ძირითადი მასალა
მეოთხე კლასი
კურსი: მეოთხე კლასი > თემა 5
გაკვეთილი 4: დროამოცანა დროზე: თავსატეხი
საწყისი და საბოლოო დროის მიეხედვით, ლინდსი არკვევს, რამდენი ხანი დასჭირდა თავსატეხის ამოხსნას. შემქმნელია ლინდსი სპირსი.
გსურთ, შეუერთდეთ დისკუსიას?
პოსტები ჯერ არ არის.
ვიდეოს აღწერა
ამელიამ თავსატეხის ამოხსნა
12 საათსა და 56 წუთზე დაიწო და 13 საათსა და 33 წუთზე დაამთავრა. ანუ ორის 33 წუთზე,
ანუ ორს რომ აკლია 27 წუთი. რა დრო დასჭირდა ამელიას
თავსატეხის ამოსახსნელად? ნუ, დავუშვათ, რომ ესენი არის ორივე
ერთსა და იმავე დღეს და ორივე არის დღისით, და არა ღამით. ან ღამით, რა მნიშვნელობა აქვს, მაგრამ... არა, 13-ით დღის საათებს წერენ,
ასე რომ, ხომ, დღისით. ესე იგი, გვაქვს ერთ მხარეს 12 საათი
და 56 წუთი და გვაქვს 13 საათი 33 წუთი. ცოტა რომ გავიმარტივოთ საქმე... მე ესე ვაზროვნებ ყოველ შემთხვევაში. ჯერ ვნახოთ 12-იდან,
12 მთელი 56... კი არა და 12 საათი და 56 წუთიდან
13 საათამდე რამდენი წუთია. ეს არის ოთხი, ხომ? ამას რომ ოთხი მივუმატოთ
უკვე 13 საათი გახდება. ამიტომ, ესე იგი, აქ არის ოთხი წუთი. იქიდან აქამდე არის ოთხი წუთი. შემდეგ, ვნახოთ აქედან უკვე 13 საათსა და
33 წუთამდე რა დრო არის დარჩენილი. 33 წუთი, ხომ? პირველიდან პირველ საათსა და
33 წუთამდე არის 33 წუთი. ესე იგი, თუ გვაინტერესებს სრული დრო,
რაც მან გამოიყენა, ეს არის ოთხ წუთს დამატებული 33 წუთი. რაც უდრის 37-ს. ესე იგი, მან 37 წუთი დახარჯა ამ
თავსატეხის ამოსახსნელად. (სუბტიტრები შექმნილია
დავით ჩანქსელიანის დახმარებით)