ძირითადი მასალა
მიმდინარე დრო:0:00მთლიანი ხანგრძლივობა:3:22

ვიდეოს აღწერა

გვაქვს სხვადასხვა ხანგრძლივობის დრო, რომელიც წუთებშია გაზომილი. ვეძებთ ამ დროის ექვივალენტურ დროს წამებში. პირველი საკმაოდ მარტივია, ერთი წუთი უდრის 60 წამს. განმარტების მიხედვით, წამი წუთის მესამოცედია. რა ხდება ხუთი წუთის შემთხვევაში? ვთქვათ ეს არის ერთი წუთი. თუ ეს ტოლია სამოცი წამის, მაშინ ხუთი წუთი იქნება, აის ხუთ ასლს დავხატავ, 1 წუთი, 2 წუთი, 3 წუთი, 4 წუთი და 5 წუთი. ხუთი წუთი იქნება ხუთჯერ 60 წამი. ხუთი გამრავლებული 60-ზე კი არის 300. გვექნება ხუთჯერ 60, რაც უდრის 300-ს. რას უდრის ათი წუთი? არსი იგივე რჩება. ათჯერ 60 არის 600 წამი. რამდენი წამია 60 წუთი? 60 წუთი გამრავლებული 60 წამზე უდრის 3600 წამს. საინტერესოა, მოდით, ცოტათი განვავრცოთ. ახლა ერთმანეთში გადავიყვანოთ საათები, წუთები და წამები. მარტივით დავიწყოთ, ვთქვათ გვაქვს ერთი საათი. ვიცით, რომ ერთი საათი განმარტების მიხედვით არის 60 წუთი. რამდენი წამია 60 წუთი? ეს უკვე გავიგეთ. 60 წუთჯერ 60 წამი წუთში უდრის 3600 წამს. რამდენი წუთი ან წამი იქნება ორი საათი? არსობრივად ესეც იგივეა. თუ საათში 60 წუთია, ორ საათში იქნება ორჯერ 60 წუთი ორი საათი გამრავლებული 60 წუთი/საათზე უდრის 120 წუთს. რამდენი წამი იქნება ეს? ამის გაგება რამდენიმენაირად შეგვიძლია. შეგვიძლია 120 წუთი გავამრავლოთ 60 წამზე წუთში, ან შეგვიძლია ორი საათი გავამრავლოთ 3600 წამზე საათში. ორი საათი გამრავლებული 3600 წამზე საათში უდრის 7200 წამს. რისი ტოლი იქნება ათი საათი? ათჯერ 60 არის 600 წუთი. ათი საათი გამრავლებული 60 წუთი/საათზე უდრის 600 წუთს. თუ წამები გვაინტერესებს, 10 საათი გამრავლებული 3600 წამი/საათზე, უდრის 36 000 წამს.