If you're seeing this message, it means we're having trouble loading external resources on our website.

თუ ვებფილტრს იყენებთ, დარწმუნდით, რომ *.kastatic.org და *.kasandbox.org დომენები არ არის დაბლოკილი.

ძირითადი მასალა

ამოცანა: ვიპოვოთ ხურდა

სალი ანგარიშობს, რა რაოდენობის ხურდას მიიღებს ჩარლი შესყიდვის შემდეგ. შემქმნელია სალ ხანი.

გსურთ, შეუერთდეთ დისკუსიას?

პოსტები ჯერ არ არის.
გესმით ინგლისური? დააწკაპუნეთ აქ და გაეცანით განხილვას ხანის აკადემიის ინგლისურენოვან გვერდზე.

ვიდეოს აღწერა

ჩარლზმა იყიდა ხუთი ვაშლი, 47 თეთრად. მან ხუთლარიანი გადაიხადა. რამდენი დაუბრუნეს ჩარლზს? ყველაფერზე ვიფიქროთ თეთრებში, რადგან ფასი თეთრებშია მოცემული. პირველ რიგში, რა ეღირება ხუთი ვაშლი? გვაქვს ხუთი ვაშლი. მწვანე ფერს გამოვიყენებ. გვაქვს ხუთი ვაშლი და თითო ღირს 47 თეთრი. ხუთი ვაშლი გამრავლებული 47 თეთრზე. ამ ნამრავლით გავიგებთ ხუთი ვაშლის ჯამურ ფასს თეთრებში. რამდენია ხუთჯერ 47? ხუთჯერ 40 არის 200. ხუთჯერ შვიდი არის 35. გამოგვივიდა 235 თეთრი. სულ რამდენი ფული გადაიხადა ჩარლზმა? მან გამყიდველს ხუთლარიანი მისცა. რამდენი თეთრია ხუთი ლარი? ხუთი ლარი გამრავლებული 100 თეთრი/ლარზე იქნება 500 თეთრი. ეს არის ღირებულება, ეს კი გადახდილი თანხა. უნდა გავიგოთ რამდენი თეთრი ხურდა ეკუთვნის ჩარლზს. გადაიხადა 500. ღირდა 235. 500-ს უნდა გამოვაკლოთ 235. ამისი გაკეთება ზეპირადაც შეიძლება, მაგრამ ყოველი შემთხვევისთვის ამოვხსნათ. გავაკეთოთ გადაჯგუფებით. ერთეულების ადგილას ნულია. ათეულების ადგილასაც ნულია. დავიწყოთ ასეულების ადგილიდან. ავიღოთ ერთი ასეული, დაგვრჩება 400. 100 არის ათი ჯერ ათი. შეგვიძლია ათი ჩავწეროთ ათეულების ადგილას, აქედანაც შეგვიძლია ერთი ათეულის აღება, დაგვრჩება ცხრა ცალი ათეული. ეს ათი ჩავსვათ ერთეულების თანრგიში, გვექნება ათი. მზად ვართ გამოკლებისთვის. გვაქვს ათს მინუს ხუთი, რაც უდრის ხუთს. ცხრას მინუს სამი არის ექვსი. ოთხს მინუს ორი არის ორი. რა ხურდას მიიღებს ჩარლზი? იგი მიიღებს 265 თეთრს. თუ ამისი გადაწერა ლარებში გვინდა, უკვე ვიცით, რომ ლარში 100 თეთრია. ეს იგივეა, რაც 200 თეთრს პლუს 65 თეთრი. 200 თეთრი არის 100 თეთრის ორი ჯგუფი, ანუ ორი ლარი. ეს არის ორი ლარი და 65 თეთრი. 65 იგივეა, რაც ლარის 65 მეასედი. შეგვიძლია ჩავწეროთ როგორც ორი მთელი 65/100 ლარი, ან 2.65 ლარი. ამდენ ფულს მიიღებს ჩარლზი ხურდად.