ძირითადი მასალა
მეოთხე კლასი
კურსი: მეოთხე კლასი > თემა 2
გაკვეთილი 4: შედარება გამრავლების გამოყენებით- შედარება გამრავლების გამოყენებით
- შედარება გამრავლების საშუალებით: ჟირაფი
- შედარება გამრავლების საშუალებით: ფული
- შედარება გამრავლებით: ასაკი
- შედარება გამრავლების საშუალებით: მაგია
- შეადარეთ გამრავლების გამოყენებით
- ამოცანები გამრავლების საშუალებით შედარებაზე
© 2023 Khan Academyგამოყენების პირობებიკონფიდენციალურობის პოლიტიკაშენიშვნა ქუქი-ჩანაწერებზე
შედარება გამრავლებით: ასაკი
სალი ხსნის შედარების ამოცანებს გამრავლების საშუალებით. შემქმნელია სალ ხანი და ტექნოლოგიისა და განათლების მონტერეის ინსტიტუტი.
გსურთ, შეუერთდეთ დისკუსიას?
პოსტები ჯერ არ არის.
ვიდეოს აღწერა
გვეუბნებიან, რომ ჯარედი
თავის ძმაზე, პიტერზე, ორჯერ უფროსია. პიტერი ოთხი წლისაა. ანუ, პიტერი არის 4 წლის და ჯარედი არის
მასზე ორჯერ უფროსი. ანუ, ჯარედის ასაკი ორჯერ მეტია
პიტერის ასაკზე, რომელიც ოთხი წლისაა. კიდევ გვეუბნებიან, რომ
ტალიას ასაკი სამჯერ მეტია ჯარედისაზე. რამდენი წლის არიან ტალია და ჯარედი? ანუ, ტალია არის სამჯერ უფროსი ჯარედზე. მოდი, ჩავწეროთ ეს ამოცანა. პიტერი არის 4 წლის. პიტერის ასაკი არის 4 წელი, ჯარედი არის ორჯერ უფროსი პიტერზე. მოდი, ყვითლად დავწერ. ჯარედი არის ორჯერ უფროსი თავის ძმაზე. ორჯერ დიდი ნიშნავს, რომ მისი ძმის ასაკი
უნდა გავამრავლოთ ორზე. ანუ, ჯარედის ასაკი არის მისი ძმის ასაკი
გამრავლებული ორზე. რაც იგივეა, რაც ის,
რომ ჯარედი ორჯერ უფროსი თავის ძმაზე. რადგან ჯარედის ძმა არის ოთხი წლის,
ჯარედის ასაკი არის ორჯერ ოთხი. გამრავლების ტაბულიდან ვიცით,
რომ ორჯერ ოთხი არის რვა. ოთხჯერ ორი, ანუ პიტერის ასაკი გამრავლებული
ორზე, არის ჯარედის ასაკი. ორჯერ ოთხი იგივეა, რაც ოთხს დამატებული
ოთხი. ანუ, გავარკვიეთ, რომ ჯარედი ყოფილა რვა
წლის. ახლა გავიგოთ ტალიას ასაკი. გვეუბნებიან, რომ ტალია სამჯერ უფროსია
ჯარედზე. ანუ, ტალიას ასაკი სამჯერ მეტია ჯარედის
ასაკზე. ჩვენ ხომ უკვე გავარკვიეთ
ჯარედის ასაკი, ის რვა წლისაა. გამოდის, რვა უნდა გავამრავლოთ სამზე. თუ გამრავლების ტაბულა
კარგად იცი, ახლა ძალიან გამოგვადგება. საერთოდ, გამრავლების ტაბულა ერთ-ერთი
უმთავრესია მათემატიკაში და ის კარგად უნდა იცოდე. გამრავლების ტაბულის კარგად ცოდნა
გაგიმარტივებს მთელ ცხოვრებას. სამჯერ რვა იგივეა, რაც რვაჯერ სამი. ანუ, რვას დამატებული რვა და
დამატებული რვა. რვას დამატებული რვა არის 16,
16-ს დამატებული რვა არის 24. 3x8=24 პასუხი: პიტერი არის ოთხი წლის, ჯარედი არის
რვა წლის და ტალია არის ოცდაოთხი წლის.