If you're seeing this message, it means we're having trouble loading external resources on our website.

თუ ვებფილტრს იყენებთ, დარწმუნდით, რომ *.kastatic.org და *.kasandbox.org დომენები არ არის დაბლოკილი.

ძირითადი მასალა
მიმდინარე დრო:0:00მთლიანი ხანგრძლივობა:3:14

ამოცანა ფართობზე და პერიმეტრზე: ძაღლის სახლი

ვიდეოს აღწერა

მაიკმა ააგო კვადრატული გალია ძაღლისთვის, 21 მეტრი სიგრძის, პერიმეტრით 78 მეტრი. რა არის გალიის სიგანე? წარმოვიდგინოთ, როგორ შეიძლება გამოიყურებოდეს ეს გალია. იქნება დაახლოებით ასეთი. ვეცდები კარგად დავხაზო ეს ძაღლის გალია. ვთქვათ ეს არის გალია. ვიცით გალიის სიგრძე, 21 მეტრი. ესე იგი, ეს მანძილი 21 მეტრია. ცხადია, თუ ეს მანძილი 21 მეტრია, ეს მანძილიც 21 მეტრი იქნება. ასევე ვიცით, რომ პერიმეტრი არის 78 მეტრი. გვაინტერესებს სიგანე. ეს სიგანე იგივე იქნება, რაც ეს სიგანე დავფიქრდეთ. ვიცით, თუ როგორ ითვლება პერიმეტრი. თუ ამ მანძილს, 21 მეტრს, მივუმატებთ სიგანეს, მივუმატებთ 21 მეტრს და ისევ მივუმატებთ სიგანეს, მივიღებთ 78 მეტრს. ესე იგი, სიგანის გამოყენების ერთი გზაა, ვთქვათ, რომ ყველა ამ მანძილის შეკრებით ვიღებთ 78 მეტრს. მოდით, ეს ორი სტაფილოსფერი მანძილი, 21 მეტრის სიგრძის, გამოვაკლოთ 78-ს. ამით გავიგებთ, რა სიგრძისაა ეს ორი სიგანე ერთად. გამოვაკლოთ. 78-ს მინუს 21 და მინუს 21. რისი ტოლი იქნება ეს? ეს იგივეა, რაც 78-ს მინუს 42. 78-ს მინუს 42 -- არ მინდა შეცდომა დავუშვა -- 78-ს მინუს 42 ტოლია 36-ის. ესე იგი, მივიღეთ 36. გავიხსენოთ, რა არის 36 მეტრი. ეს იქნებოდა სრული სიგრძე -- უფრო სწორედ, სრული სიგანე -- რომ აგვეღო ზედა სიგანე და ქვედასთვის მიგვემატებინა. კიდევ რაღაც ვიცით. ვიცით, რომ ეს ორი სიგანე ზუსტად ერთნაირია, ისინი ტოლი მანძილებია. ვიცით ისიც, რომ თუ მათ შევკრებთ, მივიღებთ 36-ს. რა ორი რიცხვი უნდა შევკრიბოთ, რომ მივიღოთ 36? ვიცით, რომ 18-ს პლუს 18 უდრის 36-ს. ესე იგი, ქვედა სიგანე იქნება 18 მეტრი და ზედა სიგანეც იქნება 18 მეტრი. შევამოწმოთ, შევკრიბოთ ყველა მანძილი. შევკრიბოთ ორი სიგანე, 18-ს პლუს 18 და შევკრიბოთ ორი სიგრძე, პლუს 21 პლუს 21. მივიღებთ 36-ს, რაც აქ მივიღეთ, სწორედ ამდენი უნდა ყოფილიყო სიგანეების ჯამი, პლუს 42, რაც ცხადია, უდრის -- 36 პლუს 42 ტოლია 78-ის, რაც გალიის პერიმეტრია.