If you're seeing this message, it means we're having trouble loading external resources on our website.

თუ ვებფილტრს იყენებთ, დარწმუნდით, რომ *.kastatic.org და *.kasandbox.org დომენები არ არის დაბლოკილი.

ძირითადი მასალა

კურსი: მეოთხე კლასი > თემა 5

გაკვეთილი 6: მოცულობის ერთეულების გადაყვანა

აშშ-ში მიღებული მოცულობის საზომი ერთეულების გარდაქმნა

სალი გარდაქმნის გალონებს, კვარტებს, პინტებს, ფინჯანს და სითხის უნციას. შემქმნელია სალ ხანი.

გსურთ, შეუერთდეთ დისკუსიას?

პოსტები ჯერ არ არის.
გესმით ინგლისური? დააწკაპუნეთ აქ და გაეცანით განხილვას ხანის აკადემიის ინგლისურენოვან გვერდზე.

ვიდეოს აღწერა

გვაქვს ორი რაოდენობა და ორი სითხის საზომი ერთეული. მოცემული გვაქვს სითხის მოცულობა გალონებში. ერთი და ორი გალონი. ამ ვიდეოში მინდა სითხის ეს მოცულობა გადავიყვანო აშშ-ში მიღებულ სხვა ერთეულებში ჩემი რჩევაა, დროებით შეაჩეროთ ვიდეო და სცადოთ ერთი გალონის გადაყვანა. ის უნდა გადავიყვანოთ ლიტრებში(კვარტებში), პინტებში, ჭიქებსა და სითხის უნციებში. ერთი გალონი უდრის ოთხ ლიტრს. ერთი უნდა გავამრავლოთ ოთხზე. ერთი ლიტრი უდრის ორ პინტს, ეს შეგვიძლია გავამრავლოთ ორზე. გვაქვს ოთხი ლიტრი, თითოეული მათგანი არის ორი პინტი, ოთხჯერ ორი ჯამში გვაძლევს რვა პინტს. თითოეული პინტი უდრის ორ ჭიქას, შესაბამისად გვაქვს რვა პინტი, თითოეული მათგანი უდრის ორ ჭიქას, გამოგვდის 16 ჭიქა. ბოლოს, ჭიქის უნციებში გადაყვანისას, თითოეული ჭიქა უდრის რვა უნცია სითხეს. თუ გვაქვს 16 ჭიქა, გვექნება 16-ჯერ რვა, რვაჯერ რვა არის 64, 64 კიდევ ორზე გავამრავლოთ, გამოგვივიდა 128 სითხის უნცია. მოდით იგივე გავაკეთოთ ორი გალონისთვისაც. ორი გალონი გადავიყვანოთ ლიტრებში, პინტებში, ჭიქებსა და სითხის უნციებში. მე გირჩევთ დროებით შეაჩეროთ ვიდეო და დამოუკიდებლად გამოითვალოთ ეს. ვაკეთებთ იგივე პრონციპით. ერთი გალონი ოთხი ლიტრის ტოლია. ორი გალონი კი იქნება ორი გამრავლებული ოთხ ლიტრზე, ანუ რვა ლიტრი. ლიტრი უდრის ორ პინტს, ლიტრებიდან პინტებში გადაყვანისას, ლიტრი უნდა გავამრავლოთ ორზე გამოგვივა 16 პინტი. შემდეგ თითოეული პინტი უდრის ორ ჭიქას 16 გამრავლებული ორზე უდრის 32 ჭიქას. ბოლოს, თითოეული ჭიქა უდრის რვა უნციას რამდენი იქნება 32 გამრავლებული რვაზე? ეს იქნება 256. დააკვირდით ამას: ერთი გალონიდან ორ გალონზე გადასვლისას, გალონების რაოდენობა ორჯერ გავზარდეთ, ანუ გავამრავლეთ ორზე. აქ ვხედავთ, რომ ოთხი ლიტრი გადავიდა რვა ლიტრში, რვა პინტი გახდა 16 პინტი, 16 ჭიქა გახდა 32 ჭიქა, 128 სითხის უნცია კი - 256 სითხის უნცია. გალონების მოცულობის ორჯერ გაზრდისას, მოცულობაც ამდენჯერვე იზრდება. ამ შემთხვევაში ნებისმიერ საზომი ერთეულის ზრდის კოეფიციენტი უნდა გავზარდოთ ორჯერ.