოსახულებებია. ექვსჯერ 37 იგივეა,
რაც 37-ჯერ ექვსი. მოკლედ, უდიდეს რიცხვს
ვიღებ და ზემოთ ვწერ, ანუ, ჯერ 37-ს დავწერ, შემდეგ კი
ქვემოთ მივუწერ უმცირეს რიცხვს, ანუ, ექვსს. ექვსი ერთნიშნაა. ამიტომ, ერთეულების
ადგილზე უნდა დავწეროთ, აი აქ. აქ კი
გამრავლების სიმბოლო დავწეროთ. ეს კიდევ ერთი გზაა 37-ჯერ
ექვსის ჩაწერის, რაც იგივე ექვსჯერ 37-ია. პირველ რიგში, ქვედა
რიცხვის პირველ ციფრთან მივდივართ, ამ შემთხვევაში
მხოლოდ ერთი ციფრი - ექვსი - გვაქვს და ვამრავლებთ მას
ზედა რიცხვის თითოეულ ციფრზე. ექვსჯერ შვიდით დავიწყოთ. გამრავლების ტაბულადან უნდა
გახსოვდეთ, რომ ექვსჯერ შვიდი 42-ს უდრის. სტანდარტული მეთოდით
გამრავლებისას აქ 42-ს არ ვწერთ. 42-ის ერთეულების
ადგილზე მყოფ ციფრს, ანუ ორს, დავწერთ აქ. 42-დან ოთხი კი
აგვაქვს აქ, ზემოთ, ათეულების ადგილზე. ვნახოთ, რას უდრის ექვსჯერ სამი. ვიცით, რომ
ექვსჯერ სამი 18-ია, თუმცა აქაც პირდაპირ 18-ს ვერ დავამატებთ,
ეს ოთხიც გვაქვს დამახსოვრებული. ექვსჯერ სამი 18-ია,
მაგრამ ოთხიც უნდა დავამატოთ. ექვსჯერ სამს,
ანუ 18-ს პლუს ოთხი 22-ია. ანუ, ექვსი გავამრავლეთ
სამზე და დავუმატეთ ეს ოთხი. ასე მივიღეთ 222.