ძირითადი მასალა
მეოთხე კლასი
კურსი: მეოთხე კლასი > თემა 2
გაკვეთილი 4: შედარება გამრავლების გამოყენებით- შედარება გამრავლების გამოყენებით
- შედარება გამრავლების საშუალებით: ჟირაფი
- შედარება გამრავლების საშუალებით: ფული
- შედარება გამრავლებით: ასაკი
- შედარება გამრავლების საშუალებით: მაგია
- შეადარეთ გამრავლების გამოყენებით
- ამოცანები გამრავლების საშუალებით შედარებაზე
© 2023 Khan Academyგამოყენების პირობებიკონფიდენციალურობის პოლიტიკაშენიშვნა ქუქი-ჩანაწერებზე
შედარება გამრავლების საშუალებით: ჟირაფი
სალი ხსნის გამრავლების საშუალებით შედარების 2 ამოცანას. შემქმნელია სალ ხანი.
გსურთ, შეუერთდეთ დისკუსიას?
პოსტები ჯერ არ არის.
ვიდეოს აღწერა
ვიცით, რომ იმრანი არის დიაზე
ორი წლით უფროსი დია არის ორის, რამდენი წლისაა იმრანი? გირჩევთ, დააპაუზოთ ვიდეო და
დამოუკიდებლად იფიქროთ ამაზე. რამდენი წლისაა იმრანი მოცემული
ინფორმაციის მიხედვით მოდით, იმრანისა და დიას ასაკის
აღსანიშნად ასოები გამოვიყენოთ. იმრანის ასაკი აღვნიშნოთ სიმბოლოთი - I დიას ასაკი კი აღვნიშნოთ სიმბოლოთი - D რას ვიგებთ პირველი წინადადებიდან? ის გვეუბნება, რომ იმრანი დიაზე
ორი წლით უფროსია. რაც ნიშნავს, რომ იმრანის ასაკი იქნება
დიას ასაკს მიმატებული ორი. ამას გვეუბნება პირველი წინადადება. იმრანის ასაკი არის
დიას ასაკს მიმატებული ორი. იმრანი არის დიაზე
ორი წლით უფროსი. სხვანაირად რომ შევხედოთ და მათი ასაკები
რიცხვთა წრფეზე წარმოვიდგინოთ, ეს იყოს ნული, აქ იქნება დიას ასაკი მოდით იმავე ფერით დავწეროთ აქ არის დიას ასაკი. თუ დიას ასაკს მივუმატებთ ორს, ანუ თუ ორით მარჯვნივ გადავალთ,
მივალთ იმრანის ასაკამდე. ამას გვეუბნება პირველი წინადადება. შემდგომ გვეუბებიან, რომ
დია არის ორი წლის. რაც იმას ნიშნავს, რომ სიმბოლო D, რომელსაც
დიას აღსანიშნად ვიყენებთ ორის ტოლი იქნება. ეს იქნება ორის ტოლი. შეგვიძლია დავწეროთ, რომ იმრანის ასაკი უდრის დიას ასაკს,
ანუ ორს პლუს ორი. რამდენია ორს დამატებული ორი?
ვიცით, რომ ეს არის ოთხი. ასე, რომ იმრანის ასაკი ოთხის ტოლი იქნება. აქ თუ გვაქვს ორი და ორით მარჯვნივ
გადავალთ, მივალთ ოთხამდე. იმრანი ოთხი წლისაა. მოდით კიდევ ერთი ამოცანა ვცადოთ. აქ გვეუბნებიან რომ ზოოპარკის ჟირაფი
შანთანუზე სამჯერ მაღალია შანთანუ სიმაღლეში ექვსი მეტრია.
რა სიმაღლისაა ჟირაფი? ისევ გირჩევთ დააპაუზოთ ვიდეო
და თქვენით სცადოთ ამოხსნა. მოდით იგივე გავაკეთოთ, გამოვიყენოთ ასოები
ცხოველების სიმაღლის აღსანიშნავად G - ჟირაფისათვის
და S - შანთანუსათვის. გამოვიყენოთ G, რომ აღვნიშნოთ
ჟირაფის სიმაღლე ჟირაფის სიმაღლე სამჯერ მეტია, არა სამით, არამედ სამჯერ
მეტი შანთანუს სიმაღლეზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჟირაფის სიმაღლე
სამი შანთანუს სიმაღლეს უდრის. მოდით დავაზუსტოდ. G არის ჟირაფის სიმაღლე, S არის შანთანუს სიმაღლე. აქ ჟირაფს დავხატავ. თუ ეს ნამდვილად ჟირაფია, ადვილი არაა ჟირაფის დახატვა. ეს არის ჟირაფი. გვეუბნებიან, რომ თუ შანთანუს
სიმაღლეს ავიღებთ სამჯერ, მივიღებთ ჟირაფის სიმაღლეს. ჟირაფს უფრო გრძელი ფეხები უნდა ჰქონდეს. ასე, რომ ეს არის G. ჟირაფის სიმაღლეა G. ეს კი არის შანთანუს სიმაღლე. თუ ამას გავამრავლებთ სამზე,
მივიღებთ ჟირაფის სიმაღლეს. მოდით ვნახოთ -- ერთი, ორი. ასე, რომ შანთანუ დაახლოებით ასეთი იქნება. და თუ ავიღებთ სამჯერ მის სიმაღლეს, ერთხელ, ორჯერ, სამჯერ, მივალთ ჟირაფის სიმაღლემდე. ამას გვეუბნება პირველი წინადადება. შანთანუ ექვსი მეტრია სიმაღლეში. ეს უნდა იყოს ექვსი მეტრის ტოლი. შეგვიძლია ასევე ვთქვათ, რომ
S ექვსი მეტრის ტოლია. რა სიმაღლისაა ჟირაფი? S უდრის ექვს მეტრს. ჟირაფის სიმაღლე კი
სამჯერ შანთანუს სიმაღლის ტოლია. გამოგვივა, რომ ჟირაფის
სიმაღლე სამჯერ ექვსი მეტრია. როგორც ვიცით, სამჯერ ექვსი 18-ის ტოლია. ასე, რომ ჟირაფის სიმაღლე
არის 18 მეტრი. და ამას ხედავთ აქ. ექვს მეტრს მიმატებული ექვსი მეტრი
და მიმატებული კიდევ ექვსი მეტრი, ან 6 მეტრი გამრავლებული 3-ზე,
იქნება 18 მეტრი.